RSS

თუშეთი – ილურთა

10 სექ

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

ილურთა სოფელია პირაქეთა თუშეთში, რომელიც ცოტა ხნის წინ ნასოფლარად ითვლებოდა, თუმცა ჩვენი ჩასვლისას, რამდენიმე ოჯახი იყო ჩასული და საბედნიეროდ, მშენებლობა-რესტავრაციაც, ნაფუძრების აღდგენაც ქონდაც დაწყებული. სოფლის შუაგულში მე-19 საუკუნის ეკლესიასთან, ახალგაზრდა ილურთელთან ერთად ადგილობრივები წყაროს აპირკეთებდნენ.

ეკლესიაში უნიკალური წიგნები და ნივთებია შენახული, რომლებსაც ადგილობრივები თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ.

ილურთელი არკადი, თანასოფლელებთან ერთად, სადღესასწაულოდ, ლუდსაც ხდიდა (იქ შესვლა, წეს-ჩვეულების მიხედვით, ქალებისთვის აკრძალულია).

ისინიც ცოტა ხნის შემდეგ, სექტემბრისთვის, დატოვებენ თუშეთს და სხვებივით ბარს მიაშურებენ.

ილურთელები, იქვე ეკლესიასთან გვიყვებოდნენ კაი ყმისა და თუშების ვაჟკაცობის ლეგენდებს და ოცნებობენ, რომ ისევ აღდგეს მათ კუთხეში ცხოვრება და მთას დაუბრუნდეს მთიელი.

”ეს ფერდობები სულ ყანებით იყო დაფარული. ზამთარში ხალხი საერთოდ არაა. – ამბობენ ისინი.”

ეხლა ტურიზმის კუთხედ აპირებენ გადაქცევას, სხვა პერსპექტივა არაა. – ამბობენ ასაკოვანი ხალხი. ხალხი ადრეც და ახლაც შეშით თბება.

”აქ მოდიოდა ხორბალი, კარტოფილი, ხორბალს მხოლოდ საგანგებო დღეებში, დღესასწაულებზე ხმარობდნენ, ჭამდნენ მხოლოდ ჭვავის პურს. – გვიყვება წარმოშობით ილურთელი მეცნიერი გიორგი ცოცანიძე, რომელიც ახლა საკუთარ სოფელშია და ჩვენ შემთხვევით გადაგვეყარა.

”ადრე, მოსავლისა და გადასახადის აკრეფის გზა სამრევლოები იყო. თუშეთში საერთოდ, ოთხი თემი იყო, მერე კი სამრევლოები თემებად გაიაზრეს და იყო 8 სამრევლო,. თუშეთში იყო დემოკრატიული მართვის უბრწყინვალესი ორგანო. მმართელო ორგანო იყო სათუშო შეყრა. თუშები თავის თავს ეძახდნენ მთებს. გომეწარს, ჩაღმა, პირიქითი, წოვათას ეძახდნენ ხევს.

ხევებს ჰქონდათ თავთავისი მმართველი ორგანო და შესაკრებელი ადგილი. საერთო სათუშო შეყრა იმართებოდა მხოლოდ მაშინ, როცა საერთო სათუშო საკითხები იყო გადასაჭრელი, ან უნდა ლაშქარი გასულიყო მეფის ლაშქარში, ან  საერთო ლაშქრობა უნდა მოწყობილიყო, ვინ წავიდეს ლაშქარში და ვინ დაიცვას ადგილზე, ცხვარი, მოსახლეობა.

ჭანჭახოვანი ჩაღმის თემის ერთი ნაწილია. ილურთას და კიდევ ორს (ერთი ნასოფლარი) ერქვა ხეცუღურთა. მაგრამ გომეწრის თემის ნაწილია. ილურთას ქედის გადაღმა კიდე ოთხი სოფელია – ივანაურთა.

სალაშქროდ რომ მიდიოდნენ ჩაცმულები მიდიოდნენ, მერე გაიხდიდნენ, და ცხენებთან დატოვებნენ. ამას ეძახდნენ თარეშს, რომ მსუბუქად ევლოთ. თუშებს განსაკუთრებული საბრძოლო ტრადიცია ჰქონდათ, ეს გამოცდილება შამილის წინააღმდეგ გამოიყენეს. ქართველები სპარსელს რომ ებრძოლებოდა, უკან დაღერებული ხანჯალი ქონდა ლეკისა. ამიტომ იბრძოდნენ თავგამოდებით. თუშების ლაშქრის თავისებურება იყო – ომი შექცევ-გაქცევით – ესაა ომი შექცევითა და გაქცევით, საუკეთესო პოზიციის დასაკავებლად, შეუტევდნენ და მერე უკან დაიხევდნენ. მტერი რომ გამოყვებოდა, მერე შეუტევდნენ,” – გვიყვება თუში მეცნიერი გიორგი ცოცანიძე.

 

დატოვე კომენტარი