უხვმა ნალექმა ხელვჩაურში რამდენიმე ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთში განმეორებითი მეწყერული მოვლენები გამოიწვია, გზებზე განვითარდა ნიაღვარი და ქვათაცვენა.მნიშვნელოვნად დაზიანდა 6 სოფელი. Read the rest of this entry »
Category Archives: გარემო
სტიქია აჭარაში
ლაგოდეხის უღელტეხილი დაბინძურებულია
გოგონა, რომელიც ნანგრევებში 17 საათი იყო, გადაარჩინეს
სულ მცირე, 159 ადამიანია დაღუპული იტალიაში გუშინ გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის შედეგად. მაშველები, პრაქტიკულად, მიწასთან გასწორებული ქალაქის – ამატრიჩეს ნანგრევებიდან ადამიანების გადარჩენას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.
მ ი მ ა რ თ ვ ა ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს ქ. თბილისის მერს დავით ნარმანიას
მიმართვა ღიაა ხელმოწერებისათვის, როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე მოქალაქეებისათვის, 2016 წ 29 აგვისტომდე.
ხელმოწერის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე:greenalt@greenalt.org
მ ი მ ა რ თ ვ ა
ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს
ქ. თბილისის მერს დავით ნარმანიას
2016 წლის 17 აგვისტოს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფის“ ტერიტორიაზე, რამოდენიმე ხე მოიჭრა. ექსპერტებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ხეები სრულიად ჯანმრთელი, ხოლო მათი მოჭრა – უკანონო იყო. ამის გამო, პროკურატურამ, „პარტიზანი მებაღეების“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და თბილისის მერიის მიმართვების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. პროტესტის ნიშნად, მერიის შენობასთან „პარტიზანმა მებაღეებმა“ პერმანენტული შიმშილობა დაიწყეს. Read the rest of this entry »
გიგანტური სოკო, ხიროსიმასა და ნაგასაკზე
მეცნიერებამ 1932 წლამდე არც კი იცოდა ატომის ბირთვის სტრუქტურა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, 1939 წელს, ფიზიკოსებმა ბირთვი გახლიჩეს. ბირთვისგან გამოყოფილი უდიდეს ენერგია 1945 წელს 6 აგვისტოს სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენეს. 1954 წელს კი მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა.
მესტია-ხაიში-იფარის მონაკვეთზე კლდე-ზვავური პროცესები განვითარდა
ამ წუთებში, მესტია-ხაიში იფარის მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, კლდე-ზვავური პროცესებია განვითარებული.
“ჩამოშლილია ნახევარ ტონაზე მეტი სიმძიმის ქვები…” – გვეუბნება გიორგი დვალაშვილი გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, გეომორფოლოგი. Read the rest of this entry »
მზის გვირილის ფურცლებზე დამაგრებული მზის პანელები
ქ. ქუთაისის რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელთან არსებულ სკვერში ჩატარდა გვირილის ფორმის “მზის ხის” პრეზენტაცია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გვირილის ფორმის “მზის ხე”, როგორც სუფთა დაუსაფრთხო ენერგიის წყარო ჯანსაღი გარემოსათვის. მზის გვირილის ფურცლებზე დამაგრებული მზის პანელები გარდაქმნის მზის ენერგიას ელექტრო ენერგიად და საშუალებას იძლევა მასზე დამონტაჟებული დასამუხტი საშუალებებით დღე-ღამის განმავლობაში 50-60 და ერთდროულად 30 ელექტრო მოწყობილობის დამუხტვა. მზის გვირილის შექმნა შესაძლებელი გახდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „დაბალ ემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება (EC-LEDS) სუფთა ენერგიის პროგრამის “ფარგლებში დაგეგმილი სათემო სოციალური მარკეტინგის საპილოტე კამპანიის ფარგლებში. Read the rest of this entry »
ქვეყნის ტურისტული პოტენციალი
როგორ ფიქრობთ, რატომ არის ტურისტებისთვის ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი?
სატელეფონო ჩართვები გადაცემაში ”ვუსმენთ ერთმანეთს”:
✔️გიორგი ჩოგოვაძე – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
✔️ოლიკო ცისკარიშვილი – ინტერნეტპორტალ „ეკოფაქტის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. Read the rest of this entry »
კონკურსი – 2016 წლის “მწვანე მშენებლობის ჯილდო
მწვანე მშენებლობის საბჭო საქართველო აცხადებს კონკურსს 2016 წლის”მწვანე მშენებლობის ჯილდოს” მოსაპოვებლად. მწვანე მშენებლობისკონკურსები ტარდება მწვანე მშენებლობის მსოფლიო საბჭოს მიერმსოფლიო მასშტაბით, და ქვეყნების მწვანე მშენებლობის საბჭოებისმიერ თითოეული ქვეყნის მასშტაბით. ჯილდოები ენიჭებათ საუკეთესო გამოცდილების და მიღწევების მქონე კომპანიებს და პროფესიონალებს რომლებიც მოღვაწეობენ სამშენებლო სექტორში.
ბუნება ისევ არ გვაპატიებს….
ორი დღეა, აჭარაში სტიქიაზე საუბრობენ… ორი დღეა… ჩემი ერთ-ერთი კოლეგის პოსტი ვნახე – ქედაში ის რესტორანი ნახევარი საათის შემდეგ წაიღო, სადაც ყავა დავლიეთო… ამ პოსტმა მიბიძგა დამეწერა: ორი თვის წინ, როცა ჩემი თვალით ვნახე როგორ შენდება აჭარაში უდიდესი ჰესი, სწორედ, ამაზე ვიფიქრე, რომ ბუნება სამაგიეროს გადაუხდის…






