RSS

კამპანია “ექიმი გმირი” კოვიდ ინფექციასთან საბრძოლველად

26 დეკ

ნანიკო დავითაშვილი

ქართველმა ექიმებმა კორონავირუსის მეორე ტალღისა და პაციენტთა მაღალი მიმართვიანობის გამო, რამდენიმე კვირაა კამპანია წამოიწყეს, რომლის მიზანი საჭიროების შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულ პაციენტთა ონლაინ კონსულტაცია და დახმარების გაწევაა.

საქართველოში პაციენტთა მიმართვიანობა მზარდია. ჯანდაცვის სისტემა ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა, თუმცა ეს ეტაპი ხარვეზებითაა დატვირთული. იზრდება იმ პაციენტთა რიცხვიც, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ და ვერ ახერხებენ ოჯახის ექიმთან დაკავშირებას. „მე-9 დღეა და მხოლოდ ერთხელ დამიკავშირდა ოჯახის ექიმი, არავინ მირეკავს“… „ხანდაზმულ მშობელს აქვს კოვიდი, ოჯახის ექიმი არ გვეხმიანება საერთოდ, სიცხეები გრძელდება“… ხშირია ამგვარი პოსტები სოციალურ ქსელებში.

ათეულობით მედიკოსი, რომელიც კოვიდინფიცირებულებთან უშუალოდ მუშაობს, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მზაობას გამოთქვამს პაციენტებს, რომლებსაც განსაკუთრეუბულად სჭირდებათ კონსულტაცია დაეხმარონ სრულიად უსასყიდლოდ და თავიანთ საკონტაქტო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ასაჯაროებენ: „ძალიან გვეხმარება ფეისბუქგვერდზე შექმნილი მედრუმი რომლის საშუალებითაც გვიკავშირდებიან პაციენტები და ვუწევთდი სტანციურად ამა თუ იმ დახმარებას შეძლებისდაგვარად. ამ გვერდის საშუალებით, ამ ერთ თვეში, პირადად მე, დაახლოებით ვმართე 30 პაციენტზე მეტი ბინაზე, რომლებმაც დაამარცხეს და გადალახეს უპრობლემოდ კორონავირუსი.

ხალხი პანიკაშია და სამწუხაროდ, ამ პანიკის გამოა, რომ რეალურად ვისაც სჭირდება დახმარება, მათთვის პრობლემური ხდება ექიმთან დაკავშირება. საზოგადოება არც კია ინფორმირებული იმაზე, თუ რომელი პოლიკლინიკა და რომელი ოჯახის ექიმი ემსახურება და ყველა, სამწუხაროდ, 112-ში ხედავს საშველს, რის გამოც დაკავშირება მცირედ შეზღუდულია,“ – აცხადებს 112-ის უფროსი ექიმი მაიკო ლეფსვერიძე.

იმ შემთხვევაში, თუ საჭირო სერვის ცენტრებთან ვერ მოხერხდა დროული დაკავშირება, ქართველ მოსახლეობას საშუალება აქვს, რომ ესტუმრონ სამედიცინო ჯგუფს „Med Room’’, სადაც კამპანიის ფარგლებში მითითებულია ჩართული მოხალისე არაერთი ექიმის როგორც პირადი სოციალური ქსელი ასევე, საკონტაქტო ინფორმაცია.

 ფოტოს წყარო: hengyaoultrasonic.com

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 26/12/2020 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s