RSS

ტრაგედია საფრანგეთში

pariziსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფრანსუა ოლანდს და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს

“თქვენო აღმატებულებავ,
მთელი საქართველო შესძრა საფრანგეთში მომხდარმა საზარელმა ტერორისტულმა აქტებმა, რომლებსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელთან ბრძოლაშიც ყველა უნდა გავერთიანდეთ.
ბატონო პრეზიდენტო, ქართველი ხალხი და მე ვიზიარებთ ფრანგი ხალხის ამ უდიდეს ტკივილს. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და მტკიცე თანადგომას გიცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში.


გთხოვთ ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
Read the rest of this entry »

 

ხულოში ტყის მასივი დაიძრა და მეწყერი ჩამოწვა

mecგუშინ, 12 ნოემბერს, ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში, 5 ოჯახის საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიასთან ტყის მასივი დაიძრა და მეწყერი ჩამოწვა, რამაც მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, საცხოვრებელი სახლებიდან 16 მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის, 3 მცირეწლოვანია. ამ დროისთვის ყველა მათგანი ამავე სოფლის ტერიტორიაზე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. Read the rest of this entry »

 

“თუ დაავადებული ხეები დროზე არ მოიჭრა, მალე ხეების გარეშე დავრჩებით”

Ttye 003სამ წელზე მეტია ვწერ, იმაზე, რომ დავადებულია ტყეები თუშეთში, სვანეთში… პირდაპირ ფესვებიანად არის წაქცეული უზარმაზარი ხეები… კიდევ ერთ მასალას გთავაზობთ ამ საკითხზე, რომელიც დაიბეჭდა… (ო.ც)

http://forestry.cenn.org/index.php/news/thu-daavadebuli-kheebi-droze-ar-moitchra-male-kheebis-gareshe-davrchebith.html

Read the rest of this entry »

 

შავი ზღვა კატასტროფის პირას!!!!

batumi 007ოლიკო ცისკარიშვილი

ცოტა ხნის წინ, გარემოსდაცვითი ზედმხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

პანამის დროშით მცურავმა გემმა, ბათუმის ნავსადგურში, ფეკალური წყლები ჩაღვარა. სამართალდამღვევს დაეკისრა 65 000 ლარიანი  ჯარიმის გადახდა. დაანგარიშებულია გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც, რომელიც 8 000 ლარს აღწევს. Read the rest of this entry »

 

მდგრადი განვითარება – ქვეყნის თუ კომპანიების ინტერესი…

hesi 002ანუ სოფელ ჩანჩხალოს პრობლემები….

ოლიკო ცისკარიშვილი

აჭარის მაღალმთიანეთში მგზავრობისას, გზად, პირდაღებული გვირაბიდან უშველებელ სატვირთო მანქანებს მიწის ნაშალი გამოჰქონდა და გაურკვეველი მიმართულებით მიჰქონდა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ამ გვირაბის თავზე სოფელი ჩანჩხალო მდებარეობს, სადაც 170 კომლი ცხოვრობს.

Read the rest of this entry »

 

ეკოფაქტი, რუსთავი 2-ს სოლიდარობას უცხადებს!!!

ეკოფაქტი, რუსთავი 2-ს სოლიდარობას უცხადებს!!!
ჩვენ, იმიტომ არ გვთვლიან 90-იანების დაკარგულ თაობად, რომ გავქრით… ჩვენ იმიტომ გვთვლიან დაკარგულ თაობად, რომ ვიყავით ხიდი წარსულსა და მომავალს შორის… ვიბრძოდით სიტყვის თავისუფლებისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის… არ მინდა ჩვენმა შვილებმაც იგივე გადაიტანონ…
სადაც სიტყვის თავისუფლებას კლავენ, იქ იბადება დიქტატურა!!!
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 06/11/2015 დუიმი უკატეგორიო

 

პირადი მოხმარებისთვის მოჭრილი ხე–ტყის გასხვისება 500 ლარით დაისჯება

tye 12015 წლის 1–ლი ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც ცვლილებები იქნა შეტანილი „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში.

Read the rest of this entry »

 

აგრომეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

meteo sadguriგარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ ველში, რომელიც საირიგაციო ზონას წარმოადგენს, აგრომეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა. ავტომატური სადგური, ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობაზე, ნალექების რაოდენობაზე, ქარის სიჩქარესა და მიმართულებაზე, ნიადაგის ტემპერატურასა და ტენიანობაზე მონაცემებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის დამუშავების ცენტრს მიაწვდის, რაც ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს დროულად მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე და მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პროცესების შესახებ. Read the rest of this entry »

 

“მუყაოს ოცნების ქალაქში” პატარა გარდაიცვალა

muyao 0012ცხრა წლის, ლუკა ბერიძე, რომელიც 2012 წლიდან „მუყაოს ოცნების ქალაქში“ ცხოვრობდა, გუშინ საღამოს გარდაიცვალა. პარასკევს, ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს, მაღალი სიცხით და ღებინებით. ბავშვის დედის ინგა სანიკიძის განმარტებით, ბავშვისთვის, იმ ღამეს ერთი გადასხმის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ. უყურადღებობის გამო, შვილი საავადმყოფოდან გაიყვანა. ორშაბათს, საღამოს საათებში, ოცნების ქალაქელებმა გადაიყვანეთ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში.

Read the rest of this entry »

 

ავღანეთსა და პაკისტანში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

avRanetiBBC-ის ცნობით, ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ასევე იგრძნობოდა პაკისტანსა და ჩრდილოეთ ინდოეთში.  Read the rest of this entry »