მაშველები ბორჯომის ტყე-პარკში გაუჩინარებული გერმანელი ექსპერტის ძებნას აგრძელებენ.
დაკარგული მეცნიერის მოსანახად სამთო-სამაშველო ჯგუფებმა “საფეხმავლო ბილიკები გაიარეს და ვერტმფრენიდან დათვალიერება განახორციელეს”.
თბილისის ბოტანიკურ ბაღში ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის 2014-2020 (NBSAP) დოკუმენტის წარდგენა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ გახსნა. პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) წარმომადგენლები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაესწრნენ. ხათუნა გოგალაძემ და თამარ სანიკიძემ სერტიფიკატებით ის პედაგოგები დააჯილდოეს, რომლებიც საგანმანათლებლო კამპანიაში „ბაღის ფრინველთა საათი” იყვნენ ჩართული. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უკვე ექვსი წელია წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო კამპანიას „ბაღის ფრინველთა საათი”, რომელიც გარემოსდაცვით სფეროში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
„სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი“, „მე რეპორტიორი“ და „ეკოფაქტი“, სოლიდარობას ვუცხადებთ TV25-ს და ვწვეტთ მუშაობას…
ხელისუფლებას მოვუწოდებთ დროულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე შანტაჟისა და შეურაცხყოფის ფაქტები. რადგან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე ყოვლად დაუშვებელია ადამიანის პირადი ცხოვრების დეტალებით სპეკულირება. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით გახშირდა სხვადასხვა მიმართულებით შეტევა მედიაზე, ცალკეული ჟურნალისტებისადმი შეუარცხმყოფელი გამოთქმები და ზეწოლის მცდელობა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მყინვარწვერიდან ფეხმოტეხილი პოლონელი ტურისტი პიპროსტან მაინცილოვსკი ჩამოიყვანეს.
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.2013 წლის გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა “დაფიქრდი, მიირთვი, დაიცავი” – Think.Eat.Save. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP) და გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინფორმაციო კამპანია მიმართულია საკვების არამიზნობრივი ხარჯვის წინააღმდეგ.
საქართველოს ასი კურორტი, ასეთუ სახელწოდებით გამოსცა გამომცელმლობა “კლიომ” წიგნი, რომელიც ძალიან საინტერსო იქნება მკითხველისთვის.
დღეს, ამ წიგნის შემოქმედებითი ჯგუფი სტუმრობდა ფოლკრადიოს…
ეკომიგრანტების განსახლება საქართველოს ერთ–ერთი ნაკლებად შესწავლილი პრობლემაა, ეს აქტუალური საკითხია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ეკომიგრანტები არიან ის პირები, რომელთაც სტიქიური უბედურების გამო მოუხდათ მშობლიური ადგილების დატოვება, გადასახლება. 1980–იანი წლების დასაწყისიდან მთიანი რეგიონებიდან მიგრაციის პროცესი გააძლიერა ძლიერმა სტიქიურმა პროცესებმა, საქართველოში ეკომიგრაციების ძირითად მიზეზს წარმოადგენენ: მეწყრული, ღვარცოფული მოვლენები, მიწისძვრები და ზვავები.
გამომცემლობა “კლიომ” სერიით “საქართველოს საგანძური” უკვე გამოსცა “საქართველოს 100
ღირსშესანიშნაობა” და “საქართველოს 100 მუზეუმი”. ამჯერად გთავაზობთ ახალ წიგნს — “საქართველოს 100 კურორტი”, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოში არსებული თითქმის ყველა კურორტისა და საკურორტო ადგილის შესახებ. კურორტოგრაფიული მონაცემების გარდა, წიგნში მოცემულია იმ ადგილთა ჩამონათვალი და აღწერილობა, რომელთა ნახვადათვალიერება საინტერესო იქნება კურორტის სტუმრებისთვის.
ვიმედოვნებთ, ეს წიგნი ერთგვარი გზამკვლევი გახდება როგორც მკითხველთა ფართო წრისთვის,
ისე სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმით დაინტერესებულთათვის.