RSS

Daily Archives: 06/09/2011

ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სახეობები დამტკიცდა

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 175-ე ბრძანებით, ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სახეობები დამტკიცდა. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველებია: ნუტრია; კურდღელი; მაჩვი; ტყის კვერნა; ქვის კვერნა; მგელი; ტურა; მელა; ენოტისებური ძაღლი; ტყის კატა; გარეული ღორი; შველი და ენოტი.

ამავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ მურა დათვის, ირმის, დასავლეთ კავკასიური ჯიხვისა და დაღესტანური ჯიხვის გარემოდან ამოღება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით.

ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტის მოპოვების დოკუმენტს ბუნებრივი რესურსების სააგენტო გასცემს.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია.