RSS

17 და 18 აგვისტოს ბათუმი ლუდის ფესტივალს მასპინძლობს

16 აგვისტო

baTumi 00317 და 18 აგვისტოს ბათუმი ლუდის ფესტივალს მასპინძლობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათ ატარებს და ორი დღეს გასტანს. ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდება სხვადასხვა სახის შეჯიბრი ლუდის სმაში, გამარჯვებულებს პრიზად გადაეცემათ ფესტივალის ატრიბუტიკა – ქუდები, სათვალეები, კათხები, მაისურები და ტალონები.ლუდის შეძენა მოხდება ტალონებით. ერთი კათხა “ნატახტარი” და “მთიელი” გაიცვლება ერთ ტალონზე, ხოლო ერთი კათხა “კოზელი”, “ეფესი” და “კაიზერი” – ორ ტალონზე. ტალონის ფასია 1.50 ლარი და მისი ყიდვა შესაძლებელი იქნება ფესტივალის მთელ ტერიტორიაზე.

 

დატოვე კომენტარი