RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

ევროპის სახლი, ხვალ, ფრანგ ეკო-მოგზაურებს სტუმრობს

ხვალ, პირველ მარტს, საღამოს, ევროპის სახლი სტუმრობს ფრანგ ეკო-მოგზაურებს – ვილიამ ბერბონსა და ამანდინ ბუკარს. ლაოსსა და საფრანგეთს შორის მოგზაური გარემოს დამცველები დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ წყლისა და ნარჩენების მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში მათ მიერ სხვადასხვა ქვეყანაში ნანახ საინტერესო მაგალითებსა და გამოცდილებას.


 

გარემოსდამცველები დიდი ჰესების მშენებლობის პროექტების შეჩერებას ითხოვენ

გარემოსდამცველები დიდი ჰესების მშენებლობის პროექტების შეჩერებას ითხოვენ და მას ქვეყნისთვის არარენტაბელურად მიიჩნევენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ორგანიზებით, “კინოს სახლში” დღეს  გამართულ დისკუსიაზე გარემოსდამცველებმა განაცხადეს, ხელისუფლების მიერ 2012 წელს დაგეგმილი 15 ჰესის მშენებლობა, რომელთა შორის რამდენიმე დიდი ჰესია, საქართველოს ბიუჯეტსა და მოსახლეობას სარგებელს არ მოუტანს.

“მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარის მანანა ქოჩლაძის ინფორმაციით,  ათასობით ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგული და ტყის მასივი ინვესტორებს სიმბოლურ თანხად, 1 დოლარად გადაეცემათ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას ხელს არ უწყობს და არ ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფს.

გარემოსდამცველების განცახდებით,  გაერო-ს ეკონომიკური კომისიის მიერ გაკეთებული შეფასებით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეროვნული შეტყობინების შეჯამების შედეგად, შესაძლოა, კავკასიაში მტკნარი წყლის რესურსი შემცირდეს და აქედან გამომდინარე, ჰესების მშენებლობა  ქვეყნისთვის რენტაბელური არ იქნება.

მათი განცახდებით, ხელისუფლებამ 20-ე საუკუნის ტექნოლოგიების ნაცვლად, ენერგიის მიღების ალტერნატიული საშუალებები უნდა გამოიყენოს.

“კინოს სახლში”  გამართულ დისკუსიაში  _ “არა დიდ ჰესებს”, ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

შეხვედრის დასაწყისში ხუდონ ჰესის მშენებლობის შესახებ ფილმი აჩვენეს, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, წყალქვეშ 27 სოფელი აღმოჩნდება.

http://www.epn.ge

 

შავი ზღვა გაიყინა

უძლიერესი ყინვის გამო შავი ზღვა გაიყინა – სევასტოპოლი, ქერჩი, ოდესა ეს არასრული ჩამონათვალია იმ პორტებისა სადაც სანაპიროსთან წყალი მთლიანად გაყინულია. ევპატორიაში ყინულმა წყლის 2 კვადრატული კილომეტრის ფართობი დაფარა.

მეტეოროლოგები აღნიშნავენ, რომ ასეთი ანომალია ისტორიას უკვე 30 წელია არ ახსოვს. ბოლო შავი ზღვა ოდესის სანაპიროსთან 1977 წელს გაიყინა.

ძლიერი ყინვის გამო, უკრაინის ყველა პორტი 15 თებერვლამდე დახურულია. ასევე დახურულია რუმინეთის ერთ ერთი უდიდესი პორტი კონსტანცა, სადაც სავი ზღვის ნაპირიდან 100 მეტრის მანძილზეა ზღვა გაყინული. ყინულის სისქე თითქმის 40 სანტიმეტრს აღწევს.

 

ტურისტები ყველაზე მეტად თავისუფლების ქანდაკება აინტერესებთ

თავისუფლების ქანდაკება, სან-ფრანცისკოს ხიდი “ოქროს კარიბჭე”, საფრანგეთის ეიფელის კოშკი და ლონდონის ბიგ ბენი ლიდერობენ იმ ღირსშესანიშნაობათა სიაში, რომლებითაც ტურისტები ყველაზე მეტად ინტერესდებიან. ონლაინგამოკითხვა ჟურნალმა Travel+Leisure-მა ჩაატარა და გამოავლინა ის ადგილები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ტურისტებს იზიდავენ.

რეიტინგის ათეულში მოხვდა ასევე რომის კოლიზეუმი, ჩიკაგოს მილენიუმის პარკი, წმინდა პეტრეს ტაძარი რომში, შენობა Swiss Re ლონდონში და ხაი-ლაინ პარკი ნიუ-იორკში.

 

დღეს, ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღეა

ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე 2008 წლიდან მთელ მსოფლიოში აღნიშნება. ამ დღეს მესამე წელია საქართველოც აღნიშნავს. ამ დღის მიზანია მსოფლიო ყურადღების მიპყრობა ფუტკრის მასობრივ გაუჩინერაბაზე. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფუტკრების 20-80%-მდე გაუჩინარდა.

ფუტკარი ეკოლოგიური სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლია – მცენარეების 80%-ის დამტვერავი. მათ შორის დიდი ნაწილი სასოფლო-სამურნეო ნარგავებზე, ხილზე, კენკრაზე და ბოსტნეულზე მოდის.

ეკოლოგიური სისტემიდან ამ რგოლის ამოვარდნა, კაცობრიობას კატასტროფის წინაშე აყენებს.

ფუტკრის კოლაბსის შესაჩერებლად კომპანია “ტენტორიუმისა” და გერმანელი მეცნიერების ინიციატივით შეიქმნა ფუტკრის დაცვის საერთაშორისო ფონდი, რომელშიც გაერთიანდნენ ცნობილი ადამიანები (სოფი ლორენი, რობერტინო ლორეტი, ლუკ ბესონი და სხ.). ფონდის ძირითადი მიზანია შეისწავლოს ფუტკრის გაუჩინარების მიზეზები, გაავცერლოს ინფომაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჩაატაროს თავიდან ასაცილებლი ღონისძიებები.

 

ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სახეობები დამტკიცდა

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 175-ე ბრძანებით, ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სახეობები დამტკიცდა. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველებია: ნუტრია; კურდღელი; მაჩვი; ტყის კვერნა; ქვის კვერნა; მგელი; ტურა; მელა; ენოტისებური ძაღლი; ტყის კატა; გარეული ღორი; შველი და ენოტი.

ამავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ მურა დათვის, ირმის, დასავლეთ კავკასიური ჯიხვისა და დაღესტანური ჯიხვის გარემოდან ამოღება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით.

ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტის მოპოვების დოკუმენტს ბუნებრივი რესურსების სააგენტო გასცემს.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია.

 

საქართველო ტურიზმის მხრივ „დაუფასებელ” ქვეყანათა რიცხვში სახელდება

გამოცემა Wise-Travel-ი საქართველოს ტურიზმის მხრივ „დაუფასებელ” ქვეყანათა რიცხვში ასახელებს. გამოცემის მიხედვით, მხოლოდ მოგზაურთა მცირე ნაწილი ფიქრობს კავკასიის – საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის მონახულებას, მაშინ როდესაც ეს ქვეყნები ტურისტებს ათასწლოვანი ცივილიზაციის არქიტექტურული ძეგლებით და ზღაპრული მთის პეიზაჟებით „ატყვევებს”.

რეიტინგის ავტორები აცხადებენ, რომ კავკასიის ქვეყნებმა შესძლეს ათასწლეულების განმავლობაში შეენარჩუნებინათ უნიკალური „სული”, მიუხედავად იმისა, რომ არაერთ დამპყრობელი შეეცადა ამ ქვეყნების აოხრებას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველო გამოირჩევა თავისი სტუმართმოყვარეობით.

„მიუხედავად მრავალი ისტორიული და პოლიტიკური სიძნელეებისა, რაც ჯერ კიდევ არსებობს რეგიონში, უცხოელები რომლებიც კავკასიის ქვეყნებს ესტუმრებიან მუდამ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ”,- წერს გამოცემა.

 

რა ხდება რიკოთზე

This slideshow requires JavaScript.

გუშინ ღამეს მოვარდნილმა ძლიერმა წვიმამ რიკოთის უღელტეხილი და მიმდებარე სოფლები დააზარალა.
რიკოთის უღეტეხილთან გზა მთლიანად პარალიზებულია, ადიდებულმა წყალმა და ძლიერმა წვიმამ ტყის ნაწილი წამოიღო და ამ მონაკვეთზე მოძრავი ყველა ავტომანქანა და სამარშრუტო ტაქსი ქვეშ მოიყოლა.
აქ არსებული გზები შუაზეა გაყოფილი, რის გამოც სამაშველო სამსახურების მუშაობა ფერხდება.ადგილზე მთელი ღამე მუშაობდნენ სამაშველო სამსახურები და მანქანებში ჩარჩენილი ხახლის გამოყვნაა რამდენიმე საათში შეძლეს.
არის მსხვერპლი. ჟერ-ჯერობით მსხვერპლის დაზუსტება ვერ ხერხდება. სამაშველო სამსახურის წარმომდგენლები დაკარგულებს ეძებენ.
გაწმენდითი სამუშაოები  გრძელდება.  მაცხოვრებელები  ცდილობენ შემოვლითი გზით დატოვონ ტერიტორია.მთლიანად დატბორილია  სურამი და მის ირგვლივ მდებარე სოფლები, ხაშურის ნაწილი, სოფელი ხევი.
უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა რესტორანი და მაღაზია  წყალმა წაიღო.
როგორც ადგილზე მომუშავე სამსახურები აცხადებენ, რამდენიმე საათში უღელტეხილზე მოძრაობა ცალხრივად აღსდგება, რათა სატვირთო ამქანებმა გავლა შეძლონ.
მიწაშია ჩაფლული ავტობუსი, რომელსაც ბულგარეთში ახალგაზრდა მოცეკვავეების 62 კაციანი ჯგუფი გადაჰყავდა. ბავშვები ავტობუსიდან უვნებლად გადმოიყვანეს.
მგზავრებს შორის ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანიც იყო.  სრულად გაწმენდითი სამუშაოები სავარაუდოდ სამ დღეს გასტანს, შემდეგ კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.გეოლოგები იმ მდინარის სათავეს ეძებენ, რომელიც წუხელ ღამით გაჩნდა. რიკოთის უღელტეხილზე პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ელოდებიან. მანამდე კი რიკოთის უღელტეხილის გამო საგანგებო სამთავრობო თათბირი გაიმართა. თათბირზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა სტიქიის შედეგად რეგიონში შექმნილი ვითარება გეოლოგებსა და ურბანისტებთან ერთად შეაფასა. მისი თქმით, ყველა საჭირო სამსახური ამ რეგიონშია მობილიზებული და უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.

ხათუნა გრიგალაშვილი “ექსპრესნიუსი” სტიქიის ზონიდან

 

 

დინოზავრების თავშეყრის საყვარელი ადგილი – აბაშისწყლის ხეობა იყო

მარტივილის სამეცნიერო მნიშვნელობის და ტურისტული პოტენციალის დასადგენად  2010 წლის 4 ოქტომბერს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე და ილიას სახელმწიფო უნივესიტეტის რექტორი გიგი თევზაძე მეცნიერების ჯგუფთან ერთად სამეგრელოს რეგიონს ეწვევიან. სამეგრელოს ამ ულამაზესმა კუთხემ შესაძლებელია დაცული ტერიტორიის სტატუსი მიიღოს.  

კველევის შედეგად დადგინდა, რომ აბაშისწყლის ხეობაში დინოზავრის დიდი რაოდენობით ნაკვალევი და მეზოზოური პერიოდის ცხოველების ჩოჩხის ძვლები იქნა აღმოჩენილი. მეცნიერების ვარაუდით ნაკვალევი 75 მილიონი წლის წინანდელი ზედა ცარცული პერიოდისაა და დინოზავრის 2 სახეობას – მოზოზავრს და იზტიოზავრს ეკუთვნის. ერთ ტერიტორიაზე თავმოყრილი ამ რაოდენობის ნაკვალევი და ძვლის ფრაგმენტები კავკასიაში ჯერჯერობით  დღემდე არსად არის აღმოჩენილი.

 

ბუნების ძეგლი – კაკლისყურე, შესაძლოა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდეს

დედოფლისწყაროს სამხრეთ აღმოსავლეთით, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ბუნების ძეგლი, უნიკალური ტყე ე.წ კაკლისყურე – სხვანაირად ჯუმასყურე მდებარეობს. სპეციალისტების განცხადებით, არის საშიშროება, რომ ტყის მასივი საქართველო–აზერბაიჯანს შორის არსებულმა სასაზღვრო მდინარე ალაზანმა ჩვენს ტერიტორიას მოწყვიტოს და აზერბაიჯანის მხარეს დარჩეს. კაკლისყურე უიშვითესი ჰალის ტყეა საქართველოში. ველური ბუნების და კაკლის ინდივიდებით ის 208 ჰექტარ ფართობს მოიცავს. ტერიტორიას გარშემო სარტყელივით უვლის მდინარე ალაზანი და ჩვენს ტერიტორიას მხოლოდ 7 მეტრი მიწის ზედაპირითღა უკავშირდება. სწორედ ეს 7 მეტრიანი ყელი შესაძლოა ალაზანმა გაარღვიოს და არა შემოვლითი გზით, არამედ პირდაპირ გაიკეთოს კალაპოტი. როგორც ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა მერაბ ფიროსმანაშვილმა რადიო „ჰერეთს“ განუცხადა, საფრთხე რეალური და ადვილად დასაშვებია. „3 წლის წინ ნაპირსამაგრი სამუშაოები მთავრობის დაფინანსებით ჩატარდა. ივრის ყურის სანაპიროებში ქვა–ბეტონის მასალა დაიყარა, რაც ამაგრებს და იცავს ტალღებისგან 7 მეტრიან გასასვლელს. ამჟამად საშიშროება აღარ არის, თუმცა თუ ახლავე არ მივიღეთ სათანადო ზომები, 2 წელში კაკლისყურის დაკარგვის საფრთხე კვლავ დადგება დღის წესრიგში“, – განაცხადა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რეინჯერთა სამსახურის უფროსმა ვაჟა ჩერქეზიშვილმა. შეგახსენებთ, რომ კაკლისყურე ბუნების ძეგლადაა გამოცხადებული და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს მიეკუთნება.