RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

გერმანელი ტურისტები ზღვაში სიკვდილს გადაურჩნენ

germaneli turistebi Costa Concordia-ს კატასტროფის ადგილას, გერმანელი ტურისტები ზღვაში სიკვდილს გადაურჩნენ. ორშაბათს, ტელეკომპანია Sky News-მა, განაცხადა, რომ იტალიის სანაპირო დაცვამ ხუთი გერმანელი ტურისტი გადაარჩინა. ცნობილია, რომ ტურისტებმა გადაწყვიტეს კუნძულ ჯილიოსთან მომხდარი კატასტროფის ნანგრევების მონახულება. Read the rest of this entry »

 

საქართველოში 11 იანვრამდე ნალექია მოსალოდნელი

wvima777შობის დღესასწაულზე საქართველოს მასშტაბით წვიმაა მოსალოდნელი.  ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი 11 იანვრამდე შენარჩუნდება. 9 იანვარს კი თოვლია მოსალოდნელი. Read the rest of this entry »

 

მიწისძვრით დაზარალებულებს აჭარის მთავრობა დაეხმარება

miwisZvraაჭარაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაეხმარება. ბათუმში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ სამთავრობო კომისიის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 28 ოჯახს, რომელთა სახლშიც ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, 300-ლარიან კომპენსაციას ბინის ქირისთვის გამოუყოფენ.  Read the rest of this entry »

 

ეკოფაქტი გილოცავთ

axali weli

ეკოფაქტი გილოცავთ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ყოველივე კარგს, სიხარულს, ბედნიერებას. ეს წელი ყველა სურვილის ასრულების წელი ყოფილიყოს. იმოგზაურეთ ბევრი, გაუფრთხილდით ბუნებას და გიყვარდეთ ერთმანეთი.

დიდი მადლობა ყველას, ვინც გვმეგობრობს და ვინც მომავალში დაგვიმეგობრდება

ეკოფაქტის შემოქმედებითი ჯგუფი 🙂

 

 

 

საქართველოს საზღვრიდან 18 კილომეტრში 3,5 ბალი მიწისძვრა დაფიქსირდა

miwisZvra 02დღეს, საქართველოს საზღვრიდან 18 კილომეტრში, აზერბაიჯანში დაფიქსირდა 3.5 მაგნიტუდის მიწისძვრა. მიწისძვრის ეპიცენტრი 14 კილომეტრის სირღმეში იყო. ნგრევის შესახებ ინფლრომაცია არ ვრცელდება. Read the rest of this entry »

 

სტიქიამ აშშ-ს კვლავ შეუტია

zamt4

ქარიშხალმა, რომელიც ამერიკას 27 დეკემბერს თავს დაატყდა, 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მსხვერპლთა რაოდენობა დღეს დიდთოვლობამ გაზარდა. დიდთოვლობამ რამდენიმე ასეული ადამიანი დააზარალა. სტიქიამ 20-მდე შტატს შეუტია. ყინვის შედეგად გზაზე ავტოკატასტროფებმა იმატა. Read the rest of this entry »

 

წუხანდელმა მიწისძვრამ რამდენიმე სახლი დააზიანა

miwisZvra 02წუხელ მომხდარი  მიწისძვრების შედეგად, რომელიც შავი ზღვის სანაპიროებთან  29 კილომეტრში მოხდა, რამდენიმე სახლი ისევ დაზიანდა. მიწისძვრის შედეგად ქობულეთში 23 სახლს ბზარი გაუჩნდა. ასევე ციხისძირში მოწყობილების სახლს სახლის ფუნდამენტში გაუჩნდა ბზარი. Read the rest of this entry »
 

ამერიკას ტორნადო დაატყდა თავს

sendi 011არანაკლებ 15 ტორნადი თავს დაატყდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ათასობით ამერიკელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. წვიმა და ჭექა-ქუხილი თითქმის ყველა შტატშია დაფიქსირებული. ტორნადომ ძლიერი წვიმები და დიდთოვლობა გამოიწვია.  Read the rest of this entry »

 

ახალ წელს არ ითოვებს

samTavisi12

ახალ წელს სინოპტიკოსები თოვას არ ვარაუდობენ. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მცირე თოვლის ნალექი ხვალაც გაგრძელდება.
ღამით თოვდა თიანეთში, საგარეჯოში და თელავში. ყინვა დაფიქსირდა გორში _ -4; აგარაში _ -5; ხოლო კახეთში _ -2 გრადუსი. გუშინ ღამით თბილისში 1 გრადუსი იყო.  Read the rest of this entry »

 

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა

zamt9

რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ, საქართველოში თოვლი ისევ მოვიდა. დედაქალაქში თოვლის საფარი არაა, თუმცა დიდთოვლობის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა.

გუდაური-კობის მონაკვეთი ჩაკეტილია და ზვავსაშიშროების გამო, ტექნიკა აღნიშნულ მონაკვეთში გზის გასაწმენდად ვერ შედის. დაბა გუდაურამდე მოძრაობა დასაშვებია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის. შეზღუდვებია ნაქერალასა და გომბორის უღელტეხილებზე, სადაც მოძრაობა ეკრძალებათ მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებებს. რიკოთის უღელტეხილზე კი, მოძრაობა დასაშვებია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის. გზების გამწმენდი სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.