გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, „თიბისი ბანკი”, საქველმოქმედო ასოციაცია „თიბისი” და დაცული ტერიტორიების სააგენტომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც თუშეთში საცხენოსნო ტურისტული გზის გაყვანას ითვალისწინებს. Read the rest of this entry »
“თიბისი ბანკი” თუშეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს იწყებს
წყალწაღებული მილიონები – ჟურნალისტური გამოძიება
წყალდიდობები და ღვარცოფები, რომელიც ყოველ ზაფხულსა და შემოდგომას კახეთის მოსავლის 60-70%-ს ანადგურებს, დღემდე რჩება საქართველოს ხელისუფლების თავის ტკივილად.
სოფლის მეურნეობის პროდუქტის განადგურება ქვეყნის შიდა პროდუქტის წარმოებას საფრთხეს უქმნის, დაზარალებული მოქალაქეები მთავრობისგან კომპენსაციას ითხოვენ და, რაც მთავარია, წლების განმავლობაში ხევებისა და მდინარეების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი მილიონები ისევ წყალს მიაქვს. Read the rest of this entry »
მაჭახელას მოსახლეობა კირნახი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს
მაჭახელას ხეობის მოსახლეობა კირნათი-ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ოთხი სოფლის – კირნათის, მარადიდის, მირვეთის და აჭარისწყლის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია თუ რომელი ტერიტორია დაიტბორება წყლით. მოსახლეობის თქმით, მათ არ უნახავთ პროექტის მშენებლობის ნებართვა და არ აქვთ გეოლოგიური დასკვნა იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს ჰესის მშენებლობა გარემოზე. ასევე, როგორც ადგილობრივმა რამაზ თავდგირიძემ აღნიშნა, მისი წინაპრების საფლავები დატბორვის ზონაშია. რამაზ ჯინჭარაძის თქმით, კომპანია შპს “აჭარ-ენერჯი 2007”-ის წარმომადგენლებმა კომპენსაცია და საფლავების გადატანა შესთავაზეს, თუმცა ის წინაპართა საფლავების გადატანას არ აპირებს. Read the rest of this entry »
ევროპაში კვლავ წყალდიდობაა
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში წყალდიდობა კვლავ გრძელდება. “ევრონიუსის” ინფორმაციით, გერმანიაში წყლის დონე არ იკლებს და უკვე რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს , რომელიც ქვეყანაში 2002 წელს დაფიქსირდა.
თუმცა, ზოგიერთ რაიონში წყლის დონემ 2002 წლის რეკორდულ მაჩვენებელს გადააჭარბა კიდეც. ქალაქ ვიტენბერგში მდინარე ელბაში წყლის დონემ 7,85 მეტრს მიაღწია, რაც ნახევარი მეტრით მეტია 2002 წლის წყალდიდობის შედეგად აწეული წყლის დონეზე. Read the rest of this entry »
რუსული მედიის წარმომადგენლების პრესკონფერენცია ტურიზმის საკითხებზე
11 ივნისს, 13:00 საათზე სასტუმრო რედისონში გაიმართება რუსეთის წამყვანი მედია საშუალებების (ИНТЕРФАКС Туризм, Эхо Москвы, газета Московский комсомолец, Российская газета, RATA-news, РИА Новости) ჟურნალისტების შეხვედრა ქართული მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა და ტურიზმის მრჩეველთა საბჭოს წევრები დაესწრებიან. Read the rest of this entry »
ერევანში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტთა შეხვედრა იმართება
დღეს, დაიწყო შეხვედრა ამიერკავკასიის ქვეყნების ჟურნალისტებისთვის ერევანში. შეხვედრაზე, სადაც განიხილავენ კლიმატის ცვლილებების გაშუქებას მედიაში მონაწილეობენ ჟურნალისტები სომხეთიდან, საქართველოდან (ლაშა ზარგინავა www.ipn.ge, www.tv9.ge და ო.ცისკარიშვილი http://www.ekofact.com), აფხაზეთიდან, ყარაბაღიდან… შეხვედრას, რომელიც ორგანიზებულია გერმანული აკადემიის Deutsche Welle და ინტერნიუსის სასომხეთის ფილიალის მიერ, უძღვებიან ირლანდიელი კიერენ კოკი და გერმენელი ჟურნალისტი ბეტინა რეიგინი. Read the rest of this entry »
წვიმამ ათამდე სოფელი დააზარალა
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ წალკის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობა დააზარალა. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარე ჯონი საბაძის განცხადებით, წალკაში სეტყვამ ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. მისივე თქმით, ძლიერმა სეტყვამ სოფლებში: ბარეთში, ლივადში, იმერაში, საბეჭისში, არსარვანში, ჩოლიანში, გოდაკლარში, ბეშთაშენში და ხანდოში მთლიანად გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო ნათესები, კერძოდ, მოსახლეობა პრაქტიკულად, კარტოფილისა და მარცვლოვანი კულტურის გარეშე დარჩა. Read the rest of this entry »
12 ივნისიდან გამოიდარებს
საქართველოში 12-14 ივნისს გამოიდარებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის, დღეს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს. ნალექი დღის ბოლოსთვის შემცირდება. ჰაერის ტემპერატურა თბილისში 20 გრადუსამდე იქნება, მთელის ქვეყნის მასშტაბით კი 19-24 გრადუსამდე. Read the rest of this entry »
ძლიერი წვიმა თბილისში – მოვარდნილმა წყალმა გლდანულის ხიდი წაიღო
ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისში ეზოები და რამდენიმე სარდაფი დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, მოსახლეობა ძირითადად დატბორილი ეზოებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას ითხოვდა. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განმარტავენ, რომ ეზოების დატბორვა სანიაღვრო ქსელების გაჭედვამ გამოიწვია, რის გამოც, ზოგიერთ შემთხვევებში მაშველები მოსახლეობას დახმარებას ვერ უწევდნენ. Read the rest of this entry »
გერმანიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა
გერმანიის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით წყალდიდობაა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. მდინარე ელბაში წყლის დონის მატება სპეციალისტების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. Read the rest of this entry »
