RSS

სათაფლიას სახელმწიფო ნაკრძალი

19 აგვისტო

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

1925 წელს ქუთაისის მუზეუმის თანამშრომელმა, პედაგოგმა პეტრე ჭაბუკიანმა, პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძიებისას შემთხვევით აღმოაჩინა სათაფლიას გამოქვაბული. სათაფლიას მღვიმე საქართველოში პირველი კარსტული მღვიმეა, რომელიც კეთილმოეწყო ტურისტებისთვის. ნაკრძალი დაარსდა 1935 წელს. სახელი სათაფლია კირქვის ნაპრალებში უხსოვარი დროიდან დაბუდებულ ფუტკარს უკავშირდება, რომელიც თაფლს აგროვებდა. ფუტკარი აქ დღემდე აგროვებს თაფლს.

სათაფლიას მღვიმე წარმოადგენს მდ. ოღასკურას ბუნებრივ კალაპოტს, 30 მილიონი წლის განმავლობაში ეს პატარა მდინარე თანდათანობით იკვლევდა გზას და აფართოებდა მღვიმის დერეფნებს. მღვიმეს აქვს განშტოებები, რომელთა საერთო სიგრძე 900 მეტრია, ბილიკის სიგრძე კი 309 მ-ია.

მღვიმეში შემსვლელებს გასაოცარი სამყარო ეშლებათ თვალწინ. ნაღვენთი ფორმების (სტალაქტიტი, სტალაგმიტი, სტალაგნატი) მოვარდისფრო-მეწამული შეფერილობა მათში რკინის შემცველობის დასტურია. დარბაზის ჭერზე არსებული ნაღვენთები გამჭვირვალე ფერისაა, ამიტომაც მას ”გამჭვირვალე დარბაზი” ეწოდა. დარბაზის შემდეგ ჩრდილოეთით მიემართება დერეფანი. აქ სტალაქტიტების ზრდის პროცესი შეწყვეტილია. ამიტომ ამ დარბაზს ”ნაღვენთების გაქვავებული ბაღის” სახელით მოიხსენიებენ.

შესასვლელიდან 210 მეტრში მდებარეობს გუმბათოვანი დარბაზი, რომლის ცენტრში გრანდიოზული ნაღვენთებია. მათგან ერთ-ერთი სტალაგმიტის აგებულებას გულის ფორმას ადარებენ, მისი სიმაღლე 3 მეტრს აღემატება, ხოლო გარშემოწერილობა 12 მეტრია. სტალაგმიტზე ჭერიდან მუდმივად ეწვეთება კალციტებით მდიდარი წყალი.

გულის დარბაზიდან 80 მეტრიანი ბილიკი გასასვლელისკენ გადის, რომლის მარჯვენა მხარეს პატარა ტბაა. სათაფლიას მღვიმეში ზამთრა-ზაფხულ მუდმივი ტემპერატურაა + 14 გრადუსი.

ძნელი წარმოსადგენია, რომ სათაფლიას სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ოდესღაც გიგანტური მტაცებელი დინოზავრები ცხოვრობდნენ. თუმცა სათაფლიას ნაკვალევი ამის უტყუარი დასტურია. ყველაზე საშიშ დინოზავრებს ეწოდებოდა ტირანოზავრი, რომლის სახელიც ბერძნული სიტყვების ”ტირანი”-სა და”ზაურუს” (ხვლიკის) შერწყმით წარმოიშვა. ტირანიზავრის გამოჩენა უაღრესად დიდ შიშს გვრიდა სხვა დინოზავრებს. ზოგიერთი -ტრაქოდონი შიშისაგან ჭაობებში პოულობდა თავშესაფარს, ზოგი კი სირაქლემას მსგავსები დიდი სისწრაფით გარბოდნენ, რათა თავი გადაერჩინათ. მათთვის ძალიან ძნელი იყო წინააღმდეგობის გაეწიათ ასეთი ძლიერი და საშიში მტეცებლისთვის.

მისი სიმაღლე უკანა ფეხებზე დგომისას 5 მეტრს აჭარბებდა  და სიგრძე 15 მ-ს აღწევდა, წონა კი 7 ტონას აღემატებოდა. იგი მასიური, ხანჯლისებრი, ბასრი და დიდი კბილებით იყო შეიარაღებული. ძლიერი კუდი და მასიური უკანა კიდურები ვეებერთელა სხეულის საყრდენს წარმოადგენდა. რედუცირებული წინა კიდურები კი დანამატის სახით იყო შემორჩენილი. ტირანოზავრის ნაშთები ნაპოვნია ჩრდილოეთ ამერიკის ზედა ცარცული პერიოდის ნალექებში. ნაპოვნია აგრეთვე ნაფეხურებიც საიდანაც გაირკვა, რომ მისი ტერფის სიგანე 79 სმ-ს უდრიდა, სიგრძე – 76 სმ-ს, ნაბიჯი კი 3,76 მ-ს.

აღნიშნული სახეობა ყველაზე დიდ ხანს შემორჩა დედამიწაზე და 65 მილიონი წლის წინათ გადაშენდა.

სტეგოზავრი იურული პერიოდის დაახლოებით 210-144 მლნ. წლის წინათ მობინადრე ერთ-ერთი ტიპიური ოთხფეხა ბალახისმჭამელი დინოზავრების წარმომადგენელია. მათი სხეულის სიგრძე 9 მ-ს, წონა კი 4 ტონას აღწევდა. გრძელ კისერზე პატარა თავი, ხოლო კუზიან ზურგზე ორ რიგად ჭადრაკისებურად განთავსებული რომბისებური ფორმის ფირიფიტები ჰქონდათ. კუდის მონაკვეთზე კი ბასრი გარქოვანებული წანაზარდები. სტეგოზავრებს წინა ფეხები მოკლე, უკანები კი 2-ჯერ გრძელი და ბოძებივით მსხვილი ჰქონდათ. სტეგოზავრების კვალი და სხეულის სხვადასხვა ნაწილები პირველად 1877 წელს აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკაში, დერვერის სიახლოვეს, ქ. მორისონში, სადაც 130 წლის შემდეგ იპოვეს ახალშობილი სტეგოზავრის ნაკვალევი, რომელიც ჩვილი ბავშვის ტერფის ზომის იყო. მოგვიანებით სტეგოზავრების კვალი და სხეულის ნაწილები ჩინეთსა და მონღოლეთში იპოვეს. სავარაუდოდ, სტეგოზავრები მთელს დედამიწაზე იყვნენ გავრცელებულნი.

იგუანოდონი ყველაზე საინტერესო და ”ყველაზე საშიში” დინოზავრებს შორის, რომლის ჩონჩხი პირველად ბელგიაში აღმოაჩინეს. ის 100 მლნ. წლის წინ ცხოვრობდა. მათი ადგილსამყოფელი მდინარის, ტბისა და ზღვის პირას არსებული დაბურული ტყეები იყო. გიგანტური ხვლიკების – იგუანოდონების სიმაღლე 5-მ-ს აღწევდა და სიგრძე 10 მ-ს, ხოლო წონა 3 ტონას. ისინი ნელი ნაბიჯებით მძიმედ დადიოდნენ, თუმცა შეეძლოთ დიდი სისწრაფით სირბილი უკანა ფეხებზე დაყრდნობით. წინა ფეხებზე 5-5 თითი ქონდათ და მათგან ერთი გარქოვანებული დაბოლოებით – ბრჭყალით იყო დაფარული, რომელსაც ხშირად თავდაცვის მიზნით იყენებდნენ. სხვა დინოზავვრებთან შედარებით ნაკლები რაოდენობის ბრტყელი კბილებით იყვნენ შეიარაღებულნი.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s