RSS

ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოს ნარჩენები ისპანის ჭაობში ჩაედინება

ისპანაგადამუშავებული ციტრუსის ნარჩენები ისპანის ჭაობში. ქობულეთში არასტანდარტული მანდარინის გადამამუშავებელი საწარმოდან ნარჩენები ნაგებობის უკან მილით მდინარეში ჩაედინება. ,,მაცნემ” მდინარეში მდუღარე წყლის ჩაღვრაც დააფიქსირა. შპს. ,,აქტივების მართვის ინდუსტრიული ჯგუფის” ხელმძღვანელის მტკიცებით, საწარმოს გამწმენდი ნაგებობა აქვს, თუმცა სად მდებარეობს აღნიშნული ნაგებობა, მერაბ არძენაძემ ვერ გვიჩვენა. მისი განმარტებით, ისპანის ჭაობში მხოლოდ სუფთა წყალი იღვრება. Read the rest of this entry »

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო უამინდობის გამო, მოქალაქეებს აფრთხილებს

gzaaaaaშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს, უამინდობის გამო თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისგან რიკოთის, გოდერძის, წალკა-ნინოწმინდის, კობი-გუდაურის უღელტეხილებზე. Read the rest of this entry »

 

ტურიზმის ადმინისტრაცია ზამთრის სეზონის გახსნას ბაკურიანსა და მესტიაში გასართობი ღონისძიებებით აღნიშნავს

bakuriani 017საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის კურორტების პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბაკურიანსა და მესტიაში ზამთრის სეზონს სპორტულ-გასართობი ღონისძიებებით გახსნისპროექტის განხორციელების ძირითადი მიზანია ბაკურიანისა და მესტიის როგორც ზამთრის კურორტის პოპულარიზაცია შიდა და საერთაშორისო ბაზარებზე.  Read the rest of this entry »

 

ლაგოდეხთან 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

miwisZvra 03დღეს, საღამოს, ქალაქ ლაგოდეხის დასავლეთით 13 კილომეტრში, სოფელ გუჯარეთთან 3,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. Read the rest of this entry »

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გარემოს მდგომარეობის შესახებ სექტორული კვლევის ჩატარებას იწყებს

savane 010საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველოში გარემოს მდგომარეობის შესახებ სექტორული კვლევის ჩატარებას იწყებს. სამინისტრო, კვლევის შედეგების მიხედვით, ადგილობრივი ესქპერტებისა და საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით, მომავალი წლისთვის ქვეყნის გარემოსადაცვითი შეფასების დოკუმენტს (Country Environmental Assessment – CEA) მოამზადებს. დოკუმენტში ასახული იქნება არსებული ეკოლოგიური პრობლემები, გარემოს დეგრადაციისა და ბუნებრივი რესურსების არარაციონალური გამოყენების სოციალური და ეკონომიკური დახარჯები; ასევე შეფასდება ქვეყნის შესაძლებლობა გაუმკლავდეს მიმდინარე გარემოსდაცვით პრობლემებსა და გამოწვევებს. Read the rest of this entry »

 

ზოოპარკში, ცივეტას მოზარდებმა ცეცხლი წაუკიდეს

ცივეტათბილისის ზოოპარკის ბინდარ ცივეტას მოზარდებმა ცეცხლი წაუკიდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ზოოპარკის ადმინისტრაცია თბილისის ზოოპარკის ონლაინ გვერდზე ავრცელებს.
“რამდენიმე დღის წინ საკმაოდ არასასიამოვნო შემთხვევა მოხდა თბილისის ზოოპარკში. ზოოპარკის დამთვალიერებლებმა, დაახლოებით 10-12 წლის ბავშვებმა, ჩვენს ბინადარ ცივეტას ცეცხლი წაუკიდეს. საბედნიეროდ, ჩვენმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დროულად მიუსწრეს და ცხოველი გადაარჩინეს. ცივეტას მხოლოდ ბეწვის საფარი დაუზიანდა, დამწვრობა არ მიუღია, თუმცა საკმაოდ შეშინებულია და იმალება”, – ნათქვამია განცხადებაში.  Read the rest of this entry »

 

სხვიტორი-სავანე

savane 013ოლიკო ცისკარიშვილი

სხვიტორი და სავანე ქართული საზოგადოებისთვის დიდი მგოსნის აკაკი წერეთლის სახელს უკავშირდება. სხვიტორში აკაკის სახლ-მუზეუმში, რომელიც 1939 წელს დაფუძნდა და 2004 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლტა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ფოტოების გადაღების უფლება არ მოგვცეს. გიდის თქმით, მუზეუმი რამდენჯერმე გაიძარცვა, და ამიტომ მნახველს უფლებას არ აძლევენ ფოტოების გადაღების, რომ მუზეუმი მორიგ თავდასხმას აარიდონ… Read the rest of this entry »

 

საქართველოში 4,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

zRva 00013დღეს, შავი ზღვის აკვატორიაში, 4,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. Read the rest of this entry »

 

მიწისძვრა ნორიოსთან

miwisZvra 03თბილისის საზღვრიდან 13 კმ-ში 3,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მარტყოფიდან ჩრდილოეთით დახლოებით 5-8 კმ-ში, სოფელ ნორიოსთან მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 16:52 საათზე დაფიქსირდა. Read the rest of this entry »

 

,,მეცნიერება, განათლება, კულტურა და სპორტი – რესურსები მშვიდობისათვის’’

gamofenaხვალ, 15 ნოემბერს პროექტის ,,ეუთოში –  უკრაინის თავჯდომარეობის ინფორმაციულ–ანალიტიკური მხარდაჭერა’’ ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ხორციელდება დასკვნითი მრგვალი მაგიდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან ,,იუნიონისტთა ახალგაზრდული ინსტიტუტი’’ და ,,მხატვართა საერთაშორისო ასოციაციის’’ ნამუშევართა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის, ჟურნალისტის, ოლიკო ცისკარიშვილის ერთობლივი გამოფენა. Read the rest of this entry »