კახეთის, როგორც ტურისტული ზონის განვითარების სამოქმედო გეგმებზე დღეს, სიღნაღში, კახეთის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მსჯელობდნენ. ამ შეხვედრას სახელმწიფო უწყების და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ტურისტული პროდუქტის მიზნობრივად გამოყენება, ინფრასტრუქტურული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ღვინის ტურიზმზე.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, მიმდინარე წლის აპრილში ტურისტული და სტრატეგიული განვითარების სააგენტო შეიქმნა. რომლის ფუნქციაც, საქართველოში განსახორციელებელი ტურსიტული და საინვესტიციო პროექტების კოორდინაცია და მონიტორინგია.
თუ რა კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე ღვინის ტურიზმის პოპულირაზაციისთვის გადაწყვეტს სტრატეგიული განვითარების სააგენტო.
მოამზადა ამალია ამბარცუმიანმა



