RSS

ასტრონომები გალაქტიკების შეჯახებას წინასწარმეტყველებენ

02 ივნ

NASA-ს  მეცნიერები Hubble-ს ტელესკოპის დახმარებით ვარაუდობენ, 2 გალაკტიკის „ირმის ნახტომის“ (სადაც, მდებარეობს ჩვენი მზის სისტემა) და ანდრომედეს შეჯახებას. მათი თქმით, ეს ორი გალაქტიკა ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობს, რადგან მათზე ძლიერი გრავიტაცია მოქმედებს. მათი ვარაუდით, გალაქტიკების შეჯახებისას, მოხდება მათი შერწყმა.

ეს პროცესი დაახლოებით 4 მილიარდ წელს მოიცავს. მეცნიერების თქმით, ეს პროცესი ახალი ვარსკვლავების წარმოქმნას გამოიწვევს. ამ პროცესში პატარა გალაკტიკა M33-ანდრომედეს თანამგზავრიც მიიღებს მონაწილეობას.

მოამზადა გიორგი ზედგინიძემ

 

დატოვე კომენტარი