RSS

”ნაგვის” კუნძულები ოკეანეში

11 მაისი

წყნარ ოკეანეში პლასტიკური ნაწილაკების მოცულობა, ბოლო 40 წლის განმავლობაში, 100-ჯერ გაიზარდა. მეცნიერები აცხადებენ, რომ ოკეანეში მცურავი ნაგვის მოცულობა კატასტროფულად იზრდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ოკეანის ნაგავი ძირითადად ერთ ადგილზე კონცენტრირდება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მეცნიერები შეშფოთებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ ოკეანეში ჩაყრილი ნაგავი ვეშაპის, დელფინისა და სხვა მცურავი ცხოველების სასუნთქ გზებში ხვდებოდა, რაც საბოლოო ჯამში მათ დაავადებას ან განადგურებას იწვევდა. ამჟამად კი მეცნიერები აცხადებდნენ, რომ ამ ნარჩენებზე ზღვის ობობები კვერცხებს დებენ, რაც საბოლოოდ ოკეანის ობობების სწრაფ გამრავლებას განაპირობებს. მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ ანალოგიური ფაქტები 40 წლის წინ არ ფიქსირდებოდა. ოკეანის ნაგავმა უკვე მიიღო სახელწოდება “ნაგვის კუნძული” და ანალოგიური კუნძულების კონცენტრაცია ძირითადად ჰავაის კუნძულებსა და კალიფორნიას შორის ფიქსირდება.

სპეციალისტები იმაზედაც თანხმდებიან, რომ იმ ზღვის სახეობებმა, რომლებიც გასამრავლებლად მცურავ პლატფორმას საჭიროებენ, შესაძლოა, ევოლუცია განიცადონ. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველი მეათე თევზის შიგთავსში, რომელიც ამ რაიონში დაცურავს, უკვე აღმოჩენილია “ნაგვის” ნაწილაკები.

 

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 11/05/2012 დუიმი გარემო

 

დატოვე კომენტარი