გიწვევთ, დასვენების დღეებში, ტაო-კლარჯეთში ეკოტურზე 9-10 მაისს (შაბათ-კვირას). მხოლოდ ას (100) დოლარად. (მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით, ორჯერადი კვება, სასტუმრო, საექსკურსიო და ფოტო მომსახურეობა).
დღე პირველი (9 მაისი,) შაბათი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აცხადებს ფოტო კონკურსს თემაზე “ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისთვის“
დედამიწის დასუფთავების დღე ყოველწლიურად აღინიშნება მთელს მსოფლიოში, არც საქართველოა გამონაკლისი. 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს, თბილისის ზღვის სანაპირო დასუფთავდა. აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები.
პროექტის ორგანიზატორები შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით არიან – არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს “მწვანეთა მოძრობ”ა და “საქართველოს ახალგაზრდული მთავრობა”; “ილიაუნი”; “აფხაზეთის მთავრობა”;
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტი და სტუდენტური თსუ-ეკო კლუბის მიერ საერთაშორისო პროექტ დიდი ნახტომის (Big Jump Challenge) ფარგლებში გამოცხადებულ ესეების კონკურსში, რომელიც საქართველოს მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს ეხება და რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში მდინარის ეკოლოგიური პრობლემების გათავისებასა და მათი ჩართულობის გაზრდას მდინარეების დაცვით ღონისძიებებში, მონაწილეობა მიიღო საქართველოს 103-მა სკოლამ.
დიდუბის საგამოფენო ცენტრის მე-6 პავილიონში გაიმართა კონფერენცია „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში” . კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ათი უმაღლესი სასწავლებელი და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ტიპის კონფერენცია, ტურიზმის სფეროში ჯერ არ ჩატარებულა. კონფერენციაზე, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბრეგვაძემ განაცხადა, რომ ამ კონფერენციას აუცილებლად მოჰყვება მეორე, მესამე და ა.შ. მისი აზრით, დღეს, ტურიზმი საკმაოდ განვითარებულ საფეხურზეა და შესაბამისად მოთხოვნაც მეტია. გიორგი ბრეგვაძე ვარაუდობს, რომ უფრო მეტად გააქტიურდებიან ახალგაზრდები და თანაორგანიზატორები, რომლებიც ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოს ტურიზმის განვითარების პროგრამებს შეიმუშავებენ.
თბილისის ზოოპარკს კიდევ ერთი პატარა შეემატა. თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, პატარა ზებრა რამდენიმე წუთის წინ დაიბადა. “ჩვენს სამშობიაროში პატარების ჟრიამული არ წყდება. ამჯერად, ზოოპარკში ზებრა დაიბადა. ეს ფოტო დაბადებიდან რამდენიმე წუთში გადავუღეთ. ახალშობილი დედამ მალევე გაასუფთავა, გალოკა და გააფუმფულა. დედაც და პატარაც თავს კარგად გრძნობენ და დამთვალიერებლისთვის მათი მონახულება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.” – აცხადებენ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციაში.
პასუხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ბატონ დავით ბალაძეს.
ბატონო დავით, თქვენ 8 მარტს აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეტერში განაცხადეთ, რომ ე.წ. “ოცნების ქალაქში” (ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორია) მცხოვრებთა მხოლოდ 12% დასაკმაყოფილებელიო. ჩვენ გვაინტერესებს, რა კრიტერიუმებით აკმაყოფილებთ იმ 12%.და რომელ დასკვნებზე დაყრდნობით განაცხადეთ.