RSS

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება

05 ივნ

დღეს, 5 ივნისს მსოფლიო და  მათ შორის საქართველოც გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ოგანიზებით მიმდინარეობს გარემოს დაცვის კვირეული სლოგანით – „გონივრულად გარემოსთან“. დღეს, 18:00 საათზე კი „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან“ DUB FX ქუჩის წარმოდგენა გაიმართება.

5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩაბმას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით “გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამა” (UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის ერთ-ერთ გარემოსდაცვით საკითხს. 2012 წლის წლის მთავარი თემაა – მწვანე ეკონომიკა: შენ ჩართული ხარ?

 

დატოვე კომენტარი