RSS

ბურთისებრი ელვა – მეხი

28 ივნ

ელვა გიგანტური ელექტრული განმუხტვაა ატმოსფეროში, რომელსაც თან სდევს ქუხილი. მას წინ უსწრებს ღრუბლის დაელექტროება, სხვადასხვა ნიშნით დამუხტული ნაწილაკების განცალება და მნიშვნელოვანი მოცულობის მუხტების წარმოქმნა.

უარყოფითი მუხტი უმეტესად ღრუბლის ფუძის არეში გროვდება, დადებითი კი – ზემოთ, დედამიწის ზედაპირი ინდუქციით დადებითად იმუხტება. გამოირჩევა წრფივი, ბრტყელი და ბურთისებრი ელვები.

ამ სამი სახის ელვიდან ყველაზე კარგად შესწავლილია წრფივი ელვა. ზონაში, სადაც ელექტრული ველის დაძაბულობა მიაღწევს კრიზისულ მნიშვნელობას, ჰაერის თავისუფალი ელექტრონები დიდი სიჩქარით მიისწრაფვის დედამიწისაკენ და ჰაერის ატომებთან შეჯახებით იწვევს დარტყმით იონიზაციას. ეს პროცესი ზვავისებურად ვრცელდება და წარმოიქმნება ელვის ლიდერი, რომელიც წარმოადგენს თერმოიონიზებულ მაღალი გამტარობის მქონე არხს. ლიდერის თავი დიდი სიჩქარით (5.107 მ/წმ) ვრცელდება დედამიწამდე და გაკვალულ არხში პირველ ლიდერს მიჰყვება მეორე და ხდება მეორე განმუხტვა.

ბურთისებრი ელვა იშვიათი მოვლენაა, ის ნელა გადაადგილდება და დედამიწასთან შეხებისას ხშირად ფეთქდება. მისი წარმოქმნა ნაკლებადაა გამოკვლეული.

ბრტყელი ელვა წარმოადგენს განმუხტვას, რომელიც ღრუბლის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს. ელვის დარტყმამ (მეხის დაცემა) შეიძლება გამოიწვიოს ნგრევა, ლითონის გადნობა, ხანძარი, ადამიანის მსხვერპლი.

სტატისტიკის მიხედვით, 3000_დან 1 შანსი არსებობს, რომ ადამიანს მეხი დაეცეს. აშშ-ში წელიწადში ელვისგან დაახლოებით 200 ადამიანი იღუპება. არსებობს ისეთი მეხის დაცემის ფაქტები, რომელსაც მეცნიერები ვერ ხსნიან. მაგალითად:

პარკის რეინჯერს როი სულვიანს 1942 დან 1977 წლებში მეხი 7-ჯერ დაეცა. 1942 წელს მას ცერა თითი და ფეხი დაეწვა, 1969 წლის ივლისში მეხის დაცემით მას წარბები დაეწვა. 1970 წლის ივლისში მხარი დაეწვა, 1972 წელს აპრილში მორიგმა ელვამ თმები შეუტრუსა, 1973 წლის აგვისტოში ფეხები დაეწვა, 1976 წლის ივნისში კისერი დაეწვა. ასეთმა ფაქტებმა კაცი ფსიქოლოგიურ აშლილობამდე მიიყვანა და 1983 წლის სექტემბერში მან თავი მოიკლა.

ასეთი შემთხვევა, საქართველოში, ბოლოს, დღეს დაფიქსირდა. მეხისგან დაიღუპა 36 წლის მიხეილ ლაცაბიძე, რომელიც გორის რაიონის სოფელ ფხვენიში საკუთარ ნაკვეთში მუშაობდა. მასთან ერთად მყოფმა ახალგაზრდამ კი, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

ელვისაგან დაცვა შესაძლებელია მეხსარიდით, რომელიც კარგად დამიწებულ ელექტროგამტართან შეერთებული ლითონის ძელია. იგი ორი სახისაა: ღეროვანი და გვარლური. ღეროვანი მეხსარიდი შედგება წაწვეტებული, წვრილი ლითონის ღეროს ზედაპირისაგან, რომელსაც დასაცავი ობიექტის თავზე აყენებენ. ხოლო გვარლური შედგება სადენისაგან (გვარლისაგან), რომელსაც ელექტროგადაცემის ხაზების თავზე ჭიმავენ.

 

მოამზადა შალვა მამუკაშვილმა

 

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s