RSS

Category Archives: გარემო

ინვესტიცია  ყოველთვის არ ნიშნავს კეთილდღეობას – მიწაწართმეული დისველელები

disveli 006ოლიკო ცისკარიშვილი

სხვადასხვა გათვლებით, ყოველწლიურად, მსოფლიოში, 15 მილიონამდე ადამიანი, სხვადასხვა მიზეზით, იძულებით ტოვებს საკუთარ სახლს, მიწას, თემს… ხშირად ისინი ბუნებრივი კატასტროფების გამო, იძულებულნი არიან სულ სხვა ადგილს, კლიმატს, გარემოს შეეგუონ და ცხოვრება თავიდან დაიწყონ.

სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, თავი შეიკავონ და დაიცვან მოსახლეობა იძულებით გამოსახლებისა და განსახლებისგან მათი სახლებიდან და მიწებიდან.  ეს ვალდებულება გამომდინარეობს არაერთი საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომლებიც მოითხოვენ, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლება ადეკვატურ საცხოვრისზე (საცხოვრებელ ადგილზე) და ასევე, მასთან დაკავშირებული სხვა უფლებები (სიცოცხლის უფლება, წამებისგან თავისუფლების უფლება, პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის უფლება, წყალზე ხელმისაწვდომობის უფლება, საკვების უფლება და ა.შ.) Read the rest of this entry »

 

საბადოების მუშაობა – გარემოს აუნაზღაურებელი ზარალი

kazreTi 006ოლიკო ცისკარიშვილი

რამდენიმე დღის წინ, „მწვანე ალტერნატივის“ ინიციატივით, ჟურნალისტთა ჯგუფი კაზრეთსა და საყდრისის ტერიტორიებს გასაცნობად ეწვივნენ. მათი ინტერესის სფეროს ამჯერად ის უფრო წარმოადგენდა, როგორ შედეგებამდე მიჰყავს ამ საბადოებზე სამუშაოებს გარემო. სხვა საკითხია რამდენად კანონიერად განახორციელა საყდრისის საბადოს აფეთქება RMG-მ, როცა არც ერთ ფედერალურ სამსახურს, მათ შორის არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ამაზე ნებართვა არ გაუცია. აღარ შევჩერდებით იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი შეიწირა მავანის ინტერესმა, თუმცა ისევ საგანგაშოდ შეიძლება ჩაითვალოს იქ მიმდინარე სამუშაოები. მიუხედავდ იმისა, რომ ჩვენი ვიზიტისას ნისლიანი ამინდი იყო, მაინც საშინელი მტვერი და ბუღი ტრიალებდა. Read the rest of this entry »

 

ხულოში ტყის მასივი დაიძრა და მეწყერი ჩამოწვა

mecგუშინ, 12 ნოემბერს, ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში, 5 ოჯახის საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიასთან ტყის მასივი დაიძრა და მეწყერი ჩამოწვა, რამაც მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, საცხოვრებელი სახლებიდან 16 მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის, 3 მცირეწლოვანია. ამ დროისთვის ყველა მათგანი ამავე სოფლის ტერიტორიაზე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. Read the rest of this entry »

 

“თუ დაავადებული ხეები დროზე არ მოიჭრა, მალე ხეების გარეშე დავრჩებით”

Ttye 003სამ წელზე მეტია ვწერ, იმაზე, რომ დავადებულია ტყეები თუშეთში, სვანეთში… პირდაპირ ფესვებიანად არის წაქცეული უზარმაზარი ხეები… კიდევ ერთ მასალას გთავაზობთ ამ საკითხზე, რომელიც დაიბეჭდა… (ო.ც)

http://forestry.cenn.org/index.php/news/thu-daavadebuli-kheebi-droze-ar-moitchra-male-kheebis-gareshe-davrchebith.html

Read the rest of this entry »

 

შავი ზღვა კატასტროფის პირას!!!!

batumi 007ოლიკო ცისკარიშვილი

ცოტა ხნის წინ, გარემოსდაცვითი ზედმხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

პანამის დროშით მცურავმა გემმა, ბათუმის ნავსადგურში, ფეკალური წყლები ჩაღვარა. სამართალდამღვევს დაეკისრა 65 000 ლარიანი  ჯარიმის გადახდა. დაანგარიშებულია გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც, რომელიც 8 000 ლარს აღწევს. Read the rest of this entry »

 

მდგრადი განვითარება – ქვეყნის თუ კომპანიების ინტერესი…

hesi 002ანუ სოფელ ჩანჩხალოს პრობლემები….

ოლიკო ცისკარიშვილი

აჭარის მაღალმთიანეთში მგზავრობისას, გზად, პირდაღებული გვირაბიდან უშველებელ სატვირთო მანქანებს მიწის ნაშალი გამოჰქონდა და გაურკვეველი მიმართულებით მიჰქონდა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ამ გვირაბის თავზე სოფელი ჩანჩხალო მდებარეობს, სადაც 170 კომლი ცხოვრობს.

Read the rest of this entry »

 

პირადი მოხმარებისთვის მოჭრილი ხე–ტყის გასხვისება 500 ლარით დაისჯება

tye 12015 წლის 1–ლი ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც ცვლილებები იქნა შეტანილი „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში.

Read the rest of this entry »

 

ვაზიანის მოსახლეობა შველას ითხოვს

vaziania10თამთა კაკაურიძე

ვაზიანის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ტერიტორიაზე არსებულ 56 კორპუსში, რომელთა მდგომარეობაც სავალალოა, 5 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

მათი საცხოვრებელი პირობები გაუსაძლისად მძიმეა, კორპუსებში არ არის გამართული საკანალიზაციო და წყლის მილები, ფეკალიები კი პირდაპირ სარდაფში ჩაედინება.

ტერიტორიაზე რამდენიმე ნაგავსაყრელია. მოსახლეობა ამბობს, რომ ნაგვის გროვები საკუთარი სახსრებით გააქვთ, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ძირითადად აფხაზეთიდან დევნილები, უსახლკაროები და სოციალურად დაუცველი პირები არიან, რომლებიც რამდენიმე წელია აღნიშნულ კორპუსებში თვითნებურად შესახლდნენ.

“დაახლოებით 28 წელია აქ ვცხოვრობ. რუსეთის სამხედრო ბაზა რომ გავიდა ვაზიანიდან ესკორპუსები ცარიელი დარჩა. გვითხრეს, ვისაც სახლ-კარი არა გაქვთ, შეგიძლიათ აქ იცხოვროთო. უკვე გაძარცვულ კორპუსებში შემოვედით, თუმცა, პირობები დღითიდღე უარესდებოდა. მას შემდეგ ეს შენობები არავის გაურემონტებია, არც სახურავი აქვს, არც რაიმე ინფრასტრუქტურააგამართული. მას შემდეგ ორი თაობა გავზარდეთ და ისევ ამ სიბინძურეში და გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. კორპუსების უმრავლესობა ავარიაულია, რამდენიმე მათგანის სადარბაზოები მთლიანად ჩამოშლილია და მაცხოვრებლებს საფრთხეს გვიქმნის, მაგრამ სხვა წასასვლელი არსად გვაქვს და იძულებული ვართ აქ ვიცხოვროთ”, _ ამბობენ ადგილობრივები. Read the rest of this entry »

 

„ჭიებით, ფოთლებით და ნაგვით დაბინძურებულ წყალს ვსვამთ“

vaziania9თამთა კაკაურიძე

დასახლების 1600-ზე მეტი ოჯახი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. დასახლების ტერიტორია, სადაც როგორც ეკომიგრანტები, ასევე ლტოლვილები და უსახლკაროები ცხოვრობენ, უკვე რამდენიმე წელია სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, სასმელად ისინი მდინარის წყალს იყენებენ, რომლის სათავეც, სოფლის ზემოთ, მუხროვანის ტერიტორიაზეა. წლის სათავე და სოფლამდე გაყვანილი მილები საშინლად დაბინძურებულია, რის გამოც, მოსახლეობამდე ფოთლებითა და სხვადასხვა ნარჩენებით დაბინძურებული წყალი მიდის.

იმის გამო, რომ ადგილობრივების უმრავლესობა უკიდურესად ღარიბია, სასმელი წყლის ყიდვას ვერ ახერხებს და დაბინძურებული წყლის მოხმარება უწევთ.  Read the rest of this entry »

 

 „NEAსფერო“  სტუდენტებისთვის

tamunaდღეს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განსაკუთრებული სივრცე შესთავაზა ქართველ სტუდენტებს, სადაც მათ შეძლეს  შეხვედროდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს. საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის, მათ შორის, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ა.შ. სტუდენტებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში საინტერესო შეხვედრა გამართეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ გიგლა აგულაშვილთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან თამარ ბაგრატიასთან.

Read the rest of this entry »