RSS

ნიაღვარმა ვახუშტის ხიდი დაანგრია

13 მაისი

რამდენიმე საათის წინ, ძლიერი წვიმისა და სეტყვისგან მოვარდნილმა ნიაღვარმა, თბილისში ბევრი პრობლემა შექმნა. ჟურნალისტი გიორგი ზედგინიძე ადგილიდან იტყობინება, რომ დანგრეულია ვახუშტის ხიდი. ელიავას მიმდებარე ტერიტორია კი საერთოდ დატბორილია.

ჟურნალისტი იტყობინება, რომ ცუდი მდომარეობაა ვაშლიჯვარშიც. ნიღვარმა გზებზე ლოდები ჩამოყარა, ამ დრომდე შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

დატოვე კომენტარი