ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობა დაიწყო მსოფლიოში უდიდესმა მზის ელექტროსადგურმა სახელწოდებით – Topaz. ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო 2012 წელს. ინჟინრებმა ორი წლის განმავლობაში, კალიფორნიაში დაამონტაჟეს 9 მილიონი მზის პანელი, დაახლოებით 25 კვადრატული კილომეტრის ფართობზე. პროექტის ღირებულებამ შეადგინა 2.5 მილიარდი დოლარი.
Category Archives: ეკოფაქტის ამბები
აშშ-ში მუშაობა დაიწყო მსოფლიოში უდიდესმა მზის ელექტროსადგურმა
თბილისელი ფერმერების წარმატებული საქმიანობა წნისში
ახალციხემდე, სოფელ წნისში, არც თუ ისე პატარა ფერმაა, სადაც 45 ადგილობრივია დასაქმებული. ფერმაში 70 მეწველი ძროხა და ოცამდე ხბოა, რომლებსაც სათუთად უვლიან.
ფერმას, რომელიც მოიცავს 600 კვადრატულ მეტრს, სათავეში ნინო ზამბახიძე და მისი ბიზნესპარტნიორი ბესო ბაბუნიშვილი უდგანან. ჩვენი სტუმრობისას, პატარა ხბოებს აცრას უკეთებდნენ სპეციალისტები, რომლებიც მუდამ თვალყურს ადევნებენ ცხოველების ჯანმრთელობას. გარეთ, მეწველი ძროხები მასაჟორს ზურგს უშვერდნენ, ყველის ცეხში კი ყველის ამოყვანის გამალებული სამუშაოები მიმდინარეობდა.
ეს ფერმა ადგილობრივებისთვის დასაქმების შანსი და დიდი სტიმულია. Read the rest of this entry »
საჯარო ლექცია მოსწავლეებისათვის ,,საქართველოს სტიქიური პროცესები”
გუშინ, 26 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ნორჩ გეოგრაფთა სკოლამ” ჩაატარა სამეცნიერო-პოპულარულ ლექციას თემაზე ,,საქართველოს სტიქიური პროცესები”. მომხსენებელი იყო თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი.
საჯარო ლექციაზე, ყურადღება გამახვილდა, საქართველოში, ბოლო დროს, მომატებულ სტიქიურ პროცესებზე. ბუნებრივი პროცესების სტიქიური განვითარება და გეოეკოლოგიური სიტუაციის გამძაფრება დიდ სიძნელეებს უქმნის კახეთის რეგიონის მოსახლეობას და მის ეკონომიკას. საშიშროების ზონაში იმყოფება ასობით საცხოვრებელი სახლი, საინჟინრო ნაგებობა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ათასობით ჰექტარი. სტიქიური პროცესების ექსტრემალური განვითარების პირობებში, მოსახლეობისადმი და სასოფლო-სამეურნეო ობიექტებისადმი მიყენებული ზარალი ათობით მილიონ დოლარს აღწევდა. Read the rest of this entry »
საქართველოში რიგით ოცდამერვე, ხოლო ვანის მუნიციპალიტეტში პირველი კარსტული მასივი აღმოაჩინეს
22 ნოემბერს, ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბზვანში, საინტერესო გეომორფოლოგიური ექსპედიცია მოეწყო. ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტ სალომე ხონელიძემ თსუ-ში საქართველოს რეგიონების გეომორფოლოგიის ლექციაზე განიხილა ბზვანის მღვიმის საკითხები, შემდეგ არსებული ინფორმაცია დაზუსტებული სოფელ ბზვანის რწმუნებულთან ბატონ გრიგოლ ტყეშელაშვილთან. ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი.
სამეცნიერო-პოპულარულ ლექცია თემაზე ,,საქართველოს სტიქიური პროცესები”
შავ ზღვაზე შტორმია
თუშეთში არის ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი
ქართველები ხშირად ვამბობთ, ტრაბახი გვიყვარსო, არადა, გაფრთხილება და მოვლა გვეზარება, თორემ ბევრი რამ მართლაც სატრაბახო და საამაყო გვაქვს.
თუნდაც, რამდენმა ვიცით, რომელია საქართველოს უმაღლესი სოფელი და სად მდებარეობს, ვინ ცხოვრობს იქ თუ უკვე ნასოფლარადაა ქცეული?
სწორედ ამ კითხვებით მივმართეთ თსუ-ის ასისტენტ-პროფესორს, გეოგრაფ გიორგი დვალაშვილს. Read the rest of this entry »
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს
კულტურული მემკვიდრეობისა და ლანდშაფტურ ძეგლებზე ინოვაციური საინფორმაციო დაფები განთავსდა
საქართველოს და სხვა ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის და ლანდშაფტურ ძეგლებზე ინოვაციური საინფორმაციო დაფები და საგზაო მიმართულების მანიშნებლები განთავსდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფონდი „ტაძრელი“ და ახალციხის მერია რაბათის ციხე-ქალაქის კომპლექსში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „შავი ზღვის აბრეშუმის გზის კორიდორის“ პრეზენტაციას დღეს, რაბათში 17:00-ზე გამართავენ.








