ოლიკო ცისკარიშვილი
პრომეთეს მღვიმე ან ღლიანის მღვიმე, რომელიც გამოცხადებულია ბუნების ძეგლად კარსტული მღვიმე დასავლეთ საქართველოშია. ეკუთვნის წყალტუბოს მუნიციპალიტეტს და მდებარეობს ქვილიშორისა და ყუმისთავის სიახლოვეს, მდინარე ყუმის აუზში, ზღვის დონიდან 100 მეტრზე. პრომეთეს მღვიმეში ვიზიტისას სასურველია გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რადგან ბილეთის აღება მოგიწევთ, რომელიც 6 ლარი ღირს, ნავით გასეირნება კი დამატებით 7 ლარი ჯდება. მოწაფეებისა და სტუდენტებისთვის ფასდაკლება. ერთი შეხედვით ძვირადღირებული სიამოვნებაა, თუმცა დამერწმუნეთ ღირს, მღვიმეში წარმოდგენილი სატალაქტიტები, სალაგმიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მიწისქვეშა ტბები და სხვა ხილვა საკუთარი თვალით 80 მეტრ სიღრმეზე და 14 გრადუს ტემპერატურაზე, 1400 მეტრის ფეხით გავლა მართლა ძალიან სასიამოვნო მოგონებად დარჩება მნახველს. Read the rest of this entry »