ვულკანი, ორშაბათ დილას გააქტიურდა, აალებულ მასას რამდენიმე კილომეტრის რადიუსში აღწევდა. ამის შესახებ, გადჟიბალუვსკის რაიონის აღმასრულებელი ხელმძღვანელმა, საგანგებო სიტუაციების კომისიის თავმდჯომარემ სახიბ ასლანოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ვულკანის გარშემო დასახლებული პუნქტი არაა. პირველი ამოფრქვევა განხორციელდა 07:20 სთ-ზე, მაშინ ცეცხლის ალი 120-150 მეტრს აღწევდა, მეორე ტალღა ათი წუთის შემდეგ განმეორდა, როცა ცეცხლის ალი 20 მეტრს აღწევდა. Read the rest of this entry »
Category Archives: ვულკანები
აზერბაიჯანში ვულკანმა ამოხეთქა
იაპონიაში ვულკანის გააქტიურების შედეგად დაკარგულია 16 ადამიანი
ეკვადორში ვულკანმა გაიღვიძა
ეკვადორის ვულკანი “ტუნგურაია” ამოქმედდა და მიმდებარე დასახლებული პუნქტები ფერფლით დაფარა. ადგილობრივმა, გეოფიზიკის ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ ვულკანი გასული ხუთშაბათიდან ამოქმედდა. კრატერში, რამდენჯერმე აფეთქებები მოხდა. ვულკანიდან წყალი და ფერფლი რამდენიმე მეტრზე ამოიფრქვა. Read the rest of this entry »
იავის დასავლეთში ვულკანი ტანგკუბან-პრაუ ისევ გააქტიურდა
ინდონეზიაში, პირველი ხარისხის (ყველაზე დაბალი) განგაშია გამოცხადებული. ვულკანოლოგიის ცენტრის უფროსის თქმით, ვულკანი ტანგკუბან-პრაუ, რომელიც იავას დასავლეთში, ქალაქ ბანდუგთან მდებარეობს, კვლავ ამოქმედდა. კრატერიდან, ვულკანის ფერფლი ამოიფრქვა. ინციდენტი, შაბათს მოხდა. “ალპინისტებს და ტურისტებს, დაჟინებით ვთხოვთ, რომ კრატერს 2 მეტრზე ახლოს არ მოუახლოვდნენ,” – დაამატა ვულკანოლოგმა.
ტურისტებს შეუძლიათ კონგოს მოქმედი ვულკანი 300 დოლარად ნახონ
ვირუნგას ეროვნულ ტყე-პარკს, რომელიც იუნესკოს ნუსხაში შედის, საფრთხის ემუქრება. ტყე-პარკი ტურისტებს მოქმედი ვულკანის სანახავად იწვევს, რომლის ფანტელის სიმაღლეც უკვე 300 მეტრს აღწევს.
როგორც ცნობილია კონგოში ვულკანის გამოღვიძება 6 ნოემბერს დაიწყო და მოქმედება შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი არ შეწყვიტოს. სწორედ ვულკანის ამოფრქვევა განადგურებით ემუქრება ვირუნგას ეროვნულ ტყე-პარკს.
ვირუნგას ეროვნულ ტყე-პარკის ადმინისტრაცია ტურისტებს ვულკანის ნახვის შესაძლებლობას სთავაზობს. ტურის ღირებულება კი 300 დოლარია.