RSS

Monthly Archives: ოქტომბერი 2017

დარიალის ხეობის მოდარაჯეები

სალომე ლომთაძე

სალომე მოისწრაფიშვილი

დარიალის ხეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული ხევია, რომელიც თავისი უნიკალური სილამაზითა და ისტორიული მნიშვნელობით ყველა მნახველს აღფრთოვანებულს ტოვებს. შეუძლებელია ამ მკაცრმა ბუნებამ არ მონუსხოს გამვლელი, თუმცა ეს გასაკვირი არც არის. Read the rest of this entry »

 

სტეფანწმინდაში ტურიზმი ვითარდება

 თამარ გეგენავა

დაბა სტეფანწმინდას, გერგეტის სამებას მყინვარწვერის სიდიადით, ყოველწლიურად, უფრო და უფრო მეტი ტურისტი ტკბება. ქართველი თუ უცხოეული დამთვალიერებლისთვის ყოველთვის საინტერესოა ამ ულამაზესი მხარის სტუმრობა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შეუძლებელია გულგრილი დარჩე და არ შეიგრძნო თითოეული ადგილის  სილამაზე, სიკოხტავე და თითქმის გარესამყაროსგან მოწყვეტილი არ ჩაიძირო მათ სამყაროში. Read the rest of this entry »

 

სვანური ქორწილი

თამარ შუკვანი

ქორწილის გადახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციაა საქართველოში, რომელსაც დიდი ზეიმით აღნიშნავენ. ამ ყველაფერში დიდ როლს თამაშობს ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. სვანეთში, (საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. 3 000–5 000 მეტრი სიმაღლის კავკასიონის მთებით შემოსაზღვრული სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღლა დასახლებულ რეგიონად ითვლება.) ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, ქორწილი დიდ ხარჯებს მოითხოვს, რადგან უმეტესობა, საქართველოში, მომავალი ბედნიერი ოჯახის საწინდრად, დიდი ქორწილის გადახდას აუცილებელ პირობად მიიჩნევს. ქორწილში, ნათესავები და ახლობლები არ შეიძლება გამოგრჩეთ. „ქორწილს ვაკეთებთ და დიდი ხარჯები გაღება გვიწევს, არ გავაკეთებთ და „სირცხვილი“ ჩვენ,“ – ასე ფიქრობენ სვანეთში. აუცილებლად გასათვალისწინებელია ნეფისა და პატარძლის მხარეთა ნათესავების რაოდენობა, რომელსაც წინასწარ ითვლიან. ასე, რომ ორივე მხარეს დასაპატიჟებელ სტუმრების რაოდენობის განსაზღვრას სერიოზული სამუშაო სჭირდება. Read the rest of this entry »

 

გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზა ტურისტების რაოდენობას გაზრდის

მეგი ინწკირველი

გერგეტი, სტეფანწმინდის მუნციპალიტეტი, უზარმაზარ მთებს შორის მოქცეული პატარა დასახლებაა, რომელსაც, ადგილობრივების თქმით, სოფლის სტატუსიც არ აქვს მინიჭებული. ვიდრე, გერგეტის სამების გზას დაადგები, სწორედ გერგეტის უბანი შეგხვდებათ. იგი შემაღლებულ ადგილზეა, მცირე ტერიტორიაზე ერთმანეთთან ახლოს მდებარე სახლები მიყოლებით არის განლაგებული და ქვისგან აშენებული კედლებით შემოფარგლული. Read the rest of this entry »

 

ფოტოგამოფენა “აღმოაჩინე ჭიათურა”

22627725_10155813264099310_1122340706_nგამოფენა – „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევა“ 17 ოქტომბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევა“ ფარგლებში გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა. (ბუჯას ხეობა, გუნდაეთის კარსტული რელიეფი, თვალუეთის ჩანჩქერი, საჩქეფიას ჩანჩქერი, კოტიასკლდის მღვიმე, კაცხის სვეტი, მანდაეთის მღვიმე, მდ. იმერეთის ფრონე, მდ. საძალიხევის ხეობა სვერთან, საქაჯკარის მღვიმე, ქვაბთაკარი მდ. ღვითორულას ხეობაში, სოფ. ხრეითი და შემორევა, ციხისწყლის კანიონი, ძუძანსას მღვიმე, ხრეითის ქვაყუნტია და სხვა.) პროექტი „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევა“ თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების ფარგლებში განხორციელდა. 6 თვის განმავლობაში სამივე საფეხურის სტუდენტები აქტიურ კვლევას ატარებდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რის შედეგადაც გამოიკვეთა ტურისტულად საინტერესო ობიექტები. პროექტის ხელმძღვანელია – დოქტორანტი ლიანა ხანდოლიშვილი. პროექტის წევრები: მაგისტრი ზურა რიკაძე, ბაკალავრიატის სტუდენტები: სალომე თაბაგარი, მარიამ ჯაფოშვილი, ვალერი ქამხაძე. პროექტის რეკომენდატორი: ასისტ. პროფ. გიორგი დვალაშვილი. გამოფენა 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

 

 

 

 

 

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 16/10/2017 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

ეკოფაქტი, „სატყეო რეფორმის“  ფარგლებში მედიაკონკურის გამარჯვებული გახდა

დღეს, „ფაბრიკაში“, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN ორგანიზებით, მეტყევის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სტუდენტ-ახალგაზრდობის შეხვედრა, სადაც, დაჯილდოვდნენ სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები, პროექტ „სატყეო რეფორმის“ ფარგლებში. შეხვედრაზე დაასახელეს ორი საპატიო მეტყევეც – ვეტერანი მეტყევე ლერი ჭოჭუა და გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი კარლო ამირგულაშვილი Read the rest of this entry »