პროტესტის ასსამოცდამერამდენეღაცა დღე იყო, როცა რიონის მცველები დაარბიეს და მაშინ დავწერე – „ნეტა, ბოლომდე გაუძლოს ვარლამ გოლეთიანმა, ნეტა, არ დაეცეს სულით… ნეტა, რიონის მცველებმა ყველამ გაუძლოს…“ არ ვიცნობ ვარლამს, მაგრამ აღფრთოვანებული ვარ მისი და მისი მომხრეების სულისკვეთებით. არ ვწერდი ნამოჰვანზე, რადგან არ ვიქნებოდი სინდისთან მართალი ისე დამეწერა, რომ ადგილზე არ ჩავსულიყავი. მუდამ იმას ვცდილობ, რომ ობიექტურად შევაფასო მიმდინარე მოვლენები და თუ ჩემი თვალით არ ვნახე და ჩემი ყურით არ გავიგონე, არ ვწერ, რადგან ხშირად მინახავს ინტერპრეტაციით გადმოცემული ამბები, სულ სხვა ამბავს რომ გვიყვებოდა.
Read the rest of this entry »Monthly Archives: მაისი 2021
ბიომრავალფეროვნების მსოფლიო დღე
დღეს, ბიომრავალფეროვნების მსოფლიო დღეა. ბიომრავალფეროვნება სხვადასხვა სახეობის ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობას გულისხმობს. სახეობათა სიმრავლე განაპირობებს ბიომრავალფეროვნებას. ადგილს, სადაც მრავალი სახეობაა თავმოყრილი, ბიოლოგიურად მრავალფეროვანს ვუწოდებთ.
Read the rest of this entry »„ჩემი გამომცემლობა“ – თქვენი გამომცემლობაა
ერთი წელი არ გასულა, რაც საქართველოს ბაზარზე ახალი გამომცემლობა – „ჩემიგამომცემლობა“ გამოჩნდა.
გამომცემლების თქმით, პანდემიის პერიოდში სტარტის აღება არც თუ მარტივი იყო, თუმცა ამ გამოწვევას მათ თავი კარგად გაართვეს და თითქმის შეუძლებელი შეძლეს – დღეს „ჩემი გამომცემლობის“ ანგარიშზე უკვე ოთხი წიგნია:
ო.ცისკარიშვილის „სოციალური პროცესები და ქართული მედია“;
ოშო რაჯნიშის „შეშლილის ჩანაწერები“;
ოშო რაჯნიშის „ბუდა: გულის სიცარიელე“;
ლექსების კრებული „მზეს ველოდები“, ავტორი ო.ცისკარიშვილი
უახლოეს მომავალში „ჩემი გამომცემლობა“ მკითხველს დიმიტრი შველიძის წიგნს –„პოლიტიკური შეუღლებანი ძველ საქართველოში“ შესთავაზებს.
ასევე, რამდენიმე კვირაში დასრულდება ოშოს ახალ წიგნზე-„ზარატუსტრა: გზა აღმასვლისკენ“ მუშაობა.
ამჟამად „ჩემიგამომცემლობის“ შემოქმედებითი ჯგუფი ცდილობს გამართოს ელექტრონული წიგნების საიტი, რაც მკითხველისთვის ახალ გამოცემებს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომს გახდის.
„ჩემი გამომცემლობის“ დამფუძნებელთა თქმით, გამომცემლობის დაარსების ერთ-ერთი ძირითადი იდეა ავტორთა უფლებების დაცვის სურვილი იყო.
„რამდენად გამოგვივა ეს, მომავალი გვიჩვენებს, – ამბობენ „ჩემი გამომცემლობის“ გუნდის წევრები, – სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში საკმაოდ მოხშირებულია საავტორო უფლებების დარღვევა, პლაგიატი, სოციალურ ქსელებში წიგნების ელეტრონული ვერსიების პირატულად გავრცელება, რაც ასევე უფლებების უხეში დარღვევაა, როგორც გამომცემლობის, ასევე ავტორების.
პირატული წიგნები „შავ ბაზარზე“ წლებია იყიდება და ეს პრობლემა მართლაც შემაწუხებელია, განსაკუთრებით ავტორებისთვის. „შავ ბაზარზე“ დაქსეროქსებული წიგნები იმაზე ნაკლებ ფასად საღდება, ვიდრე რეალური წიგნის ფასია.თანხა კი, ცხადია, ვიღაცის ჯიბეში ილექება და არანაირად არ ადგება ავტორს.
ასევე, მიზერულია გამომცემლობების მიერ ავტორებისთვის გაცემული ჰონორარები, თანაც იმდენად მიზერული, რომ ერთ წიგნზე მუშაობის დასრულების შემდეგ, ძნელია მათ, თუნდაც, თავისთვის რაიმე ტექნიკა, მაგალითად, ლეპტოპი იყიდონ. წიგნიდან შემოსული თანხა რომ ავტორს საარსებოდ მოხმარდეს, ეს საერთოდ ფანტასტიკის სფეროდანაა.
ხშირად იმის სანაცვლოდ, რომ ავტორმა ახალ წიგნზე მშვიდად იმუშაოს, მას თავის შესანახად მუშაობა რამდენიმე სამსახურში უწევს.
ჩვენი მიზანია შეძლებისდაგვარად გავაუმჯობესოთ ავტორთა პირობები და პროცენტული განაკვეთი ოდნავ მაინც ავწიოთ. ასე იქნება ელექტრონული წიგნების გაყიდვის შემთხვევაშიც. გვინდა, რომ ავტორს უფრო მეტი პროცენტი ერგოს. საქართველოში წიგნზე მომუშავე ადამიანები არ უნდა შიმშილობდნენ და არ უნდა ფიქრობდნენ იმ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც აწუხებთ“.
რაც შეეხება ახალ საიტს, რომელიც ინტერნეტსივრცეში უახლოეს მომავალში ჩაეშვება, გამომცემელთა თქმით, ეს მოთხოვნა, ტექნიკის განვითარებასთან ერთად, ელექტრონული წიგნების მოყვარულთა მომრავლებამაც განაპირობა. ამავდროულად, ეს ბუნებაზე ზრუნვის ერთგვარი საშუალებაცაა – მკითხველისთვის სასურველი წიგნის ელექტრონულად მიღება პირდაპირპროპორციულად აისახება ტყის ნაკლებ გაჩეხვაზე, ქაღალდის წარმოებისა და მოხმარების შემცირებაზე. ყველა ავტორს შეეძლება თავისი წიგნი ელექტონულად გამოაქვეყნოს და შესაბამისად, გაყიდული წიგნებიდან ჰონორარიც აიღოს.
„ჩემს გამომცემლობაში“ იმედოვნებენ, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, შეძლებენ უფრო ფართო აუდიტორიასთან კომუნიკაციას. მანამდე კი მათი გამოცემული წიგნების შეძენა შესაძლებელია მაღაზიებში:
თბილისში: რუსთაველის 16; მაღაზიაში „შაქრობაბუა“ ჭავჭავაძის 17 ბ. ნაძალადევში დადიანის 22/24; გლდანში ხიზანიშვილი 1, ყვავილების პავილიონის წინ. მუხიანის მე-4 ა მიკრო, 5 კორპუსის წინ. ქეთევან წამებულის 47„საგანძურში“. კიევის ქუჩა. 1. მაღაზიაში „წიგნები“ და „ბიბლუსის“ ქსელში საქართველოს მასშტაბით.
ასევე, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საკურიერო მომსახურებით.
ელექტრონულად წიგნების შეძენა შეგიძლიათhttp://ibooks.ge-ზე
რაც შეეხება თავად წიგნებს: ო. ცისკარიშვილის „სოციალური პროცესები და ქართული მედიას“ რედაქტორები არიან ირმა კეცხოველი და ინგა გამსახურდიშვილი.
ოშო რაჯნიშის „შეშლილის ჩანაწერები“ თარგმნაო. ცისკარიშვილმა, რედაქტორი ირმაკახურაშვილი;
ოშორაჯნიშის „ბუდა: გულისსიცარიელეც“ თარგმნა ო.ცისკარიშვილმა, რედაქტორი ინგა გამსახურდიშვილი;
ოლიკო ცისკარიშვილის ლექსების კრებულის – „მზეს ველოდების“ რედაქტორი ია მაჭავარიანია. წიგნებზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ეკოფაქტის საიტზე ან „ჩემი გამომცემლობის“ ფეისბუქგვერდზე – https://bit.ly/3ouoRNn
მზის დღე
3 მაისი – მზის დღე. მზე – უახლოესი ვარსკვლავია დედამიწასთან, ყველა დანარჩენი ჩვენგან უსაზღვროდ შორს იმყოფება. ასე მაგალითად, ერთ ერთი ვარსკვლავი პროქსიმა, მზისგან 4.22 სინათლის წლის მანძილზე იმყოფება.
Read the rest of this entry »