RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

ფსიქიკური პრობლემების მქონე ხელოვანთა ნამუშევრების საშობაო-გამოფენა-გაყიდვა

fsiqikuri25 დეკემბერს, 16:00 საათზე სასტუმრო თბილისი მარიოტის გალერეა “შარდენში”, ვაშინგტონის “ქართული ცენტრის” მხარდაჭერითა და თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ორგანიზებით, გაიხსნება ფსიქიკური პრობლემების მქონე ხელოვანთა ნამუშევრების საშობაო-გამოფენა-გაყიდვა. Read the rest of this entry »

 

ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე მოთხილამურე პატრული იმუშავებს

gudauri 001ახალ სათხილამურო სეზონზე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარში, შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო. სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა. Read the rest of this entry »

 

ჩვენ ვართ სვანეთი

svanebi22 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, კაფე “1904”-ში, მწვანე ალტერნატივა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია აწყობს ესპანელი ფოტოგრაფის როზა ვრუმის ფოტოგამოფენას “ჩვენ ვართ სვანეთი”. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ზემო სვანეთის რეგიონის, ნაკრასა და ჭუბერის თემების მცხოვრებთა ყოფისა და ბუნებრივი გარემოს ამსახველი ფოტომასალა. სწორედ ამ თემების ტერიტორიაზე იგეგმება 135 მეტრის სიმაღლის ნენსკრა ჰესის (280 მგვტ) პროექტის განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ნაკრასა და ჭუბერის თემების არსებობას. Read the rest of this entry »

 

ფრაგმენტები ალპინიზმის ისტორიიდან: მყინვარწვერიდან ევერესტამდე

jafarize14 დეკემბერს, 16 საათზე თსუ-ს უწყვეტი განათლების ცენტრში გეოგრაფიის დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო წრისა და საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ გეოგრაფთა სკოლის ორგანიზებით ტარდება შეხვედრა

Read the rest of this entry »

 

„ჟურნალისტიკის შესავლის“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა „კოლეგები ჩემს ობიექტივში“

 

dsc04084-copyთბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, რევაზ ინანიშვილის სახელობის დარბაზში ჩატარდა ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის „ჟურნალისტიკის შესავლის“ პრეზენტაცია, ასევე ავტორის ფოტოგამოფენა „კოლეგები ჩემს ობიექტივში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების და მედიის წარმომადგენლები. Read the rest of this entry »

 

მოლაშქრეები ჭიათურის ბუნების პოპულარიზაციისთვის

mrvime20 ნოემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების გაცნობის მიზნით საინფორმაციო ინფოტური შედგა, რომლის მიზანი ჭიათურის ტურისტული პოპტენციალის – ბუნების არაორგანული ძეგლების პოპულარიზაცია იყო.  ტურში მონაწილოება მიიღეს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკომოლაშქრეთა კლუბმა, ბაღდათის საინფორმაციო და ტურიზმის განვითარების ფონდთან არსებულ მოლაშქრეთა კლუბმა „დიდმაღალმა“, აგრეთვე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ვალერი კაპანაძემ. მოლაშქრეებს მეგზურობას უწევდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი. Read the rest of this entry »

 

ბაღდათის სეპტარიები

 

dvala-qvebi2016 წლის 27 ოქტომბერს ეროვნული მუზეუმის გეოლოგებისა და პალეონტოლოგების ჯგუფი იმყოფებოდა ქალაქ ბაღდათში, მდინარე ხანისწყლის ხეობაში აღმოჩენილი “განამარხებული ცხოველის ფორმის უცნაური ქვების” წარმოშობის დასადგენად.  Read the rest of this entry »

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ისტორიული ციხისკენ მიმავალ გზაზე საინფორმაციო მანიშნებლები გაკეთდა

dvalaსამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით მდინარე ხევისწყლის ხეობაში, ტელეფისის ციხის 3,5 კმ-იანი მარშრუტის მარკირება მოხდა. საჯავახო-ჩოხატაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიდგა ორენოვანი ორმხრივი საინფორმაციო მანიშნებელი. საინფორმაციო  დაფა აგრეთვე განთავსდა ტელეფისის ციხის მიმდებარე ნაწილშიც. Read the rest of this entry »

 

ზვიად დევდარიანი: საერთო პრობლემების გადაჭრისთვის,  მნიშვნელოვანია თანამშრომლობის საერთო გეგმები არსებობდეს

somxeti-012ოლიკო ცისკარიშვილი

,,სიდამ” საერთაშორისო ასოციაცია „PREPARE: Partnership for Rural Europe”-თან ერთად გამართა საინფორმაციო ტური საქართველოსა და სომხეთში.

ტური ორგანიზებული იყო „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC) პროგრამის ფარგლებში. პროექტი 2015 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს საქართველო-სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეყობასა და განვითარებას. მედიატური საქართველოსა და სომხეთში ხორციელდება „Charles Stewart Mott Foundation”-ისდა Peace Corp-ის ფინანსური მხარდაჭერით. Read the rest of this entry »

 

თუშეთში მდებარე სოფელ დოჭუს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

doWu 003ახმეტის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან თუშეთში მდებარე სოფელ დოჭუს, როგორც გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურულ ნაგებობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

Read the rest of this entry »