საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო რამდენიმე წელია, ტრადიციად ჩამოყალიბდა ახალი წლის წინა პერიოდში დიდი რაოდენობით ნაძვების, სხვა წიწვოვანი სახეობების მოჭრა და მათი რეალიზაცია. ამიტომ დღეიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან კოორდინირებული თანამშრომლობით წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. Read the rest of this entry »
Monthly Archives: დეკემბერი 2013
წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება
თუშეთში ფიჭვნარის გამაჯანსაღებელი ღონისძიებები 2014 წლიდან დაიწყება
თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიჭვნარის გამაჯანსაღებელი ღონისძიებები 2014 წლიდან დაიწყება. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ განუცხადა. როგორც ცნობილია, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიჭვნარს განადგურება ემუქრება. Read the rest of this entry »
კარვებს შეფარებულები
48 წლის ბედია უსახლ-კაროთათვის გახსნილ კარავში უკვე ერთი კვირაა იმყოფება. აქ პატრულის თანამშრომლებმა გორიდან ჩამოიყვანეს, მას არც ახლობლები ჰყავს და არც სახლი აქვს. ახლანდელი სუტიაციით კმაყოფილია, რადგან სითბო, საწოლი და საჭმელიც აქვს. Read the rest of this entry »
ბათუმში კრიზისების მართვის დროებითი შტაბის სხდომა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ბათუმში კრიზისების მართვის დროებითი შტაბის სხდომა გამართა და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირებისგან ანგარიში მოისმინა. სხდომაზე აჭარაში უამინდობის გამო შექმნილი ვითარება და პრობლემების გადაჭრის გეგმები განიხილეს. გუშინ გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დღეს აჭარის რეგიონში შემოყვანილია დამატებითი ტექნიკა, რათა გზების უფრო სწრაფი და ეფექტიანი გაწმენდა მოხდეს. გეგმის მიხედვით, მთელს რეგიონში გზების გაწმენდა დღის ბოლომდე დასრულდება. Read the rest of this entry »
შემოგვიერთდი შენც – ნუ მოჭრი ნაძვის ხეს!!!!
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ტყეებით მდიდარ ქვეყნებს მიეკუთვნება, ტყეების საშუალო, უცვლელი სიმჭიდროვე ბევრგან კრიტიკულ ზღვარს აღწევს. ქვეყნის ტყის საფარი საფრთხის წინაშეა. საქართველოში, გაუთავებელი ჭრების გამო, ტყის საფარი, საგრძნობლად არის შემცირებული. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ამის მიზეზი უკანონო ჭრები და ტყის არასწორი კონტროლია. უკანონო ხის ჭრამ საქართველოც მნიშნველოვნად დააზარალა, რამაც შესაძლოა ფატალურ შედეგებამდე მიგვიაყვენოს. Read the rest of this entry »
ანტარქტიდაზე -91,2 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა
ანტარქტიდაზე იაპონური კვლევითი სადგურ Dome Fuji-ის ტერიტორიაზე ცელსიუსის შკალით მინუს 91,2 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა. ეს ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ოდესმე დაფიქსირებულთა შორის ყველაზე დაბალია. Read the rest of this entry »
112 წლის შემდეგ ეგვიპტეში თოვლი მოვიდა
ქაიროში 1901 წლის მერე პირველად მოვიდა თოვლი. ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ყველასათვის მოულოდნელად მოვიდა თოვლი, მოულოდნელად იმდენად რამდენადაც თოვლი ქაიროში ბოლოს 1901 წელს მოვიდა. სადღეისოდ ეგვიპტის დედაქალაქში +7გრადუსია, ეს კი ბოლო 112 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. Read the rest of this entry »
მუყაოს “ოცნების ქალაქში” ჩვილების გადასარჩენად ხეებს ჭრიან
ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულებმა ფიცრულების მიმდებარედ ალვის ხეების გაჩეხვა დაიწყეს. ”მუყაოს ქალაქში” მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი ქმედებას მცირეწლოვანი ბავშვების სიცივისგან დასაცავად ხსნიან. შესახლებულები ამბობენ, რომ მთავრობას შეშის გამოყოფისთვის მიმართეს, თუმცა დახმარება უწყებიდან არ მიუღიათ. Read the rest of this entry »
გადავარჩინოთ წიწვოვანი მცენარეები
დღეს, 14 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის და ეკოლოგიის სპეცილობის სტუდენტების მიერ შექმნილი ,,თსუ-ეკო კლუბის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, „ნუ მოჭრი წიწვოვან მცენარეს“ – ხეების საახალწლოდ ჭრასთან დაკავშირებით. Read the rest of this entry »
ტურიზმის ადმინისტრაცია ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან ტუროპერატორებსა და ჟურნალისტებს მასპინძლობს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, რეგულარულად ახორციელებს პრეს და გაცნობით ტურებს მიზნობრივი ბაზრებიდან. Read the rest of this entry »




