ტურისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ძეგლი კახეთში არის გრემი – ქართული ხურათმოძღვრების ძეგლი, რომელიც ყვარლის რაიონში სოფელ გრემის აღმოსავლეთით მდებარეობს. ძველად, აქ 20 ჰექტარზე გადაჭიმული ნაქალაქევიც იყო. დღესაც, როგორც XVII საუკუნეშიც სამი ნაწილისგან შედგებოდა:
1. მთავარანგელოზთა კომპლექსი, სადაც სასახლე და ეკლესია შედიოდა. იქვე, მეურნეობისთვის გამოყოფილი ადგილი იყო (მარანი, საწნახელი). ქალაქის ეს ადგილი შემოღობილი და კოშკებით იყო დაცული, რომელთაც საიდუმლო გვირაბები ჰქონდათ.
2. სამეფო რეზიდენციაში სასახლეები, ბაღები და შადრევნები იყო.
3. სავაჭრო უბანი იყო. რადგან იმ დროს ამ ტერიტორიაზე აბრეშუმის გზა გადიოდა (რუსეთში, ასტრახანში..) იქვე, ვაჭრებისთვის ქულბაქები და ქარვასლა. ამავე უბანში, უცხოელებისთვის აბანოები აშენდა. ვიდრე უცხო ვაჭარი ტანს არ დაიბანდა ქალაქში შესვლის უფლება არ ჰქონდა.
გრემის ნაქალაქარის წარმოდგენა დღეს შეუძლებელია, რადგან კლდოვანი ქედის დაბლობზე იყო გაშენებული. თუმცა, მთავარანგელოზთა კომპლექსის მშენებლობამდე ქედი გადაუჭრიათ, ეკლესიისთვის ადგილი ხელოვნურად გამოყვეს გარემოსაგან. ამ ადგილისთვის მაღალი ბორცვის სახეც მიუციათ. სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილიდან, მეფეს მთელი ნაქალაქარის გაკონტროლება შეეძლო. ისტორიული წყაროების მიხედვით, რუსი ელჩები, რომლებიც იმ დროს გრემს ხშირად სტუმრობდნენ, ამბობენ, რომ ტაძრის აღმშენებელი მეფე ლევანი იყო. რაც იმით დასტურდება, რომ დასავლეთის კედლის სამხრეთის მკლავის არეში, ლეონ მეფის, ხელში ეკლესიის მოდელით ფრესკული გამოსახულებაა, რომელზეც წარწერაა ,,მეფე ლევან აღმშენებელი“ .
150 წლის განმავლობაში, გრემი კახეთის დედაქალაქი იყო. ვიდრე XVII საუკუნეში მას შაჰ-აბასი არ შემოესია. ამ დროს, მან მოსახლეობის მეორედი ამოწყვიტა და კახეთის პოლიტიკურ ცენტრად თელავი იქცა.
შარშან, აგვისტოში, გრემის კომპლექსმა რეაბილიტაცია გაიარა. ზემოთ ჩამოთვლილთაგან პირველ ორ უბანს ძველი სახე შენარჩუნებული აქვს. ხოლო, იქ, სადაც სავაჭრო უბანი იყო, დღეს, სასტუმროა ორი ღია აუზითა და ხეხილის ბაღით. ეზოში, მნახველს მე-20 საუკუნის 70-იანი წლების დროს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი აბანოების ხილვაც შეუძლოა.
ამალია ამბარცუმიანი



