RSS

სუიციდი არ არის გამოსავალი – ილაპარაკე პრობლემებზე

08 ნოე

სალომე გიორგაძე

„თავის მოკვლა ერთხელ ვცადე და ახლა ძალიან ვნანობ, მაშინ 19 წლის ვიყავი, ვერ ვხვდებოდი ამით გარშემომყოფებს რა დიდი ტკივილს მივაყენებდი. უბრალოდ, მაშინ აღარ მინდოდა სიცოცხლე. ეს იმის ბრალი იყო, რომ მქონდა ჩემს ძმასთან კონფლიქტი. ერთ-ერთი ჩხუბის დროს, ძალიან გაბრაზებულ გულზე, ცუდი რამ მითხრა და ეს იყო გადამწყვეტი მიზეზი ჩემი წარუმატებელი სუიციდისა. თუმცა გარდა ჩემ ძმასთან კონფლიქტისა, იყო კიდევ პატარ-პატარა მიზეზები რის გამოც ხშირად ვფიქრობდი  თავის მოკვლაზე. ახლა კი ვიცი, რომ თვითმკვლელობა არ არის გამოსავალი. და თუ პრობლემებს შეეჯახე, უნდა ილაპარაკო ამ პრობლემებზე და გადაჭრის გზები აუცილებლად გამოჩნდება,“ – ამბობს 22 წლის ახალგაზრდა გოგო, რომელმაც სამი წლის წინ თავის მოკვლა სცადა.

მსოფლიოში ყოველწლიურად 800 000, ანუ ყოველ 40 წამში 1 ადამიანი ამთავრებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით.  ოფიციალურ სტატისტიკაში მხოლოდ ძალიან თვალსაჩინო შემთხვევები აღირიცხება, ამიტომ თვითმკვლელობათა რიცხვი რეალურად 2-4-ჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს. სუიციდი ძალიან რთულ პრობლემას წარმოადგენას საქართველოში, ასაკი ყოველწლიურად მცირდება. თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, სტატისტიკური მაჩვენებელი რეალურ სურათს ვერ ასახავს. ამაზე გავლენას ახდენს ისიც, რომ არავის სიამოვნებს თვითმკვლელობის ფაქტის გამჟღავნება.

2016 წელს, საქართველოში ჩატარებული არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის (STEPS) მიხედვით, ბოლო 12 თვის განმავლობაში გამოკითხულთა 16.0%-მა (სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით 18-29 წლის ასაკობრიის ჯგუფის ყველაზე მეტმა წარმომადგენელმა) დაგეგმა თვითმკვლელობის განხორციელების გზები; გამოკითხულთა დაახლოებით 1%-ს კი ოდესმე უცდია თვითმკვლელობა.

ქართულ საზოგადოებაში, ისევე როგორც ფაქტიურად მთელს მსოფლიოში, გარკვეული ტაბუ არსებობს იმ საკითხთან მიმართებაში და შესაბამისად, თვითმკვლელობის ოფიციალური  მონაცემები არასრულფასოვანია: ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, დამალონ შმთხვევები, როცა მათი ოჯახის წევრევი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ. მიზეზები, რამაც შიძლება მოახდინოს თვითმკვლელობის პროვოცირება: კვლევების მიხედვით, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი გენეტიკაა-თვითმკვლელობის შემთხვევების ოჯახური ისტორია ზრდის პიროვნების სუიციდური ქცევის რისკს.            სექსუალური ორიენტაცია, ჰობი, სოციალური სტატუსი, პროფესია, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს იმ ფაქტორების მოკლე ნუსხაა, რომლებიც ფსიქიკური პრობლემებისა თუ დატვირთული მემკვიდრეობისაგან დამოუკიდებლად, ან მათი თანხლებით, ასევე გავლენას ახდენს პიროვნების სუიციდისადმი მიდრეკილებაზე.

„2018 წელს სუ­ი­ცი­დის 389 და სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბის 477 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, ხოლო 2019 წლის 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 219 ადა­მი­ან­მა სცა­და თვით­მკვლე­ლო­ბა, 207-მა კი სი­ცო­ცხლე სუ­ი­ცი­დით და­ას­რუ­ლა“ – ცოტა ხნის წინ განაცხადა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.

ქვეყანაში 2019 წელს სუიციდი და სუიციდის მცდელობის ფაქტები საგრძნობლადა რომ გაზიარდა, ამას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაც ადასტურებს. კონკრეტულად რა ხდება ადამიანების თვითმკვლელობის მიზეზი, ამაზე ზუსტი ანალიზი ან კვლევა სახელმწიფოში არ გაკეთებულა. ციფრების მიღმა არც შს სამინისტროს სტატისტიკაში ჩანს დანაშაულის მიზეზი. ფსიქოლოგები და დარგის სპეციალისტები კი ახალგაზრდებში თვითმკვლელობის მიზეზად უმეტესად აზარტულ თამასებს, ბულინგს, „კიბერ ბულინგს“ და „მკვლელ თამაშებს“  ასახელებენ.

„ვფიქობ, ადამიანი ან მიდრეკილია თვითმკვლელობისკენ ან არა. ეს გაქ შინაგანად. ვერ ავხსნი რა მდგომარეობაა. ეს არ არის ერთი და ორი პრობლემის გამო. ნელნელა გროვდება და საბოლოო ჯამში,  ფატალურ შედეგს იწვევს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ იმ კონკრეტულ მომენტში ტვინი ვერ ფიქობს სხვა გამოსავალზე და თვითმკვლელობა ერთადერთი გამოსავალი გონია. მართალია, ყველაფერი ისე არაა ყოველთვის როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ეს ხანდახან ძალიან რთული ასატანია. თან საკმაოდ დეპრესიული ადამიანი ვარ და შეიძლება ითქვას, რომ ყველა პრობლემის გამოსავლად თვითმკვლელობას ვხედავ. თუმცა, მერე ყოველთვის ვნანობ ჩემს საქციელს და ვხვდები, რომ გამოსავალი ძალიან ბევრია, თუმცა სტრესის მომენტში ჩემი ტვინი საღად ვერ აზროვნებს“, – ამბობს 33 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც რამდენიმეჯერ სცადა თვითმკვლელობა და ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

თვითმკვლელობა ძლიერ სტრესულ სიტუაციაზე ადამიანის უკიდურესი რეაქციაა. ასეთ დროს, მას არ შეუძლია, ან ვერ ბედავს  მიმართოს სხვას დასახმარებლად. ამ მხრივ, თვითმკვლელობის განსაკუთრებული რისკის ქვეშ მოზარდები არიან. ერთი შეხედვით უმნიშვნელო პრობლემები (პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში, სწავლის კუთხით, გარეგნობის კომპლექსები, მშობლებთან უთანხმოება…) გლობალურად, 12-დან-16 წლამდე მოზარდებში ბიჭების 10% და გოგონების 20%-ის თვითმკვლელობის მიზეზი ხდება.

„სუიციდი ეს არის საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა. სუიციდური ქცევა მნიშვნელოვანწილად ასოცირდება კონფლიქტთან, სტიქიურ უბერურებასთან, იზოლაციის გრძნობასთან, დანაკარგთან. თითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით. მათ შორის, ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, ფინანსური პრობლემები, არსებობს ოთხი სახის სუიციდი, ესენია: ეგოისტური, ანომიური, ალტრუისტული და ფატალისტური. ალტრუისტული თვითმკვლელობა ხასიათდება ინტეგრაციის მაღალი დონით, ეგოისტური თვითმკვლელობა კი – ინტეგრაციის დაბალი დონით, ფატალისტური თვითმკვლელობა ხასიათდება მაღალი რეგულაციით, ანომიური თვითმკვლელობა კი – დაბალი რეგულაციით. ეგოისტური თვითმკვლელობის მაღალი დონე ისეთ საზოგადოებებში გვხვდება, სადაც ინდივიდი არ არის ინტეგრირებული უფრო ფართო სოციალურ ერთეულში. ინტეგრაციის დაბალი დონე ინდივიდებში ქმნის უფუნქციობის შეგრძნებას,“ – ამბობს ფსიქიატრი მაია ბიბილური.

ფსიქოლოგების მტკიცებით, სუიციდისადმი მიდრეკილი ადამიანები, შესაძლოა, სხვებზე მეტ სტრეს არ განიცდიდნენ. თუმცა, მათი ხასიათის გარკვეული შტრიხები პრობლემებთან გამკლავებისთვის ბარიერი ხდება. სიტუაციებში ისეთი ცხოვრებისეული გამოცდილება, როგორიცაა ავადმყოფობა, განშორება, საყვარელი ადამიანის სიკვდილი, ოჯახური პრობლემები, სამსახურის დაკარგვა და ა.შ. სუიციდური ფიქრების და თვითმკვლელობის მიზეზი ხდება.

სუიციდის ფენომენი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, ეხება ყველა ეროვნების, კულტურის, რელიგიის, გენდერისა და კლასის წარმომადგენელს. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყნები თვითმკვლელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით  ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. თვითმკვლელობის მაჩვენებელი მაღალია მოწყვლად ჯგუფებში, რომლებიც დისკრიმინაციას განიცდიან.

„სუიციდი, სამწუხაროდ, ძალიან გავრცელებულია საქართველოში და ყველაზე ცუდი ისაა, რომ არანაირი კარგი სერვისები არ გვაქვს, რითიც შევძლებთ ამის თავიდან აცილებას. 80% სუიციდი მოდის დაბალი განვითარების ქვეყნებზე და ძირითადად მერყეობს 15 და 29 წლის ადამიანებში. მინდა ისიც ავღნიშნო, რომ  სტატისტიკის მიხედვით, მამაკაცები უფრო ხშირად მიმართავენ სუიციდის მცდელობას ვიდრე ქალები. სუიციდი, როგორც სხვა ბევრი ფაქტორისგან, ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი გაშუქებისგან. რადგან სუიციდი ერთ-ერთი რთული თემაა გაშუქების თვალსაზრისით. კვლევამ დაადასტურა, რომ ცალკეული შემთხვევების ზედაპირულმა გაშუქებამ შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობის ახალი შემთხვევა ან პირიქით, ფრთხილმა, კვალიფიციურმა გაშუქებამ შესაძლოა ეს რიცხვი შამციროს კიდეც,“ – ამბობს ფსიქიატრი ნინო მახაშვილი.

სუიციდის შემთხვევების უმეტეს ნაწილს წინ გამაფრთხილებელი ნიშნები ახლავს. ფსიქოლოგიურად დამარცხებული ადამიანები ხშირად მკვეთრად იცვლიან ქცევებს (მაგ, იწყებენ ალკოჰოლური სასმელების ან ნარკოტიკების მოხმარებას); კარგავენ ინტერესს თავიანთი საქმის და, ზოგადად, ცხოვრების მიმართ: გარეგნობას, ჰიგიენას და ჯანმრთელობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ; უჭირთ კონცენტრირება, მუდმივად დაღლილები და გაღიზიანებულები არინ. ხშირად ხმამაღლა  აცხადებენ კიდეც, რომ „სიცოცხლეს სიკვდილი ურჩევნიათ“, არცთუ იშვიათად, სიცოცხლისთვის საშიშ ექსტრემალურ სიტუაციებს ხელოვნურად ქმნიან.

ადამიანები, რომლებიც თვითმკვლელობისკენ დგამენ ნაბიჯს, ამით მხოლოდ ტკივილის, დისკომფორტის თუ იმედგაცრუების თავიდან აცილებას ცდილობენ. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ კვლევების მიხედვით, იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელთაც სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც უცდია თვითმკვლელობა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ბოლომდე ვერ მიიყვანა ჩანაფიქრი, შემდგომში ამ მცდელობას აღარ იმეორებს. ფსიქოლოგების მტკიცებით, თანადგომა და ამ ადამიანების პრობლემების გაზიარება, სუიციდზე ღიად ლაპარაკი თვითმკვლელობის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ, დაიმახსოვრე: თუ ეჭვობ, რომ ვინმე თვითმკვლელობას გეგმავს, გაესაუბრე, მოუსმინე და შესთავაზე დახმარება.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s