ბაწარა – ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი შესაძლოა, იუნესკოს სიაში შევიდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს გარემოსდაცვის ეროვნული ცენტრის თავჯდომარის კარლო ამირგულაშვილის განცხადებით, საქართველოში ევროპელი მკვლევარების ჯგუფის ჩამოსვლას უახლოეს მომავალში ელოდებიან. ამირგულაშვილის თქმით, ამ ტერიტორიაზე უთხოვარის ჯიშის ხეები ხარობს, რითაც სპეციალისტები დაინტერესდნენ. „უკვე არსებობს დასკვნა და კვლევების შედეგები, რომელიც ცხადყოფს, რომ ეს ტერიტორიები ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, იყოს მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი. საქართველოს მთავრობამ იუნესკოს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა“, – აღნიშნავს ამირგულაშვილი. ბაწარა – ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორის ვახტანგ გიუნაიძის თქმით, ტერიტორიის მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად გამოცხადების შემთხვევაში, გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, განვითარდება რეგიონი. ბაწარას, ბაბანეურის და ილტოს ხეობა დაცულ ტერიტორიად 1932 წლიდან არის გამოცხადებული. უთხოვარი, რომელიც მსოფლიოს სულ რამდენიმე ნაწილში ხარობს, პანკისის ხეობაში ძალიან გამრავლებულია. უთხოვარის ზოგიერთი ხე რამდენიმე ასეულ წელს ითვლის.
ძიება
Ekofact English
გვიმეგობრეთ
oliko Tsiskarishvili
ქართველი ქალები
-
ახალი ამბები
კატეგორიები
- გარემო (667)
- ეკოანომალია (14)
- ეკომეცნიერება (54)
- ეკოპრობლემა (314)
- ეკოსურსათი (21)
- ეკოტურიზმი (178)
- ეკოფაქტის ამბები (1,224)
- ვულკანები (5)
- კატასროფები (31)
- მეწყერი (5)
- მიწისძვრები (60)
- რეგიონი-სტიქია (62)
- სამკურნალო ტურიზმი (28)
- საქართველოს ფერმერი (8)
- სტიქია (68)
- სხვა… (74)
- ტაო-კლარჯეთი (17)
- ტურიზმი (387)
- უცხოეთი (17)
- ღვინის ტურიზმი (14)
- ღონისძიებები (27)
კალენდარი
სოცრეაქტივი
არქივი
ჩემი ბავშვების ნამუშევრები
- An error has occurred; the feed is probably down. Try again later.
ყველაფერი ფოტოგრაფიაზე
-
Join 104 other subscribers
- სარეკლამო ადგილი fact
შესვლა
თუშები
კოლხეთის ეკორისკები
civilactivity
სიახლეები ენერგეტიკაში
- An error has occurred; the feed is probably down. Try again later.
კითხვადი
ჩემი ფოტოები
XX საუკუნის საქართველო
pinkrock
Blog Stats
- 675,669 hits
top.ge