RSS

გარემოს დაცვის საკითხების გაშუქება მედიაში

29 ოქტ

folkradioგუშინ, Folk Radio-ში (ფოლკრადიო), რომელიც მაუწყებლობს 99,3 სიხშირეზე, დავით მაღლაფერიძის საავტორო გადაცემა “ხალხის დრო” დაეთმო გარემოს დაცვასა და ამ თემებზე ქართულ მედია სივრცეში გაშუქების პრობლემებს. folk radio 002გადაცემაში მიწვეულნი იყვნენ სოციალური მედიის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად აშუქებენ გარემოს დაცვის პრობლემებს, http://www.ireporter.ge -ს ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე და  www.ekofact.com-ის ხელმძღვანელი ოლიკო ცისკარიშვილი, ასევე თსუ-ს ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშილი და არასამთავრობო ორგანიზაციის “მწვანეთა მოძრაობის” წარმომადგენელი ასლან ართმელაძე.

გადაცემაში მწვავე საკითხებსაც შეეხნენ, როგორიცაა სახელმწიფოს დამოკიდებულება მედიაში გაშუქებული გარემოს დაცვის პრობლემებისადმი, არასამთავრობო სექტორისა და მედიის თანამშრომლობის პრობლემები და ა.შ.

მოგვიანებით შემოგთავაზებთ ამ გადაცემის აუდიო ჩანაწერს.

 

დატოვე კომენტარი