RSS

თბილისში მოვარდნილმა ნიაღვარმა ადამიანები იმსხვერპლა

13 მაისი

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თბილისში პრობლემები შექმნა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ნიაღვრის მოვარდნის გამო, გარდაცვლილია სამი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი. ბაგებში ძლიერი წვიმისგან მოვარდნილმა წყალმა, რამდენიმე ხე წააქცია… გადაადგილების პრობლემები შეექმნათ მძღოლებს. ორთაჭალაში ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე მტკვარმა რამდენიმე ავტომობილი ამოატრიალა, ზოგის მიწისქვეშა გადასასვლელებში ჩაყარა. მოსახლეობას  წვიმა და სეტყვა სახლებში შეუვარდათ, დაიტბორა სადარბაზოები. ორთაჭალაში მაშველებს ადამიანები სამშვიდობოს ნავებით გადაჰყავთ.

თბილისის რამდენიმე უბანში გაითიშა ელექტროენერგია. დატბორილია თბილისის თითქმის ყველა უბანი, სანიაღვრე კოლექტორები ნიაღვრის ძლიერ ნაკადს ვერ აუდიან და მოსახლეობას წყალი პირდაპირ სახლებში უვარდებათ.

რთული მდგომარეობაა ლოტკინსა და ჯავახეთის ქუჩაზე, ჩამოინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

ჟურნალისტ გიორგი ზედგინიძის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საერთოდ პარალიზებულია მოძრაობა. აღმაშენებლის ხეივანი მთლიანად დატბორილია და რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე ნიაღვრის შედეგად ავტოავარიის შემთხვევებიცაა.

ძლიერმა წვიმის შედეგად, გაგარინის მოედანზე მეწყერი ჩამოწვა.

 

 

დატოვე კომენტარი