RSS

მესტია-ხაიში-იფარის მონაკვეთზე კლდე-ზვავური პროცესები განვითარდა

08 ივლ

mewyeri 1008ამ წუთებში, მესტია-ხაიში იფარის მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, კლდე-ზვავური პროცესებია განვითარებული.

“ჩამოშლილია ნახევარ ტონაზე მეტი სიმძიმის ქვები…” – გვეუბნება  გიორგი დვალაშვილი გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, გეომორფოლოგი.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს ის მონაკვეთია, სადაც მუდმივად მოძროაბენ ტურსიტები, კლდე-ზვავური პროცესები კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ გადაადგილებას. იმედია, სტიქიის შედეგად განვითარებული მოვლენები მსხვერპლით არ დასრულდება… მესტია-ხაიში-იფარის მონაკვეთი სასწრაფოდაა გასაწმენდი, სპეციალური ტექნიკით.

ძლიერი წვიმის შედეგად, პრობლემები შეიქმნა პრომეთეს მღვიმის ტერიტორიაზეც, მდინარე ყუმი, რომელიც პრომეთეს მღვიმეში გაედინება, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა და ტურისტულ ბილიკებამდე გადავიდა.

 

 

დატოვე კომენტარი