დღეს, დილიდან ურეკში ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია. დამსვენებლების თქმით, დატბორიალია ეზოები. წყალი ეზოებში მუხლებამდე დგას, გადაუღებელი წვიმის გამო, წყლის დონე იმატებს და საფრთხეს უქმნის შენობებს. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოპრობლემა
ურეკში გადაუღებელმა წვიმამ სანაპირო ზოლი დატბორა
თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ კლდის ნაწილი ჩამოიშალა
დღეს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ, კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვა გამოიწვია. ამჟამად ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს. კვირის ბოლოდან კი აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვათა ცვენისაგან დამცავი ბადის მონტაჟი დაიწყება. Read the rest of this entry »
იაპონიის მცხოვრებლებს საცხოვრებელი სახლების დატოვებას ურჩევენ
დაახლოებით 25 ათასმა ადამიანმა დასავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ დასავლეთ იაპონიაში, ბოლო ღამეების განმავლობაში, ძლიერი წვიმების შედეგად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გამოწვეული წყალდიდობის მიზეზით, სახლების დატოვებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიიღეს. ადგილობრივი მასობრივი საშუალებები იუწყებიან, რომ კუნძულ ჰონსიუს ერთ-ერთ პრეფექტურაში ხელისუფლების მხრიდან 17 ათასი ადამიანი გააფრთხილეს. Read the rest of this entry »
სენაკს სტიქია უტევს
სენაკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.სენაკი უკვე დატოვა 100-ზე მეტმა ოჯახმა.სენაკის რაიონის ნაწილს ამ დროისთვის არ მიეწოდება ელექტროენერგია. დატბორილია რუსთაველის, ჭავჭავაძის, მშვიდობისა და შარტავას ქუჩები. Read the rest of this entry »
Fukushima-1-ს სიახლოვეს მიწისქვეშა რადიოაქტიური ტბა აღმოაჩინეს
ატომურ ელექტროსადგურ Fukushima-1-ს სიახლოვეს მიწისქვეშა რადიოაქტიური ტბა აღმოაჩინეს. ანალიზმა აჩვენა, ტბაში არსებული რადიაციის დონე წყალში 145-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. Read the rest of this entry »
ქუთაისის ნაგავსაყრელი უახლოეს მომავალში დაიხურება
გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, დაახლოებით, 1957 წელს ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამჟამინდელ ნიკეას დასახლებაში გამოიყო ნაგავსაყრელისთვის ტერიტორია, მაშინ აქ არც დასახლება იყო და არც პოლიგონიდან მომდინარე აუტანელი ნაგვის სუნი აწუხებდა ხალხს და არც მღრღნელებისა და მწერებისგან უხდებოდათ თავის დაცვა. Read the rest of this entry »
ტყიბულელები სუფთა ჰაერის ოცნებაში
ტყიბულში, გამსახურდიას და ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები, დასახლებაში მინდელის და ძიძიგურის სახელობის მაღაროდან ამოღებული ქვანახშირის ნარჩენები დაყრას ეწინააღმდეგებიან, მათი თქმით, ქალაქში უსაშველო მტვერია, რაც მათ ჯანმრთელობაზე აისახება. ისინი ,,ჯი აი ჯი” ჯგუფისგან ითხოვენ არ დააბინძურონ გარემო და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. ადგილობრივების განცხადებით პრობლემა ორ წელზე მეტია აწუხებთ, თუმცა მისი მოგვარება დღემდე ვერავინ შეძლო. Read the rest of this entry »
შავ ზღვაზე ულტრაიისფერი ინდექსის მაღალი მაჩვენებელია
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ულტრაიისფერი ინდექსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ზაფხულის პერიოდში ულტრაიისფერი ინდექსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები საქართველოში და განსაკუთრებით ქვეყნის შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე აშშ-ის ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის ადმინისტრაციის (NASA) მონაცემების მიხედვით ფიქსირდება. Read the rest of this entry »
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 5 მილიონ ლარზე მეტია
სტიქიის შედეგად დასავლეთ საქართველოში გამოწვეული ზარალი 4 000 000 ლარია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ მთავარობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ამას ემატება დუშეთში, ფშავში სტიქიის შედეგად გზის მოწყვეტისა და დაზიანების რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა, რაც საერთო ჯამში მილიონნახევარი ლარია. სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა კიდევ გრძელდება. Read the rest of this entry »
მუყაოს “ოცნების ქალაქი”
ბავშობაში, სოფელში, ჩემ კბილა გოგო-ბიჭებთან ერთად, სახლობანას მუყაოს ყუთებისგან გაკეთებულ ქოხმახებში ვთამაშობდით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ქოხში რეალურად შეიძლებოდა ადამიანებს ეცხოვრათ, ვერც მაშინ, ღრმა ბავშვობაში, როცა ზღაპრების მართლა მჯეროდა. ორიოდე დღის წინ, ზუსტად ისეთივე აშენებულ ქოხების “ოცნების ქალაქში” მოვხვდი. დავდიოდი და გაკვირვებულ-გაოცებული, ალაგ-ალაგ ამ ქოხებშიც ვიხედებოდი. იქიდან კი დაღლილი, ცხოვრებისგან გასავათებული, იმედდაკარგული ადამიანების თვალები მეფეთებოდა. Read the rest of this entry »





