RSS

ჟინვალის წყალსაცავში ჯვარიპატიოსნის ეკლესია

21 აპრილი

This slideshow requires JavaScript.

ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონე მნიშვნელოვნად არის დაწეული. მე-12 საუკუნეში აშენებული ჯვარიპატიოსნის ეკლესია, რომელიც წყლით არის ხოლმე დაფარული, მთლიანად ჩანს.

ეკლესია უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სახურავი ჩამონგრევაზეა, კედლები იშლება. ეკლესიას საფრთხეს გორაკზე მდგარი ხმელი ხეებიც უქმნის, რომელიც გადავარდნაზეა და შესაძლოა, ეკლესიას ზედ დაეცეს.

ეკლესია წყლის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც დუშეთის რაიონში ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ჰესის პირველი აგრეგატი 1985 წელს ამუშავდა. სოფელი ჟინვალი მთლიანად წყალსაცავის ქვეშ მოექცა.

ჟინვალის ტერიტორიაზე გათხრილ ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლებს შორის საყურადღებოა ენნეოლითური ხანის ნამოსახლარები. განსაკუთრებით საყურადღებოა წარმართული ხატ-სალოცავი, რომელიც წყალგადამყვანი გვირაბის სათავესთან აღმოჩნდა. ხატ-სალოცავის ცენტრში იყო საგანგებოდ მოწყობილი პოდიუმიანი საკურთხეველი. მასზე აღმართული იყო თიხისაგან გამოძერწილი, რელიეფური სპირალებით შემკული ღვთაების თავის სტილიზებული გამოსახულება, რომელიც საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ქანდაკების იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს.

http://www.icmm.ge

 

დატოვე კომენტარი