RSS

ნიაღვარმა ვახუშტის ხიდი დაანგრია

რამდენიმე საათის წინ, ძლიერი წვიმისა და სეტყვისგან მოვარდნილმა ნიაღვარმა, თბილისში ბევრი პრობლემა შექმნა. ჟურნალისტი გიორგი ზედგინიძე ადგილიდან იტყობინება, რომ დანგრეულია ვახუშტის ხიდი. ელიავას მიმდებარე ტერიტორია კი საერთოდ დატბორილია.

ჟურნალისტი იტყობინება, რომ ცუდი მდომარეობაა ვაშლიჯვარშიც. ნიღვარმა გზებზე ლოდები ჩამოყარა, ამ დრომდე შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

თბილისში მოვარდნილმა ნიაღვარმა ადამიანები იმსხვერპლა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თბილისში პრობლემები შექმნა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ნიაღვრის მოვარდნის გამო, გარდაცვლილია სამი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი. ბაგებში ძლიერი წვიმისგან მოვარდნილმა წყალმა, რამდენიმე ხე წააქცია… გადაადგილების პრობლემები შეექმნათ მძღოლებს. ორთაჭალაში ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე მტკვარმა რამდენიმე ავტომობილი ამოატრიალა, ზოგის მიწისქვეშა გადასასვლელებში ჩაყარა. მოსახლეობას  წვიმა და სეტყვა სახლებში შეუვარდათ, დაიტბორა სადარბაზოები. ორთაჭალაში მაშველებს ადამიანები სამშვიდობოს ნავებით გადაჰყავთ.

Read the rest of this entry »

 

თბილისში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თბილისის გზებზე პრობლემები შექმნა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბაგებში ძლიერი წვიმისგან მოვარდნილმა წყალმა, რამდენიმე ხე წააქცია… გადაადგილების პრობლემები შეექმნათ მძღოლებს. მოსახლეობას  წვიმა და სეტყვა სახლებში შეუვარდათ, დატბორილია სადარბაზოები. ორთაჭალაში ძლიერმა ნიაღვარმა რამდენიმე ავტომობილი ამოატრიალა. თბილისის რამდენიმე უბანში გაითიშა ელექტროენერგია. სამაშველო სამსახურები მობილიზებულია. დაკარგულად ითვლება ორი მანდილოსანი,  2 წლინახვერის გოგონა. ამ წუთებში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა შეძლეს 6 თვის ბავშვისა და დედის ნიაღვრისგნ გადარჩენა.

Read the rest of this entry »

 

”ნაგვის” კუნძულები ოკეანეში

წყნარ ოკეანეში პლასტიკური ნაწილაკების მოცულობა, ბოლო 40 წლის განმავლობაში, 100-ჯერ გაიზარდა. მეცნიერები აცხადებენ, რომ ოკეანეში მცურავი ნაგვის მოცულობა კატასტროფულად იზრდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ოკეანის ნაგავი ძირითადად ერთ ადგილზე კონცენტრირდება.

Read the rest of this entry »

 

კავკასია სეისმურად გააქტიურდა

საქართველოში  50 ათასი მეწყრული უბანი და 3 000_მდე ღვარცოფული ხევია აღრიცხული. აზერბაიჯანში მათი რიცხვი 8 ათას ხუთასია, სომხეთში კი მხოლოდ 3 ათასი.

Read the rest of this entry »

 

მეცნიერებმა თვითგამწმენდი მინა შექმნეს

მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა რევოლუციური გამოგონება წარმოადგინეს. საუბარია თვითგამწმენდ და წყლის უკუქცევით მინაზე, რომელიც არ ბრწყინავს. მინა იქმნება ზედაპირზე სპეციალური მასალების თხელი ფენის დადებით, რის შემდეგაც ჩნდება კონუსური სახის წარმონაქმენები, რომელიც წინააღმდეგობას უწევს წყალს და საშუალებას იძლევა მისი ზედაპირი აღარ ბზინავდეს.

Read the rest of this entry »

 

პლასმასის წარმოება გარემოსთვის სერიოზული საფრთხეა

ალფრედ ვეგენერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ბრიტანელ და ჩინელ კოლეგებთან ერთად აღმოაჩინეს, რომ პლასტიკა, რომელიც აჭუჭყიანებს ოკეანეს, წარმოქმნის უზარმაზარი მიკრონაწილაკების მასას, რომელიც საზღვაო ეკოსისტემისა და ადამიანებისათვის ახალ, ჯერ ნაკლებად შესწავლილ საფრთხეს წარმოადგენს.

Read the rest of this entry »

 

გოგირდის აბანოები

This slideshow requires JavaScript.

ლეგენდა, თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენაზე და მათზე ქალაქის გაშენებაზე, V ს. ქართლის მეფეს, ვახტანგ გორგასალს ეკუთვნის. X საუკუნეში, არაბი გეოგრაფი, იბნ ჰაუკალი – „გზათა და სამეფოთა წიგნში“, აღნიშნავს: „ქალაქში [თბილისში], არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“. ისტორიული ცნობებით, XIII საუკუნის თბილისში, მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე, ცნობებს გვაწვდიან XIII-XIV სს. ვენეციელი მოგზაური, მარკო პოლო, XVIII საუკუნის რუსი ვაჭარი, ვასილ გაგარა, ასევე ვახუშტი ბაგრატიონი.

Read the rest of this entry »

 

ხვალ მთვარე დედამიწას მაქსიმალურად მოუახლოვდება

ხვალ, დილით მთვარე დედამიწას მაქსიმალურად მიუახლოვდება. იშვიათი ასტრონომიული მოვლენის დანახვა პლანეტის მაცხოვრებლებსაც შეეძლებათ. ციური სხეულის მაქსიმალური მოახლოება დედამიწასთან თბილისის დროით დილის 7 საათსა და 33 წთ-ზე მოხდება.

Read the rest of this entry »

 

სამოთხე წყალში მდიდარ ტურისტებს მოიზიდავს

სამომავლოდ წყალქვეშა სასტუმროს აშენებას დუბაიში პოლონური კომპანია Deep Ocean Technology გეგმავს. როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, ამბიციური სასტუმრო გახდება სამოთხე წყალში და მდიდარ ტურისტებს მოიზიდავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Read the rest of this entry »