ფოტორეპორტაჟი
ყვავილების ფესტივალი, ანუ „ვარდობისთვე თბილისში“ უკვე რამდენიმე წელია 26 მაისს იმართება. მასში მონაწილეობას პროფესიონალი ფლორისტებთან ერთად, მოყვარულებიც იღებენ. დედაქალაქის მაცხოვრებლებისა და ტურისტების საყვარელი თავშეყრის ადგილი, 9 აპრილის ბაღი, ერთი დღით ნამდვილ ზღაპრულ ბაღს დაემსგავსა – წითელ, ყვითელ, ნარინჯისფერ ფუქსიები, ბეგობიები, ვარდები, ფიჭვები, ნაძვები, გვირილები, კაქტუსები და ა.შ. ფესტივალს ამშვენებდა თბილისელი ავტორების ხელნაკეთი ნივთები, სურათები.
ყვავილების ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ: „ვარდის სახლი“ , „მზე შინა“ ,
„იელი“, „მაოცი“, „ეკოპარკი“, „საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი“, “Gardenia შევარდნაძე“, „Euro ეზო“, “Art Bijoux”, “Grato green house”, “Green Design” და სხვები.
„ერთდღიანი ყვავილების ბაზრობა, რომელიც უკვე მერვე წელია ტარდება, დღესაც მასპინძლობს სტუმრებს. თუმცა, ის წელს ამ ფორმატით ბოლოჯერ ტარდება, რადგან ვფიქრობთ, რომ მომავალი წლიდან ის განსხვავებული სტილით ჩატარდება ანუ რამდენიმე დღე გაგრძელდება, მონაწილეებისთვის ჩატარდება კონკურსები და სხვა. წელს ფესტივალზე მონაწილეობს 100-მდე ფლორისტი, და წარმოდგენილია 250-ზე მეტი ჯიშის მცენარე. მონაწილეებს შორის, როგორც დიდი გამწავნების ფირმები, ასევე პატარა სანერგე ფირმები, მაღაზიები, კერძო კოლექციონერები და უბრალო მოყავრულები არიან,“ – განაცხადა ყვავილების ფესტივალის ორგანიზატორმა ტატუკა ჯაფარიძემ.
ხატია გოგოხია
ქრისტინე ჯაგიევი



