ეს მასალა ჩემმა მგობარმა, ირმა კახურაშვილმა მომცა ამ ბლოგისთვის, მართლა საინტერესოა და დიდი რეზონანსიც მოჰყვა როცა ჟურნალ ”ფოკუსში” დაიბეჭდა.
გლობალური დათბობა რომ ფანტომია, ასე მხოლოდ საქართველოში ფიქრობენ. ამ საკითხზე მომუშავე მკვლევარებისთვის კი ის გლობალური კატასტროფაა, რომელსაც მსოფლიო რუქიდან რამდენიმე სახელმწიფო წაშლა შეუძლია და, რაც მთავარია, არცთუ შორეულ მომავალში. სწორედ ამიტომ განვითარებული ევროპას წელიწადში რამდენჯერმე აქციების ტალღა უვლის, სადაც, უმეტესწილად, ქალაქის მუნიციპალიტეტების ინიციატივით, სხვადასხვა ქალაქის მცხოვრებლები ამ პრობლემის გათავისებას ცდილობენ. აქციების ფორმა მრავალფეროვანია – ერთდროულად მთელი ქვეყნების მასშტაბით ერთი წუთით ითიშება დენი, მილიონობით ადამიანი აქრობს სიგარეტს, არ ქოქავს მანქანას და ჯერ კიდევ ცოცხალ დედამიწას სანთლებს უნთებს.
სულ ახლახან მოუხელთებელმა ბენ ლადენმა კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან დაკავშირებით ვიდეო-ნოტა გაუგზავნა აშშ-ის მთავრობას, გერმანიის ეკოლოგიის მინისტრმა ნორბერტ რიუტგენმა გამოთქვა საშიშროება იმის თაობაზე, რომ კლიმატის ცვლილების გამო კაცობრიობისთვის საფრთხეს წარმოადგენს ცხოველთა და მცენარეულთა მრავალი სახეობის გაქრობა, ფრანგულმა ორგანიზაცია `გრინფისმა~ და სპენსერ ტუნიკმა შიშველ ნატურების დახმარებით ბურგუნდიის ვენახებში მასშტაბური აქცია მოაწყეს, კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღეს კი, მსოფლიოს 170 ქვეყანაში ერთდროულად გაიმართა ღონისძიება `350~ (350 ატმოსფეროში ნახშირორჟანგის უსაფრთხო რაოდენობის მაჩვნებელია), რომლითაც მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ნეგატიური დამოკიდებულება პოლიეთილენის პარკებისა და ერთჯრადი პლასტიკური ნივთების წვით განადგურებისადმი.
ბოლოს მსოფლიო საზოგადოებრიობამ გლობალური დათბობის პრობლემების შესახებ გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში კოპენჰაგენში იმსჯელა, სადაც 192 ქვეყანასთან ერთად საქართველოს მთავრობის გარემოსდაამცველთა დელეგაციაც ბრძანდებოდა. დანიის დედაქალაქში დაგეგმილ კლიმატის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე მასშტაბური საპროტესტო აქციები მოეწყო ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ბელგიაში. ათი ათასობით დემონსტარნტმა მსოფლიოს ლიდერებს გლობალური დათბობის წინააღმდეგ უფრო აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდეს. საქართევლოში კი ეს მნიშვნელოვანი შეხვედრას არანაირი რეზონანსი არ გამოუწვევია. ქართული მედია უმნიშვნელო ნიუსების გავრცელებით შემოიფარგლა, რომ აღარაფერი ვთქვათ საპროტესტო დემონსტრიციებზე.
ცხადია, საკმარისი როდია ამაზე მხოლოდ მთავრობებს მოეთხოვებოდეთ პასუხი, მაგრამ იმისათვის, რომ რიგითი მოქალაქე ან მასმედია აცნობიერებდეს ნებისმიერი პრობლემის სიმძიმეს, იმ ოფიაცილურ პირთა საზრუნავია, ვის ხელშიცაა საზოგადოების მართვის სადავეები. საქართველოს მოსახლეობისთვის დღემდე უცნობია კოპენჰაგენში ქართული მხარის მიერ წარდგენილი სპეციალური დოკუმენტის არსი, რომელიც კლიმატურ ცვლილებებს ეხებოდა. ამ დოკუმენტისადმი ცხოველი ინტერესი არავის გამოუხატავს, შესაძლოა იმიტომ, რომ ვიღაცამ ჩათვალა – დიღმის ტრასაზე მინისტრის ხელით დარგული ნერგი აუცილებელი გასაშუქებელია და მეტი დივედენდების მომტანი, ვიდრე მსჯელობა იმაზე, აკმაყოფილებთ თუ არა საერთაშორისო გარემოს დაცვით ნორმებს ავტოგამონაბოლქვით მოწამლული თბილისი. მართალია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ საქართველო აქტიურად უცხადებს სოლიდარობა ცივილიზებულ სამყაროს, მაგრამ ჩვენ, უბრალო ობივატელები ამ სამყაროსგან თავს მაინც მოწყვეტილად ვგრძნობთ, რადგან ჩვენი პასუხისმგებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
საერთაშორისო ორგანიზაცია ”Gლობალ Hუმანიტარიან Fორუმ” (გენდირექტორი კოფი ანანი) შარშან გამოაქვეყნებულ დასკვნაში მითითებულია, რომ გლობალური დათბობის შედეგად ყოველწლიურად 300 ათასი ადამიანი იღუპება. 2030 წლისთვის მსხვერპლთა რაოდენობა 500 ათასამდე გაიზრდება. ორგანიზაციის სავალალო პროგნოზით, ბუნების მიმართ სასტიკი დამიკიდებულების გამო ტყის უზარმაზარი მასივები განადგურდება, მანქანების გამონაბოლქვისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზეზით კი, დედამიწა არსებობას შეწყვეტს. ჰაერის მზარდი ტემპერატურის გამო ჩვენი საუკუნის კატასტროფებად უკვე მიჩნეულია 2004 წლის ცუნამი აღმოსავლეთ აზიაში, 2005 წლის დამანგრეველი ქარიშხალი კატრინა, 2008 წლის გუსტავი-აიკი ცენტრალურ ამერიკაში.
გლობალური დათბობა ფანტომი არაა. ამასვე ადასტურებს გაერო. მისი შეფასებით, გარემოს დეგრადაცია საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას. შესაბამისად, გლობალური ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება უკავშირდება ათასწლეულის განვითარების გეგმას _ სიღარიბის დაძლევას, დემოკრატიის განვითარებას და ადამიანთა კეთილდღეობას.
ვიმედოვნებ, საკმარისი ფაქტები მოვიყვანეთ პრობლემის გასაცნობიერებლად და ბუნებრივია, დავინტერესდით იმით, თუ როგორ ცდილობს ამ საფრთხეების აცილებას ჩვენი მთავრობა, რომლის გარემოს დაცვის პირველი პირი მოსახლეობაში დღემდე არა ეკოლოგიასთან, არამედ პოპჯგუფ `სახესთან~ უფრო ასოცირდება. სხვათა შორის, ყოველწლიურმა კატალოგმა `სახე(ლ)ებმა~ გოგა ხაჩიძე წლის მინისტრად აღიარა და როგორც კატალოგიის პრეზენტაციაზე ვიღაცამ იხუმრა, ალბათ მისი გასაოცარი გულწრფელობის მიზეზით (ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, გოგა ხაჩიძემ უპასუხა, რომ მას წარმატებული პოლიტიკური კარიერის სურვილი ამოძრავებდა).
ჩემი ვარაუდით, ხაჩიძე მართლაც ენერგიით აღსავსე მინისტრია – ის განებივრებულია მედიის ყურადღებით, აქვს დატვირთული სამუშაო გრაფიკი. თუკი დაგუგლავთ, თქვენც აღმოაჩენთ, რომ მისი საყვარელი საქმე გამწვანების აქციებში მონაწილეობაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან ერთად. რა შეიძლება დავუწუნოთ მინისტრს, რომელიც მუდმივად ასწრებს `სახალხო დიალოგის~ ფარგლებში რომელიმე სოფლის მოსახლეობისთვის საიმედო მესიჯების დატოვებას და ონლაინ-კონფერენციების მოწყობას (ელექტორატთან ურთიერთობის ერთობ თანამედროვე, მაგრამ დისტანციური აზრთა გაზიარებას)? ერთი შეხედვით, ვერაფერი. დღეს ის მეურნეობაში `ივრის ჭალები~ სამონადირეო ტურიზმის განვითარების გეგმებს სახავს, ხვალ კი 2010 წლის დასუფთავების წლად გამოცხადდების ინიციატივით გამოდის. მანამდე საპარლამენტო უმცირესობასთან ის დაჟინებით უარყოფს კატასტროფულ ონკოლოგიურ მონაცემებს და ირწმუნება, რომ თბილისში დაბინძურებული ჰაერის მაჩვენებელი არცთუ საგანგაშოა. არც საკუთარი თანამშრომლების ივიწყებს და თითს უქნევს, როცა სამართალდამცველები კორუფციის მიზეზით აკავებენ. გარემოს დაცვის ოფიცილურ წარმომადგენლებს ვერც იმას დავუკარგავთ, რომ ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად სიამოვნებით მონაწილეობენ გარემოს დაცვის დღეებთან დაკავშირებულ, ჩვენი პრეზიდენტის მიერ ასე ნაყვარებ სახალისო `საგანმანათლებლო~ ღონისძიებებში.
`ფოკუსის~ შეკითხვაზე, თუ რა ადგილი უკავია გლობალურ დათბობის საკითხებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის გრძელვადიანი სტრატეგიაში, სამინისტროდან გვაპასუხობენ, რომ `სტრატეგია 2010-2015 წლისთვის მხოლოდ ახლა მუშავდება. კლიმატის ცვლილების სფეროში ძირითადი მიმართულებები იქნება ქვეყანაში `სუფთა განვითარების მექანიზმის~ სრული ძალით ამოქმედება (სათბურის გაზების ემისიის შემცირების კუთხით) და კლიმატის ცვლილებასთან ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ეკონომიკის დარგების ადაპტაცია~.
ასევე, გთავაზობთ გოგა ხაჩიძის შემცირებული ინტერვიუს, რომელიც `ფოკუსმა~ ერთი კვირის შემდეგ მიიღო:
არსებობს საქართველოში რაიმე სახელმწიფო სამსახური, რომელიც იკვლევს ამ პრობლემას?
კლიმატის ცვლილების შედეგები დროდადრო ანალიზდება და აისახება საერთაშორისო ავტორიტეტული მეცნიერული ჯგუფის – კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო საბჭოს ე.წ. შეფასებით ანგარიშებში. ბოლო შეფასებითი ანგარიში ასახულია გახშირებული კატასტროფები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. საქართველოს მეორე ეროვნულ შეტყობინებაში კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციისადმი, რომელიც მომზადდა 2006-2009 წლებში, ეს საკითხები ასახულია. ამ საკითხების მოგროვება შედის ჰიტრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართველოს კომპეტენციაში.
ვართ თუ არა ჩვენ მიერთებულები კიოტის აქტზე და რას ვგეგმავთ მომავალში?
დიახ, მასზე ვართ მიერთებული 1999 წლიდან. შესაბამისად, ჩვენც ვმონაწილეობთ ამ პროცესში სათბურის გაზების გაფრქვევების შემცირების კუთხით. ამჟამად მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს მუშაობა კიოტოს პროტოკოლის შემდგომი მოქმედების გაგრძელების ან შეცვლის შესახებ. საქართველომ წარმოადგინა თავისი პოლიტიკური დოკუმენტი 2009 წელს დეკემბერში კოპენჰაგენში ჩატარებულ კონფერენციაზე. ამ დღეებში კი გაიგზავნება ოფიციალური თანხმობა კოპენჰაგენის აკორდთან ქვეყნის მიერთების შესახებ. თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, დამოკიდებულია იმაზე, მოეწერება თუ არა ხელი ახალ ხელშეკრულებას წლის ბოლოს მექსიკაში და რა სახის იქნება იგი.
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის თუ კეთდება რაიმე თქვენი სამინისტროს ეგიდით?
სამინისტრომ არასამთავრობო, საერთაშორისო და ოპოზიციური პარტიების მოსაზრებების გათვალისწინებით მოამზადა დოკუმენტი, რომელიც 3 წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილების საკითხებში პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ყოველწლიურად მასშტაბურად აღინიშნება გარემოს დაცვის მსოფლიო დღე. ყველა გარემოსდაცვით ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობს `მწვანე კლუბი~, სადაც ასობით სტუდენტი, სკოლის მოსწავლე, ცნობილი სახეები და ეკო-კლუბებია გაერთიანებული. ჩვენს მიერ გამოცემულია კალენდრები 2008 და 2009 წლის კალენდრები კლიმატის ცვლილების პრობლემატიკით. ასევე, კლიმატის ცვლილების სამმართველოს თანამშრომლები სისტემურად მონაწილეობენ ამ თემისადმი მიძღვნილ გადაცემებში.