ბიოლოგებმა აღნიშნეს, ბოლო დროს არქტიკაში, ოკეანეში, პლასტმასის ნარჩენების მომატება. კვლევის თანახმად, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ზღვაში ნაგვის რაოდენობა ორჯერ უფრო მეტი გახდა.
არქტიკა სავსეა პლასტმასის ნარჩენებით
ფურდიოს თაღოვანი ხიდის რესტავრაცია ერთ კვირაში დასრულდება
აჭარის მაღალმთიანეთში ისტორიული თამარის ხიდების რეაბილიტაცია ძველი არქიტექტურის შენარჩუნებით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია ფურდიოს ხიდს უტარდება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განყოფილების უფროსის ალეკო კეკელიძის თქმით, ფურდიოს თაღოვანი ხიდი, რომელიც მე-12 საუკუნეშია აგებული (მას აბრეშუმის გზადაც მოიხსენიებენ) რესტავრაცია დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება.
Read the rest of this entry »
ბათუმში ჭაჭის კოშკი გაიხსნა
ბათუმში დღეს ჭაჭის კოშკი გაიხსნა. გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე კოშკის შადრევნიდან, წყლის ნაცვლად, ქართული ჭაჭა გადმოედინება. ალკოჰოლური სასმელის დაგემოვნება მსურველებს ყოველ დღე, საღამოს 19.00 საათიდან 10 წუთის განმავლობაში შეეძლებათ. შენობას 4 აუზი აქვს, ჭაჭის დაგემოვნების მსურველებს კი სპეციალური სენსორული აპარატი ჭაჭას ჭიქაში ჩამოუსხამს.
კოსმოსში ბრილიანტების პლანეტა იპოვეს
აშშ-საფრანგეთის ასტრონომთა გუნდმა განაცხადა, რომ კიბორჩხალას ვარსკვლავედში პლანეტაა ნაპოვნი. ეს პლანეტა, დიდ საგანძურს წარმოადგენს. ექსპერტების თქმით, პლანეტა 55 Cancri, დედამიწიდან დაახლოებით 40 სინათლის წლის მანძილზე იმყოფება. მისი დიამეტრი, დედამიწის დიამეტრზე 2-ჯერ მეტია, ხოლო მასსა – 8-ჯერ. სენსაციურია ის, რომ პლანეტა არ არის დაფარული წყლით ან გრანიტით. მისი საფარი წარმოადგენს გრაფითის და ალმასების ნაერთს, იუწყება SKY NEWS-ი.
მთავრობამ “ტურისტული საწარმოს” სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესი დაამტკიცა
მთავრობამ “ტურისტული საწარმოს” სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესი დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილის №413 დადგენილებით, “ტურისტული საწარმოს” სტატუსი თავისი ინიციატივით შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც აშენებს სასტუმროს, ახორციელებს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებას მათი იჯარით უკან მიღების მიზნით და უზრუნველყოფს შენობის, როგორც სასტუმროს, ფუნქციონირებას ტურისტული საწარმოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
დღეს ღიმილის საერთაშორისო დღეა
ეკოფაქტი, ბუნების დაცვას, გარემოს დაბინძურებას, ტურიზმს, მეწყერებს, ვულკანებს და ა.შ. ეხება, თუმცა საქართველოში ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, გვინდა ამ დღის – ღიმილის საერთაშორისო დღის შესახებ, შევახსენოთ მკითხველს… რადგან რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, გისურვებთ, არ დაგვეკარგოს ღიმილი პოლიტიკურ ქარცეცხლების გამო…
დღეს, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა
გადაწყვეტილება საერთაშორისო ცხოველთა დაცვის დღის აღნიშვასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ბუნების დაცვის კონგრესზე მიიღეს. კონგრესი ჩატარდა იტალიის ქალაქ ფლორენციაში 1931 წელს. თარიღი 4 ოქტომბერი აირჩიეს, რადგან ეს დღე იყო ცნობილი, როგორც კათოლიკი წმინდანის ფრანცისკ ასიზელის ხსოვნის დღე, რომელიც ცხოველების მფარველი იყო.
აფხაზეთი – იქ, ყველაფერი სხვანაირია
იქ, ყველაფერი რატომღაც სხვანაირია … უფრო თბილი მზე და ზღვა, უფრო ნათელი ცა… ირგვლივ განსხვავებული სუნი ტრიალებს, განსხვავებული ნიავია, ძნელად გადმოსაცემია ყველაფერი. თუმცა მხოლოდ ორი საათი ვიყავი ჩემდაუნებურად, ამ ხნის განმავლობაში, ნანახ ადგილებს საქართველოს სხვა საზღვაო კურორტებს ვადარებდი.
თუშეთი – შენაქო
შენაქო მდებარეობს თუშეთში პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2080 მეტრზე. სოფელში ზაფხულობით რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს. სოფლის გარშემო სათიბები და უნიკალური ფიჭვის ტყეებია.
თუშეთი – წოვათა – ინდურთა
სოფელ ინდურთამდე გზა მიუვალი და საშიშია, სამანქანო გზა საშის ხევებსა და კლდეებზე გადის, სადაც მუდამაა ზვავსაშიშროება. წოვათაში გადასვლას ავტომობილით რამდენიმე საათი სჭირდება. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ცნობით, კი საცხენოსნო მარშრუტებით მოგზაურობას 5 დღეს სჭირდება.



