ტაილანდის ხელისუფლებამ ცუნამის საფრთხის გამო ანდამანის ზღვის ნაპირებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
Daily Archives: 11/04/2012
12-13 აპრილს წყალდიდობაა მოსალოდნელი
12-13 აპრილს საქართველოს მასშტაბით ძლიერი წვიმა და წყალდიდობაა მოსალოდნელი.
ჰიდრომეტეოროლოგების ინფორმაციით, აჭარის გურიისა და იმერეთის რეგიონებში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდება.
,,12 აპრილის ელოდებიან ძლიერ წვიმებს, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია, ძლიერმა წვიმებმა თოვლის დნობასთან ერთად, ცალკეულ მდინარეებზე ძირითადად კი გურია-აჭარის მდინარეებზე, იმერეთის მდინარეებზე, გამოიწვიოს წყალმოვარდნები”, _ განაცხადა ჰიდროლოგიური პროგნოზირების მიმართულების ხელმძღვანელმა ქეთევან წიკლაურმა.