RSS

Daily Archives: February 5, 2012

გაყინული წვიმა ლივერპულში

შაბათს, 4 თებერვალს, ლივერპულში გაყინული წვიმა მოვიდა. ეს გამოიწვია დიდი  ბრიტანეთის უჩვეულო ამინდმა. წვიმის გაყინვა ძალზე იშვიათია დიდ ბრიტანეთში. ლივერპულელი ნიკ როვლანდი ამბობს, რომ 20 წლის განმავლობაში გაყინული წვიმა 2-ჯერ ნახა.

This slideshow requires JavaScript.

დიდი ბრიტანეთისთვის თბილი ამინდი ჩვეულებრივი მოვლენაა. ჰაერის მასები მექსიკის ყურედან მოდის, გადაკვეთავს ატლანტის ოკეანეს და თბილი რჩება. თუმცა, ამ ბოლო დღეების განმავლობაში, როგორც ევროპის ყველა ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთშიც მკვეთრად დაეცა ჰაერის ტემპერატურა, აღმოსავლეთის ევროპიდან წამოსულმა ცივი ჰაერის მასებმა ტემპერატურის ნულს ქვემოთ დაცემა გამოიწვია. ასეთი ამინდი იყო ლივერპულში, როცა დასავლეთიდან წამოსული თბილი ჰაერის მასები შეეჯახა ცივ ამინდს და ცაში ფიფქები გამოჩნდა. ეს თოვლი, როგორც კი მოხვდა თბილი ჰაერის მასებში, ჯერ წვიმად მოვიდა,მაგრამ შემდე წვიმა ყინულად გადაიქცა, როცა მიაღწია ცივ ჰაერს მიწასთან ახლოს.

 
Leave a comment

Posted by on February 5, 2012 in ამინდი, სტიქია

 

ებრაულმა კომპანიამ ტურისტებს სომხეთსა და საქართველოში სამოგზაუროდ სპეციალური პაკეტები შესთავაზა

ებრაული კომპანია „ეშეთ ტური” თავის კლიენტებს სომხეთსა და საქართველოში ერთობლივ სპეციალური ტურისტული პაკეტებს შესთავაზებს.

ავიაკომპანიებმა „ეშეთ ტურმა”, რომელიც ასევე ტურისტულლ საქმიანობასაც ეწევა და Armavia-მ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც ისრაელსა და სომხეთს შორის პირდაპირი ავიარეისების განხორციელება მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება.

Armavia ისრაელის კომპანიის ოფიციალური წარმოდგენილი იქნება და ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმუშავებს. დღეისათვის კომპანია კვირაში ერთ რეისს ასრულებს და 50 მგზავრი გადაჰყავს.

სამომავლოდ ფრენების რაოდენობისა და მგზვართა გადაყვანის გაზრდა იგეგმება. აპრილიდან, სავარაუდოდ, კვირაში ორი რეისი შესრულდება და მგზავრtა რაოდენობაც 130-მდე გაირზდება.

კომპანია ისრაელიდან სომხეთში ჩასულ ტურისტებს საქართველოს მონახულებასაც შესთავაზებს. კერძოდ, რომელი ტურუსტული ზონები მოექცევა ისრაელის ტურისტების მხედველობის არეში ჯერ-ჯერობით უცნობია.

http://www.ghn.ge

 
Leave a comment

Posted by on February 5, 2012 in ტურიზმი

 

ტურისტებისათვის ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქი – ლუანდა

ანგოლის დედაქალაქი ლუანდა უკვე მეორე წელია ტურისტებისათვის ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად სახელდება.

რეიტინგში მეორე ადგილზე ჩადის დედაქალაქი ნჟამენაა, ხოლო შემდეგ მოდიან მოსკოვი და ჟენევა, წერს ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ლუანდაში ერთი თვით ორ ოთახიანი ბინის ქირაობა 5 ათასი დოლარი ღირს, ხოლო რესტორანში ვახშმობა ორ პერსონაზე არანაკლებ 50 დოლარი. ლუანდაშიერთი კგ. პომინდორის ღირებულება კი 16 დოლარია. უბრალო სასტუმრო, ერთი ღამით კი 400 დოლარი ღირს.

აღსანიშნავია, რომ ლუანდაში სიგარეტზე მაღალი ფასები არ არის, რადგანაც ქალაქში ერთი კოლოფი სიგარეტი 1,5 დოლარი ღირს.

რეიტინგის პირველ ათეულში მოხვდნენ ასევე სინგაპური და სან-პაულო.

ძველ რეიტინგებში ბრიტანეთის დედაქალაქი მეორე ადგილზე იყო, თუმცა ახალ რეიტინგში ლონდონმა მე-18 ადგილზე გადაინაცვლა.

 

 
Leave a comment

Posted by on February 5, 2012 in ტურიზმი

 

ხვალიდან დათბება

სინოპტიკოსები ხვალიდან ამინდის გაუმჯობესებას პროგნოზირებენ .
გარემოს დაცვის სამინისტროს პროგნოზირების ცენტრის სინოპტიკოსი, თამარ გულედანის განცხადებით, დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისში თოვა შემცირდება.
ამ დროისთვის თბილისის გარდა თოვს ბოლნისსა და თელავში. დასავლეთ საქართველოში კი მზიანი ამინდია. სინოპტიკოსების ვარაუდით, იქ ჰაერის ტემპერატურა 8-დან 13 გრადუსამდე გათბება.
“ღამით ყინვები შენარჩუნდება თბილისში და მთლიანად, აღმოსავლეთ საქართველოში. დედაქალაქში ამაღამ მოსალოდნელია -2-3 გრადუსი ყინვა. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში -6-9 გრადუსამდე ყინვა იქნება. თბილისში დღისით +2 გრადუსამდე დათბობას ველოდებით”,- აღნიშნა თამარ გულედანმა.
მისივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში სითბო ხვალაც შენარჩუნდება, ხოლო აღმოსავლეთში თოვა შემცირდება და ამინდი გაუმჯობესდება.

 
 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 30 other followers