ხვალ, მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 11 დეკემბერი – მთის საერთაშორისო დღედ, 2003 წელს გაეროს 57-ე გენერალურ ასამბლეაზე დაამტკიცეს.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა გაეწიათ ამ დღის ორგანიზება, მთის რეგიონების განვითარებისთვის. დადგენილ რეზოლუციაში განსაკუთრებით აღნიშნულია მთიანი რეგიონების განვითარება. Read the rest of this entry »
Monthly Archives: დეკემბერი 2012
ხვალ მთის საერთაშორისო დღეა
მანგლისი – ეკოტურიზმი და სამკურნალო ტურიზმის პერსპექტივები
მანგლისის საეპისკოპოსო ტაძარი ქრისტიანობის ერთი უძველესი ცენტრთაგანი იყო საქართველოში. მემატიანეების გადმოცემით, მანგლისში უკვე მირიან მეფის დროს (მე-4 საუკუნეში) აუგიათ ეკლესია. ტაძრის უძველესი ნაწილები VII მიეკუთვნება. 1002 წელს, შენობა არსებითად გადააკეთეს და გააფართოვეს. აღმოსავლეთის ნაწილი, კარიბჭეები და კედლების ჩუქურთმები, XI ს-ეს მიეკუთვნება. ამავე საუკუნეშია შესრულებული გუმბათში შერჩენული კედლის მხატვრობაც. 1852 წელს ძეგლი შეაკეთეს და შიგნიდა შელესეს. ტაძარი მოქმედია და ამჟამადაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. Read the rest of this entry »
ძაღლებს კიბოს აღმოჩენა შეუძლიათ
კიბოს მრავალი ფორმა ორგანიზმში ორგანულ ნაერთებს ქმნის, რომელიც ჯანმრთელ ადამიანს არა აქვს. ავსტრიელმა მეცნიერებმა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის გზა ძაღლების დახმარებით იპოვნეს. Read the rest of this entry »
გორის ციხიდან სტალინის მუზეუმამდე
ქალაქი გორი მდებარეობს ქართლის გულში. ძველთაგანვე აქ თავს იყრიდა არა მარტო დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, არამედ ჩრდილოეთიდან დიდ და პატარა ლიახვზე, მდინარე მეჯუდაზე გამავალი გზები და სამხრეთიდან, ტანას ხეობით მომავალი გზა. გორის მიდამოები მცირედაა გაშლილი, მაგრამ თვით ციხესა და ქალაქს საფუძველი სწორედ იმ კლდოვან გორაკზე ჩაეყარა, რომელიც ტაფობის შუაზეა აღმარული. აქედან კარგად ჩანდა შორიდან მომავალი გზები და მტერი ძნელად თუ მოეპარებოდა მას. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა. მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე. Read the rest of this entry »
მინერალური წყალი ბორჯომი და ბალნეოლოგიური კურორტი
ბორჯომში ბალნეოლოგიურ და კლიმატურ კურორტზე, ახალგაზრდობის შემდეგ არ ვყოფილვარ… მაშინ სულ სხვა ხიბლი ქონდა… მიუხედავად იმისა რომ ვარდების რევოლუციის მესვეურები ამბობდნენ, რომ ბორჯომი განაახლეს და დაამშვენეს, ეს განახლება ერთჯერად აქციას უფრო წააგავდა… ბორჯომ-პარკი, სადაც დღე-და ღამ შეგვეძლო ახალგაზრდებს სეირნობა და დასვენება, მინერალური წყლის დაგემოვნება, ახლა ჩარაზულია და იქ შესვლა სამწუხაროდ, ფასიანია. ხშირად მინახავს ამა თუ იმ დაავადებით შეწუხებულებს ბორჯომ-პარკიდან როგორ ამოჰქონდათ მინერალური წყალი და მიირთმევდნენ. ეხლა ეს კომფორტი ბაღში შესვლის საფასურის გარეშე შეუძლებელია. Read the rest of this entry »
ნუ მოჭრით ხეს!!!!!!
ფრენდებო, მეგობრებო, კოლეგებო დამეხმარეთ!!!!!!!!
ჩემი სახლის წინ, უკვე ერთი კვირაა სასმელი წყალი იღვრება, ჯერ ხევში ჩადიოდა, ეხლა მიმართულება შეიცვალა და 8 სართულიანი სახლის სარდაფში მიედინება. მზობლების თქმით, წყალკანალსაც მიმართეს და მერიასაც, სადაც უთქვამთ რომ ყველაფერი საცოდავი 30 წლიანი ნაძვის ფესვების ბრალი ყოფილა და ითხოვენ ხელმოწერებს, რომ ნაძვი მოიჭრას… Read the rest of this entry »
ინგლისელი მილიარდერი მარსზე ქალაქის გაშენებას გეგმავს
15-20 წელიწადში მარსზე საცხოვრებლად პირველი ახალმოსახლეები გაეგმზავრებიან. 80 ათასი ადამიანის “წითელ პლანეტაზე” განსახლებას ცნობილი მილიარდერი, ელონ მასკი უზრუნველყოფს. მასკი კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. თავისი გეგმების შესახებ, ელონ მასკმა განცხადება ლონდონში, აერონავტიკის სამეფო საზოგადოების სხდომაზე გააკეთა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მილიარდერი დარწმუნებულია, რომ მის კოპანიას შეუძლია ხომალდის აგება და მეზობელ პლანეტაზე ხალხის გადაყვანა. Read the rest of this entry »







