რუსეთის ერთ-ერთ ოლქში, ჩელიაბინსკში დაფიქსირდა ექსტრემალურად მაღალი რადიაციული ფონი, რომელიც ათასჯერ აღემატება ნორმას. რადიაცია დაფიქსირდა ევროპაშიც. გაირკვა, რომ რადიაციული გაჟონვა ორი თვის წინ მოხდა, თუმცა ვიდრე ევროპელმა მეცნიერებმა არ ატეხეს განგაში (საფრანგეთი და გერმანია.), ამ ფაქტს არ ახმაურებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რადიაცული გაჟონვა დიდია, მოსახლეობას ისევ ჩვეულ რეჟიმში უწევს ცხოვრება და ადგილობრივი ხელისუფლება არანაირ ზომებს არ მიმართავს მათი უსაფრთხოებისთვის.
Monthly Archives: ნოემბერი 2017
ჩელიაბინსკში რადიაციული გაჟონვა დაფიქსირდა
კინტრიშის დაცული ტერიტორია – ქობულეთიდან ხინოწმიდამდე
კინტრიშის დაცულ ტერიტორია, სულ რაღაც ოციოდე კილომეტრზეა განლაგებული კურორტ ქობულეთიდან. მის შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული კინტრიშის ნაკრძალი და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. კინტრიშის დაცული ტერიტორიები აჭარაში, თბილისიდან 360 კილომეტრში, მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში და სოფელ ცხემლოვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის, ხოლო ზედა ალპურ იალაღებს ებჯინება. შავ ზღვას და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორის არის მოქცეული. ეს მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და კინტრიშის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის განმავლობაში, თითქმის იმდენივე ნალექი მოდის (3000 მმ), რამდენიც აჭარის ზღვის სანაპიროზე.
ბუნებასთან ჭიდილი
ბუმბერაზი მთებით გარშემორტყმული დარიალის ხეობა და მრისხანე თერგის ხმამაღალი დინება ულამაზეს სანახაობას ქმნის. სწორედ ამ ხეობაში, 2011 წელს კომპანია „დარიალი ენერჯიმ“ სახელმწიფოსგან მოპოვებული ნებართვით, მდინარე თერგზე მცირე დერივაციული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ჰესის მშენებლობა, ადგილობრივი გეოგრაფიული ლანდშაფტის გათვალისწინებით და პროექტის დიზაინიდან გამომდინარე, მისი მშენებლობა დამანგრეველი აღმოჩნდა ხეობისთვის. პროექტის განსახორციელებლად მდინარე თერგის მნიშვნელოვან ნაწილზე, კალაპოტში წყლის მხოლოდ და მხოლოდ 10% დატოვეს, დანარჩენი ნაწილი კი დერივაციული მილების, არხებისა და გვირაბების მეშვეობით ჰესისკენ კილომეტრობით მანძილზე გადაისროლეს. ხეობამ რადიკალურად შეიცვალა ლანდშაფტი და დაკარგა ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურულ-ეთნოგრაფიული ფასეულობა და ტურისტული მნიშვნელობა. Read the rest of this entry »
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მედიაექსპედიცია ქველმოქმედებასთან ერთად
18 ნოემბერს, შაბათს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები, გეგმავენ კვლავ განახორციელონ, ვიზიტი აჭარაში, ხელვაჩაურში მდებარე „მუყაოს ოცნების ქალაქში“. ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები მედია ექსპედიციაში მოამზადებენ რეპორტაჟებსა და სტატიებს, რომელიც გამოქვეყნდება სტუდენტურ სასწავლო გაზეთში, ასევე სტუდენტების მიერ შექმნილ ბლოგებზე და პორტალ ეკოფაქტზე. Read the rest of this entry »
აზიურ ფაროსანას ბრძოლა სახელმწიფომაც გამოუცხადა
ბოლო კვირის განმავლობაში, სოციალურ ქსელში ხშირია პოსტები, სადაც მოსახლეობა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიისა და სამეგრელოს სოფლებში, გავრცელებული მწერების გამო წუხს. ეს მწერები, რომელსაც აზიურ ფაროსანად მოიხსენიებენ, უმეტესად სიმინდსა და თხილს ეტანებიან. Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი, ლადო აფხაზავა, წერს: “მწერმა, სახელად, ფაროსანამ, გურიაში, ლანჩხუთში, ხილი და ბოსტნეული გააფუჭა, ახლა კი საყანე ფართობებს შეესია. ცოტაც და სახლებში დაბუდების პროცესი დაიწყება. ამ მწერებით გაივსება კარადები, თაროები, ფარდებში ეხვევიან და რბილ ავეჯში იდებენ ბუდეს და ირგვლივ საშინელ სუნს ტოვებენ. მართალია, ცეცხლი არ გვიკიდია, მაგრამ დროა რაღაც ღონისძიებებს მივმართოთ“. აზიური ფაროსანა სამეგრელოს სოფელში, აბაშაშიცაა, შემჩნეული..