RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციების გაცემა ხვალიდან დაიწყება

stiqia kaxetSi 001ფონდი “ქართუ” კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციების გაცემას ხვალიდან დაიწყებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მაგდა პოპიაშვილის განცხადებით, დღეს ფონდ “ქართუს” ბენეფიციართა 10%-ის სია გადაეგზავნება.ფონდი მოამზადებს მათ სახელზე ანგარიშებს, ამავდროულად, გამგეობის შენობებში გამოქვეყნდება დაზარალებულთა იმ 10%-ის სია, რომელთა შესახებ მონაცემები “ქართუს” უკვე ექნება. ხვალიდან, ფონდი “ქართუ” მათ სახელზე კომპენსაციების გაცემას დაიწყებს. დანარჩენი დაზარალებულების სიების გადაგზავნა ფონდ “ქართუსთვის” ეტაპობრივად მოხდება. ბენეფიციართა მომდევნო 10%-ის სიის გაგზავნა კვირის ბოლოსთვის იგეგმება. Read the rest of this entry »

 

არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები შეხვედრას გამართავენ

bakuriani 021ხვალ, “მწვანე ალტერნატივას“ აწყობს შეხვერდას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები გამართავენ დიალოგს. Read the rest of this entry »

 

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

dariali 007ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებით, კომპანია GR-ENERGY LIMITED-სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებობდა  ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიას 32 პოტენციური ჰესის პროექტზე წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევები უნდა ჩაეტარებინა.  Read the rest of this entry »

 

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ფონდი “ქართუ” 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს

stiqia kaxetSi 001კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ფონდი “ქართუ” 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს. კომპენსაციების გაცემა 21 იანვრიდან დაიწყება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შემსწავლელი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, კომპენსაცია კახეთის 5 რაიონში, 28 500 ოჯახზე განაწილდება. კომისიის თავმჯდომარის თენგიზ შერგელაშვილის თქმით, დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის ოდენობა 100 ლარიდან რამდენიმე ათას ლარამდე განისაზღვრა.  Read the rest of this entry »

 

შეხვედრა ახალი სატყეო ხედვისა და სტრატეგიის განსახილველად

bakuriani 019ხვალ, გარემოს დაცვის სამინისტროში ჩატარდება შეხვედრა ახალი სატყეო ხედვისა და სტრატეგიის განსახილველად. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ავსტრიის ფედერალური სატყეო სამსახურის (Österreichische Bundesforste) ექსპერტი უინფრიდ სიუსი და სხვა დაინტერესებული მხარეები.  Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვის მინისტრი რობ კრამერს შეხვდა

bakuriani 022გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე ნიდერლანდების სამეფოს ეკონომიკური ურთიერთობების, სოფლის მეურენეობისა და ინოვაციების სამინისტროს მრჩეველს ბატონ რობ კრამერს შეხვდა. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ: გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნიდერლანდების კომისიის ტექნიკური მდივანი არენდ კალჰოლფი. Read the rest of this entry »

 

დიდთოვლობის გამო, საქართველოს გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობისთვის შეზღუდვებია დაწესებული

zamt8საქართველოში არამდგრადი ამინდი 11 იანვრამდე შენარჩუნდება.

თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისის შემოსავლელი გზის კმ1-კმ35 (ზაჰესი-ლოჭინი) მონაკვეთში მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. Read the rest of this entry »

 

რუსეთში ყინვამ 170 ადამიანი იმსხვერპლა

zamt4რუსეთში ძლიერმა ყინვებმა 170 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, –  ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. Read the rest of this entry »

 

გუდაური – კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

zamt8მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ზვავსაშიშროებისა და ქარბუქის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  აკრძალულია. – აცხადებენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
მათივე ცნობით, არაგვისპირი-გუდაურისა(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია არაგვისპირიდან ფასანაურამდე და სტეფანწმინდიდან ლარსამდე მონაკვეთებზე. Read the rest of this entry »

 

ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე ზვავი ჩამოწვა

zamt11ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთს ცხინვალის რეგიონთან აერთებს ორ ზვავს შორის 15 ავტომობილი მოჰყვა. მათ შორის არის ორი სამარშრუტო ტაქსი მგზავრებით.  Read the rest of this entry »