ოლიკო ცისკარიშვილი
კახეთში, თელავის რაიონში, დაბა ნაფარეულთან, ლოპოტას ხეობაში, (20 კ.მ თელავიდან და 170 კ.მ თბილისიდან), ლოპოტას ტბასთან მისასვლელ გზაზე უზარმაზარი შლაგბაუმი დაგვხვდა, გამიმართლა, რომ ჯგუფთან ერთად მივდიოდი და ნომერი უკვე დაჯავშნული იყო. საოცარი ტბა მთებს შორის ლამაზად რომ ლივლივებს ტურისტებისთვის, ხელმისაწვდომი არაა…
დიახ, ტურისტებისთვის, რომლებიც ზურგჩანთებით დაიარებიან, ვერც კარავს დასცემენ ტბასთან და ვერც თევზს დაიჭერენ, რადგან ლიპოტის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ სასტუმროში არ გაქვს ნომერი დაჯავშნული, უბრალოდ, არ შეგიშვებენ…
თუმცა მთაში დასვენების მოყვარულთათვის ეს იდეალური ადგილია. ულამაზესი ბუნება, ტბა, სიმშვიდე. აქ ყველაფერია. დასასვენებელი კომპლექსი “ლოპოტა” 2008 წელს გაიხსნა. (ამბობენ, ტურიზმის განვითარებისთვის, თუმცა ლამაზად და კომფორტულადაა მოწყობილი, მეეჭვება ტურიზმის განვითარებას უწყობდეს ხელს. ტურიზმი ხომ მხოლოდ ნომრის დაჯავშნას არ გულისხმობს) ტბაზე, რომლის გარშემოწერილობა ერთი კილომეტრია უმშვენიერესი გედები დაცურავენ. ამბობენ, ტბის სიღრმე ნაპირთან მეტრანახევარია, შუაში კი მისი სიღრმე ოთხს მეტრს აღწევსო. იქ შეღწეულ დამსვენებლისთვის დაუვიწყარია იქ გადატებული დრო.
დასასვენებელ კომპლექსის სერვისში შედის ცხენებზე სეირნობა, ბილიარდი, კორტები და სხვა…
იქ სტუმრობისას ბევრი რუსი დამსვენებელი შემხვდა, რომლებიც დიდი სიამოვნებით ერთობოდნენ და ისვენებდნენ სასტუმროს კომპლექსის შეთავაზებული მომსახურებით.






















