RSS

აჭარისა და ტურიზმის დეპარტამენტში სეზონური სიახლეების პრეზენტაცია შედგა

15 აგვისტო

zRva 00013დღეს, აჭარისა და ტურიზმის დეპარტამენტში სეზონური სიახლეების პრეზენტაცია შედგა. დეპარტამენტში დაწყებულია არა ერთი საინტერესო პროექტი, რომელიც სარეკლამო კამპანიას მსოფლიოს 10 ქვეყანაში ახორციელებს. მათ შორის საერთაშორისო პროექტი „Batumi In Your Pocket” მცირე ფორმატში მოქცეულია მაქსიმალური ინფორმაცია ბათუმის შესახებ. ბროშურა გამოიცა სამ ენაზე: ინგლისურ, რუსულ და პოლონურ ენებზე. პოლონეთიდან ტურისტების ზრდამ განაპირობა ბროშურის პოლონურად გამოცემა. ასევე დაწყებულია პროექტი „გაიზიარე ბათუმის სიყვარული“. პროექტი ითვალისწინებს უკვე ტურისტად მყოფი ადამიანების შთაბეჭდილებებისა და მოსაზრების გაზიარებას მომავალი ტურისტებისთვის. პროექტში ჩართულები არიან ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი.
ინფორმაცია ბათუმის ღირსშესანიშნაობების, მიმდინარე ღონისძიებებისა და ტურისტული ობიექტების შესახებ ყოველდღიურად ახლდება Facebook-იქ გვერდზე. (www.facebook.com/visitbatumi.travelwww.gobatumi.com)

 

დატოვე კომენტარი