RSS

დარიალის ხეობის მოდარაჯეები

28 ოქტ

სალომე ლომთაძე

სალომე მოისწრაფიშვილი

დარიალის ხეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული ხევია, რომელიც თავისი უნიკალური სილამაზითა და ისტორიული მნიშვნელობით ყველა მნახველს აღფრთოვანებულს ტოვებს. შეუძლებელია ამ მკაცრმა ბუნებამ არ მონუსხოს გამვლელი, თუმცა ეს გასაკვირი არც არის.

დარიალის ხეობა სწორედ ის ადგილია, სადაც საზღვარი ივლება საქართველოსა და რუსეთს შორის. აქ სასაზღვრო გამშვებ პუნტზე მუშაობა ძალიან რთული კლიმატური პირობების გამო, ზამთარში ძნელია. ამ განსაკუთრებულ ბუნების გავლით, გადის საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც  კავკასიონის მთავარ ქედზე გადადის ჯვრის უღელტეხილით და ქალაქ თბილისს  აკავშირებს ქალაქ ვლადიკავკაზთან. დარიალში გადატარებული ერთი დღით მიხვდებით, რომ პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რაც ქართული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს აკისრიათ, საკმაოდ დიდია. მათი მოვალეობაა აკონტროლონ სასაზღვრო პუნქტი, რათა ის ვინმემ უკანონოდ არ გადმოკვეთოს. მათი თქმით, რთულია იყო მუდამ მზად შენი ქვეყნის სადარაჯოზე მსგავს პირობებში, სადაც ზამთარში ტემპერატურა -20 გრადუსიდან -25 გრადუსსაც კი აღწევს.

მესაზღვრეები ამბობენ, რომ მათ ბევრჯერ მოუწიათ რთულ სიტუაციაში მუშაობა, მაგალითად, 2014 წლის 17 მაისს, სწორედ  დარიალის ხეობის მესაზღვრეებმა მოახდინეს დროული რეაგირება დევდორაკიდან მყინვარული ღვარცოფის მოვარდნისას, როდესაც მთელი ტერიტორია ჩამოშლილმა მიწამ დაფარა.

„ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ღვარცოფის შესახებ რაციით გადასცა ინფორმაცია,“ -იხსენებს ერთ-ერთი მესაზღვრე, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, – ,,სამაშველო სამსახურის მოსვლამდე, ჩვენ მოვახდინეთ ტურისტებისა და სტიქიის ეპიცენტრში მყოფი ხალხის ევაკუირება. ყველა მათგანი გადავიყვანეთ სპეციალურად განკუთვნილ, ამაღლებულ საგუშაგოზე, სადაც დაცულები იყვნენ, შემდეგ კი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით გადავიყვანეთ დაბა ყაზბეგში.’’

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მძიმე პერიოდში სატვირთოები, რომლებიც ვლადიკავკაზიდან მოდიოდნენ, დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში, გაჩერებული იყო. სტიქიამ დააზიანა დენის სადენებიც, რამაც ელექტროენერგიის მიწოდება  გარკვეული დროით შეზღუდა. განსაკუთრებით რთული იყო ასეთ ვითარებაში პატრულირება საბაჟო გამშვებ პუნქტზე „როცა მივხვდით, რომ ჩვენს სიცოცხლესაც ემუქრებოდა საფრთხე წამიერად ვიფიქრეთ კიდეც, რომ ადგილი დაგვეტოვებინა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩვენი სამსახურეობრივი მოვალეობა თითქოს უფრო მაღლა დავაყენეთ, ვიდრე ჩვენი თავი. ალბათ, ეს არის ჩვენი სამსახური, შეძლებისდაგვარად ბოლომდე ვიყოთ ადგილზე.’’

განსაკუთრებით რთულია გამშვები პუნქტის მესაზღვრეების როლი საომარი სიტუაციების დროს, რადგან ხშირად მსგავს სიტუაციებში სამხედრო ძალას უჭირს ადგილზე მისვლა ადგილდმებარეობიდან გამომდინარე, ხანდახან კი უდიდეს პრობლემას ქმის ამინდი. ამ დროის განმავლობაში, კი მესაზღვრეებს  საკუთარი ხელებით და მთელი მონდომებით უწევთ მოწინააღდგეებთან გამკლავება.

თითქოს დაძაბულ არეალში, სადაც მუდმივად ქაოტური მოძრაობაა, იქვე სასაზღვრო პუნქტთან ახლოს, შეუძლებელია არ შენიშნო  წმინდა მთავარანგელოზის სახელობის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც თავისი მყუდროებით, სტატიკურად გადმოჰყურებს კლდიდან ხეობას და მდინარე თერგს. განსხვავებულია თავისი სიდიადით, უნიკალური, ოსტატურობი აგებულებით. მისი მშენებლობა, ჯერ კიდევ, 2005 წელს დაიწყო და სამშენებლო სამუშაოები ახლაც გრძელდება. კომპლექსი 2011 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II -მ აკურთხა.

ადგილობრივები იხსენებენ, რომ უწმინდესმა მონასტრის სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დიდია  სასაზღვრო ზოლში ეკლესიის როლი, რადგან სტუმარი, რომელიც საზღვარს გადმოლახავს, მაშინვე მიხვდება, თუ რამხელა მემკვიდრეობის მატარებელი ქვეყანაა საქართველო, თავისი უნიკალური ძეგლებითა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით – ქრისტიანობით. “ეს ტაძარი იქნება ციხესიმაგრე, როგორც – თამარ მეფის დროს. გვიჩვენებს სასწაულს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი ქვეყნები ისევ მშვიდობიან ურთიერთობაში იქნებიან”. ადგილობრივი მაცხოვრებლები ფიქრობენ, რომ  ტაძარი  “კლდესა ზედა”  ისეთია, რომ “ბჭენი ჯოჯოხეთისანი” ვერ მოერევიან მას. თითქოს, მათ ამ ტაძრის მფარველობის იმედი აქვთ.

კიდევ ერთი ისტორიული ღირშესანიშნაობა, რასაც დარიალში შევხვდებით, არის უძველესი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დარიალის ციხე.  იგი 1000 მეტრზე მებარეობს და საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე უკანასკნელი პუნქტია.

საინტერესოა მისი ისტორიული მნიშვნელობაც, ადგილობრივების თქმით, დარიალისხეობის საიმედოდ დაცვისათვის საჭირო იყო მკვიდრი სიმაგრე, სადაც ჩადგებოდა მუდმივი გარნიზონი. ამ მიზნით ციხის ასაგებად აარჩიეს მცირედ გაშლილი ადგილი, რომელსაც თავზე მთა დაჰყურებდა, სწორედ ამ მთაზე აღმართეს ციხე.

მთა, დღესაც მიუდგომელი სალი კლდეა ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, საიდანაც ყველაზე მეტი საფრთხე იყო მოსალოდნელი, დასავლეთით კი ქვით ნაშენი კედლები აუგიათ მეტი სიფრთხილისთვის. მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ნანგრევებში სხვა და სხვა დროის, მათ შორის ძვ.წ. II  და ახ.წ. XVIII -ის სამშენებლო ფენები გაირჩევა. ისინი ძირითადად ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანისაა. გამომდინარე აქედან, მშენებლობა დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და ყოველ რამდენიმე საუკუნეში ერთხელ ემატებოდა სამშენებლო მასალების კვალი.

თითქოს ამ პატარა არეალში, სადაც მიუვალი ადგილებია და მაღალმთის ნოტიო მუდმივთოვლიანი ჰავაა, კლდეებს შორის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამყაროებია, სადაც თავს იყრიან სამშობლოს ერთგული მამაცი გუშაგები, რომლებიც მოთმინებით ასრულებენ თავიანთ სამუშაოს,  დიადი ტაძარი თავისი კომპლექსით, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდია  ტერიტორიით, და უძველესი დროის ციხის ნანგრევები, თავისი  ისტორიული მნიშვნელობითა და ღირებულებით. სწორედ, ეს არის დარიალის ხეობა.

ფოტო: სალი მოისწრაფაშვილი

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s