ხევსურეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონედან აღმოსავლეთით 4 კმ-ზე, დიდი მოცულობის გლაციალური ღვარცოფი წარმოიქმნა. თოვლის მასის ქვეშ მეცხვარე გიორგი შეთეკაური, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელი მოყვა.
Category Archives: ეკოპრობლემა
ხევსურეთში გლაციალური ღვარცოფის შედეგად ჩამოწოლილი თოვლის მასის ქვეშ 1 მეცხვარე და 500 სული ცხვარი მოყვა
ხიხანისწყალმა გზები ჩახერგა და მიწისნაკვეთები წაიღო
ხულოს რაიონის სოფელ თხილვანაში, ადიდებულმა მდინარეებმა ოთხ სოფელში დამაკავშირებელი გზები ჩახერგა. ზედა თხილვანა, ბაკიბაკო, მთისუბანი და ქვედა თხილვანა გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ადგილობრივი მცხოვრების ნინა გუნდაძის განცხადებით, უცბად მოვარდნილმა მდინარე ხიხანისწყალმა ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და მათ შორის მისი მიწის ნაკვეთიც წაიღო.
წყლის დაცვის საერთაშორისო დღე მდინარე ჩიხურას ხეობაში
22 მარტს, კვირას წყლის დაცვის საერთაშორისო დღეს თსუ-ეკო კლუბი პროექტ ,,დიდი ნახტომის” ფარგლებში, რომლის ორგანიზატორია კრეატიული განვითარების ცენტრი (CDC), გაემგზავრა საჩხერის მუნიციპალიტეტში სოფელ სხვიტორში მდინარე ჩიხურას ხეობის დასასუფთავებლად. მიმდინარე წელს UNESCO-ს ეგიდით აღინიშნება აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავი. სიმბოლური იყო თსუ-ეკო კლუბის იქ გამგზავრებაც. აკაკი წერეთელს „ჩემი თავგადასავალში“ მდინარე ჩიხურაზე უწერია: “ალბათ ამის მიზეზი უნდა იყოს, რომ წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთს მათგანს, ჩიხურას, ვაძლევ: ეს იყო ჩემი საკუთარი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე.“ სამწუხაროდ, იქ ახლა რადიკალურად სულ სხვა სურათია. აღმოჩნდა, რომ ორი სოფელი – სხვიტორი და ჩიხა იყენებს მდინარის ხეობას ნაგავსაყრელად, მდინარე სხვადასხვა ნარჩენებით არის დანაგვიანებული.
წყლის საერთაშორისო დღე
წყლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გარემოს დაცვისა და მის განვითარებაზე გაერთიანებული ერების კონფერენციაზე გაჩნდა. ამ დღის აღნიშვნა, კი 1993 წლის 22 მარტიდან დაიწყეს. თითოეულ ქვეყანას მოუწოდებდნენ, რომ წყლის რესურსების დღე აღენიშნათ. ყოველ წელს გაერო ახალ კოორდინტორს ირჩევს, რომელიც პასუხისმგებლია ახალი თემის მომზადებაზე, წყლის დღესთან დაკავშრებით. საერთაშორის წყლის დღის ჩატარების მთავარი მიზნებია:- მივმართოთ შესაბამის ზომებს იმ პრობლემასთან დაკავშირებით რასაც სასმელი წყალი ეწოდება
– მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, რაოდენ მნიშვნოლოვანია მტკნარი წყლის რესურსები და წყლის რესურსები.
– ამ დღესასწაულისთვის მივიზიდოთ მთავრობა, საერთაშორისო სააგენტოები, არასამთავრობო და კერძო სექტორები.
22 მარტი არის უნიკალური შესაძლებლობა შევახსენოთ საზოგადოებას თუ როგორი მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ წყალს.
ნაძვის ხე და ჩიჩილაკი არ გადაგდოთ ნაგვის ურნაში!!!
“ერთი სათხოვარი გვაქვს თქვენთან. არ დაგვზარდეთ და ბოლომდე წაიკითხეთ ეს პოსტი.
თუ საახალწლოდ ცოცხალი ნაძვის ხე, ან ჩიჩილაკი გქონდათ, რომ დაშლით, პირდაპირ ნაგავში არ გადაუძახოთ. მათი გამოყენება შეიძლება ჩვენი ცხოველების გარემოს გასამდიდრებლად, კერძოდ: სამალავების მოსაწყობად, ბარიერების შესაქმნელად, ყნოსვითი, კვებითი და სენსორული „ენრიჩმენტისთვის“, ანუ ზოოპარკის ბინადრების ყოველდღიური ყოფის გასამრავალფეროვნებლად. ყოველივე ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ჩვენი ცხოველები უფრო მხიარულები და აქტიურები იყვენენ, არ მოიწყინონ და სხვადასხვაგვარი საინტერესო გასართობით გაიხალისონ ცხოვრება.
ძალიან გაგვიხარდება, თუ გადაგდების, ან დაწვის ნაცვლად ზოოპარკში მოგვიტანთ ნაძვებსა და ჩიჩილაკებს. ეს ნამდვილად სასარგებლო საქმე იქნება, რადგან გადასაგდებად განწირული საბრალო ნაძვები და ქოჩრიანი ჩიჩილაკები იმქვეყნად წასვლამდე კიდევ ერთ, მეტად საჭირო საქმეს გააკეთებენ – მათი გამოყენება მოხდება ცხოველების კეთილდღეობისთვის; თანაც, ჩვენი ქალაქიც ნაკლებად დანაგვიანდება.
ამ პოსტს რომ წაიკითხავთ წარმოიდგინეთ, როგორ გაუხარდებათ ჩვენს ლემურებს თქვენს ჩიჩილაკზე წამოცმული ვაშლების დანახვა. თქვენი საახალწლო ატრიბუტით ფაქტობრივად მათაც მიულოცავთ ახალ წელს. ხოდა გაავრცელეთ ეს თხოვნა, მოუყევით ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს… რაც მეტი ადამიანი გაიგებს, მით უკეთესი.
თქვენ ძალიან მარტივად, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შეგიძლიათ ცხოველების დახმარება.
დაიწყეთ ახალი წელი კეთილი საქმით.
მადლობა, რომ გიყვართ ჩვენი ბინადრები და ზრუნავთ მათზე.
გარემოს დაბინძურებისთვის 15 იანვრიდან ჯარიმები ამოქმედდება
200-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხოდაა. მაშველებმა ასამდე ავტომანქანაც გამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს–ს თანამშრომლებმა თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.
ნინოწმინდის რაიონში საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისთანავე მობილიზებული იყვნენ ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. სამართალდამცველებმა თოვლში დარჩენილი 200–ზე მეტი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მათი ნაწილი პოლიციელთა ოჯახებში და პოლიციის სამმართველოებში მოათავსეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. Read the rest of this entry »
კობი-გუდაურის საავტომობილო მაგისტრალზე თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას საკვებით მოამარაგებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის გადაწყვეტილებით, კობი-გუდაურის საავტომობილო მაგისტრალზე თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას საკვებით მოამარაგებენ. საკვებით მომარაგება საჭიროების მიხედვით, ამინდის გაუმჯობესებამდე გაგრძელდება.
სასმელი წყლით, საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტებით დატვირთული ავტომანქანები თბილისიდან ფასანაურისკენ გავიდნენ. Read the rest of this entry »
SOS: ტრავერტინებთან, ზვავებს შორის ჩარჩენილი ადამიანები ამაოდ ელიან შველას
საყდრისამდე ვერ მივაღწიეთ…
ოლიკო ცისკარიშვილი
საყდრისამდე ვერ მივაღწიეთ…
როგორ მივაღწევდით, როცა კაზრეთშივე ათობით ადამიანი თავს დაგვესხა და უაღრესად აგრესიულად ითხოვდა ჩვენს იქიდან წასვლას. ისე, რომ არც კი აინტერესებდათ ვინ ვიყავით და რა გვინდოდა… არც არავის შეუწუხებია თავი… სხვათაშორის, არც მოგვიანებით მოსულ პოლიციას, რომელიც არც კი ვიცი საიდან მოვიდა და რატომ… გვერდით მდგარნი უფრო სეირის მაყურებლის ამპლუაში იყვნენ, ვიდრე სამართალმდაცველების.
ზოგადად არ მიყვარს ამ სტილში ამბის მოთხრობა, თუმცა ეკოფაქტი მაინც ბლოგია და ამიტომ თავს უფლებას მივცემ, ამ შემთხვევაში, ოდნავ მაინც მაჯობოს ემოციამ და ისე გითხრათ სათქმელი. თუმცა, უახლოეს მომავალში, უფრო დავწრილებით მოვუთხრობ მკითხველს. Read the rest of this entry »






