RSS

აჭარის მაღალმთიანეთში თოვლია

02 ნოე

Tovli aWaraSiთოვლი მოვიდა მაღალმთიან აჭარაში. ამ ფოტოზე, ხულოს რაიონი სოფელი თხილვანაა. ფოტო  მოგვაწოდა როინ გუნდაძემ, მისი თქმით, თხილვანაში,  ამჟამად ნახევარ მეტრამდე თოვლია.

ღორჯუმის ხეობის მიმდებარე  სოფლებშიც და გოდერძის უღელტეხილზე, 60 სანტიმეტრამდე თოვლია, ავტომანქანებით მოძრაობა შეზღუდულია.  მისივე გადმოცემით, ხულოს რაიონში 5000 ოჯახზე მეტი უშუქოდაა დარჩენილი.შეგახსენებთ, რომ სინოპტიკოსები, საქართველოში, უახლოესი სამი დღის განმავლობაში, ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ.

 

 

დატოვე კომენტარი