RSS

ლეჩხუმის პრობლემები – ლაშიჭალა-ლაჯანა-ორბელი

lechxumi 002ოლიკო ცისკარიშვილი

ლეჩხუმში ორ პატარა სოფელს ლაჯანასა და ორბელს ერთი ხიდი ჰყოფს, ხიდის მეორე მხარეს რომ არა წარწერა “ორბელი” და მის მარჯვენა და მარცხენა კუთხეში პატარა ორი ბელის ძეგლი, ძნელად თუ მიხვდები, რომ ლაჯანიდან ორბელში შეხვედი. ამ ორ სოფელს მდინარე ლაჯანური ყოფს. Read the rest of this entry »

 

დისკუსია თემაზე: “ენერგოეფექტურობა და ენერგოდაზოგვა – პრობლემები და პერსპექტივები”

qaris 2სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (dvv international) ყოველი თვის 15 რიცხვში ატარებს საჯარო დისკუსიას აქტუალურ საკითხებზე, რომელთა მიზანია, საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება. პროექტის პარტნიორები არიან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU). Read the rest of this entry »

 

პრომეთეს მღვიმე

promeTe 010ოლიკო ცისკარიშვილი

პრომეთეს მღვიმე ან  ღლიანის მღვიმე, რომელიც გამოცხადებულია ბუნების ძეგლად კარსტული მღვიმე დასავლეთ საქართველოშია. ეკუთვნის წყალტუბოს მუნიციპალიტეტს და მდებარეობს ქვილიშორისა და ყუმისთავის სიახლოვეს, მდინარე ყუმის აუზში, ზღვის დონიდან 100 მეტრზე. პრომეთეს მღვიმეში ვიზიტისას სასურველია გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რადგან ბილეთის აღება მოგიწევთ, რომელიც 6 ლარი ღირს, ნავით გასეირნება კი დამატებით 7 ლარი ჯდება. მოწაფეებისა და სტუდენტებისთვის ფასდაკლება. ერთი შეხედვით ძვირადღირებული სიამოვნებაა, თუმცა დამერწმუნეთ ღირს, მღვიმეში წარმოდგენილი სატალაქტიტები, სალაგმიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მიწისქვეშა ტბები და სხვა ხილვა საკუთარი თვალით 80 მეტრ სიღრმეზე და 14 გრადუს ტემპერატურაზე, 1400 მეტრის ფეხით გავლა მართლა ძალიან სასიამოვნო მოგონებად დარჩება მნახველს. Read the rest of this entry »

 

სლოგანი საქართველოს ღვინის ტურიზმს

Rvinis festivali 05საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს კონკურსს ღვინის ტურიზმის საუკეთესო სლოგანის შესარჩევად, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
სლოგანი გამოყენებული იქნება ადმინისტრაციის მიერ ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით დაგეgმილ პროექტებში. Read the rest of this entry »

 

ორბელის ციხე

orbelis cixe 004ლაჯანურის ხეობაში მდებარე შუა საუკუნეების ორბელის ციხე, სავარაუდოდ, მე-16-17 საუკუნის ძეგლია, მის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა.

იგი მიეკუთვნება ადრეშუასაუკუნეებს გვიან საუკუნეების დამატებით. ეხლა ციხე მოუვლელია, თუმცა მაინც ამაყად გადმოჰყურებს ლაჯანურის ხეობას.  მის კედლებზე კი აშკარაა კვალი, რომ ის მოხატული იყო.მის მიმდებარე ტერიტორიაზე სასაფლაოა, და ადგილობრივები თუ მიაკითხავენ ხოლმე ხანდახან ციხეს. Read the rest of this entry »

 

საქართველოს აგვისტოში 770 608 ვიზიტორი სტუმრობდა

TuSeTisken 016საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების ყოველთვიურ განსაჯაროებას. 2013 წლის აგვისტოს თვე 770 608 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,2 %-ით მეტია. Read the rest of this entry »

 

მწვანე თეატრი

mwvane Teatri 991ოლიკო ცისკარიშვილი

ლეჩხუმში, ცაგერში 30-იოდე წლის წინ, მდინარე ცხენისწყლის მახლობლად გაშენდა უმშვენიერესი მწვანე თეატრი, რომლის ბადალი მსოფლიოში არ იყო. ეს საზაფხულო უმშვენიერესი თეატრი გადახურულია, ღია ცის ქვეშ გაკეთებულ სკამებზე მაყურებელი ოვაციებით ხვდებოდა სცენაზე გამომსვლელებს. ახლა ეს თეატრი მიტოვებულია, თუმცა მისი აღდგენა ძალიან კარგი საქმე იქნებოდა ადგილობრივი ტურიზმის განვითარებისთვის. Read the rest of this entry »

 

უშბის დასაპყრობად წასული ორი ტურისტი დაიკარგა

ushba 002საქართველოს მთებში ორი რუსი ტურისტი – ვიკა ბუშაევა და ანდრეი სიდოროვი – დაიკარგა. ამის შესახებ donnews იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, როსტოველი ტურისტები უშბას მწვერვალის დასაპყრობად 31 აგვისტოს გაემართნენ, 6 სექტემბერს კი უკან დაბრუნებას გეგმავდნენ.  Read the rest of this entry »

 

ლეჩხუმი – ხვამლის მთაზე მიჯაჭვული პრომეთე

ოლიკო ცისკარიშვილი

ხვამლის მთიდან შორს, ჩრდილოეთისაკენ რომ გაიხედავთ, მურის ციხე მოჩანს. ცაგერის კლდოვან მწვერვალზე ამართული სამი კოშკი ცხენისწყლის ხეობას გადაჰყურებს. მურის ციხე დიდი ხნის წინათ არის აშენებული. იგი პირველად ეკუთვნოდა შვიდ ძმას ჩარკვიანს, რომლებიც ქვემო სვანეთს ფლობდნენ.  Read the rest of this entry »

 

რაჭა – შაორის ტბა

racha 004ოლიკო ცისკარიშილი

რაჭაში მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასვენების მიზნით მხოლოდ ზაფხულის პერიოდში ჩადის, თუმცა რაჭის რეგიონშიცაა ტურიზმის განვითარების პერპექტივები. რაჭის ბუნებრივი პირობების გამო, ტურიზმს უდიდესი პოტენციალი გააჩნია. შესაძლებელია ტურისტების სოლიდური რაოდენობის მოზიდვა და ადგილობრივი მოსახლეობის მასიური დასაქმება მომსახურების სფეროში. სხვა ტურისტულ ობიექტებთან შედარებით, ყველაზე დიდი პოტენციალი შაორის წყალსაცავს გააჩნია. შაორის ტბაზე შესაძლებელია მეთევზეობის ტურიზმის განვითარებაც. Read the rest of this entry »